მიუხედავად იმისა, რომ იტალია-ჩრდილოეთ ირლანდიის თამაშში დაფიქსირებული ფრე სენსაციად შეფასდა, ჩვენ მაინც გვგონია, რომ ისეთი განსაკუთრებული არაფერი მომხდარა...
მიუხედავად იმისა, რომ იტალია-ჩრდილოეთ ირლანდიის თამაშში დაფიქსირებული ფრე სენსაციად შეფასდა, ჩვენ მაინც გვგონია, რომ ისეთი განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. თანამედროვე ფეხბურთში იოლად არავინ არაფერს თმობს, მით უმეტეს, არც "სკუადრა აძურას" უდგას საუკეთესო დროება და არც ჩრდილოეთ ირლანდია სან მარინო, ან თუნდაც ლუქსემბურგი. მოკლედ, ბრიტანელებს საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდი ჰყავთ და გასაოცარი იმაში არაფერია, რომ ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში მყოფ "აძურას" ქულა აწაპნეს.

ისე კი, შეხვედრა სტუმართა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა და ცოტა უკეთ რომ ეთამაშათ იტალიელებს დამაგვირგვინებელ ფაზაში, აუცილებლად სამ ქულას აიღებდნენ. თუმცა, მომენტები მასპინძლებსაც ჰქონდათ, ერთხელ კი სრულიად სამართლიანად ითხოვდნენ სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანის დანიშვნას – საჯარიმოში ჩაკიდული ბურთი დანიელე დე როსიმ ხელით შეაჩერა, თუმცა მსაჯმა სტუმართა გუნდი დაინდო.

ჩეზარე პრანდელიმ სიურპრიზი შემოგვთავაზა და ნაკრების კარის დაცვა ემილიანო ვივიანოს მიანდო. არადა, შეხვედრის წინ იტალიელი ჟურნალისტები იმაზე ბჭობდნენ, ანტონიო მირანტე მოხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში თუ სალვატორე სირიგუ. სინამდილეში კი სწორედ ემილიანოს, გნებავთ ემილიოს გაუმართლა და კარის მშრალად შენახვაც მოახერხა. სხვა საქმეა, რომ დიდი ჯაფა არ დადგომია. ამას წინათ, ვივიანოს მისამართით საქებარი სიტყვები მისმა ამჟამინდელმა თავკაცმა "ბოლონიაში" ალბერტო მალეზანიმ არ დაიშურა. "როსობლუს" მესაჭე თავის დროზე "პარმას" თავკაცობდა, სადაც მისი შეგირდი ჯანლუიჯი ბუფონი იყო. ჰოდა, მალეზანიმ გულახდილად განაცხადა, ვივიანო ძალიან მაგონებს ჯიჯის და დარწმუნებული ვარ, მისგან დიდი მეკარე დადგებაო. სხვათა შორის, ამას წინათ, დინო ძოფმა სალვატორე სირიგუ შეაქო და ისიც სწორედ ბუფონს შეადარა – მოკლედ, თუ ამ პატივცემულ პირივნებებს დავუჯერებთ, იტალიური სამეკარეო სკოლა კვლავაც მოწოდების სიმაღლეზეა.

შევეშვათ ვივიანოს და შეტევაში გადავინაცვლოთ – პრანდელიმ წინა ხაზზე მარკო ბორიელო გაამწესა, რომელსაც ანტონიო კასანო და სიმონე პეპე ეხმარებოდნენ. ეს უკანასკნელი ხშირად ძალიან უკან იწევდა და 4-3-3 ტაქტიკა ავტომატურად 4-4-2-ად ტრანსფორმირდებოდა. მოკლედ, სინიორ ჩეზარემ ბოლომდე ვერ გარისკა და მაინც ფრთხილი სტრატეგია აირჩია. სიფრთხილე კი პირველ რიგში იქიდან ჩანს, რომ ჯუზეპე როსის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში სწორედ სიმონე პეპე გაამწესა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ცენტრფორვარდის პოზიციაზე მარკო ბორიელო ირჯებოდა, მეტად აქტიურიც იყო, არაერთხელ გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ აი ბოლო ფაზაში კი აშკარად უჭირდა. შეხვედრის შემდეგ, საკმაოდ მკაცრად გააკრიტიკეს ანტონიო კასანო, თუმცა ვერც მასზე ვიტყვით, რომ ძალიან პასიური იყო. რამდენიმე შესანიშნავი გადაცემა გააკეთა და კარშიც არაერთხელ დაარტყა. კასანოს კრიტიკა პრანდელის არ მოეწონა და ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა: "ბევრი ამბობს, რომ კასანომ ძალიან ცუდად ითამაშა – საინტერესოა, თუ ანტონიო ცუდად თამაშის პირობებში ხუთ საგოლე მომენტს ქმნის მეტოქის კართან, რას იზამს, როდესაც კარგად ითამაშებს?...

სინამდვილეში, კასანომ საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა შეხვედრა, ბევრს მოძრაობდა და გუნდების შეტევების სულისჩამდგმელი გახლდათ. ვერც იმას დავიჩემებ, რომ ეს მისი საუკეთესო თამაში იყო, მაგრამ კრიტიკა კი ნამდვილად უადგილო მეჩვენება. მთლიანობაში, გუნდმა არაერთი შეცდომა დაუშვა და ამ ხარვეზებს გამოსწორება სჭირდება. დარწმუნებული ვარ, ჩრდილოეთ ირლანდიაში ჩვენი მთავარი კონკურენტებიც დაკარგავენ ქულებს. ჩვენ კი დროა მომდევნო მატჩზე გადავერთოთ, სულ მალე სერბეთის ეროვნულ ნაკრებთან გვიწევს ურთულესი დაპირისპირება. სერბებმა მტკივნეული მარცხი იწვნიეს ესტონელებთან და ყველაფერს იღონებენ, რომ დაკარგული ჩვენთან აინაზღაურონ. მთელი გუნდით დაცვაში ნამდვილად არ ჩაჯდებიან, აქტიურად შეუტევენ და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ".

იქნება თუ არა ცვლილებები "აძურას" ძირითად შემადგენლობაში? – ჟურნალისტთა დიდი ნაწილი თანხმდება, რომ აუცილებლად იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ბორიელო აქტიური იყო, მას ალბათ ჯამპაოლო პაცინი ჩაენაცვლება. ჯერ ერთი, "სამპდორიას" ფორვარდი საკმაოდ აქტიურად ჩაერთო ჩრდილოეთ ირლანდიასთან თამაშში და მეორე, სერბეთთან მატჩს იტალიის ეროვნული ნაკრები გენუაში გამართავს, პაცინის მშობლიურ თუ არა, საშინაო არენაზე მაინც. ამ სტადიონზე "კასანო" და "პაცინი" ალბათ განსაკუთრებულად აქტიურნი იქნებიან, რასაც "სამპას" ტიფიზთა მხურვალე გულშემატკივრობა და ნაცნობი მოედანი განაპირობებს. წესით და რიგით, ძირითადში უნდა ვიხილოთ ჯუზეპე როსიც – თუ ჩრდილოეთ ირლანდიასთან პრანდელიმ თავი დაიზღვია, წესით საშინაო შეხვედრაში უნდა გარისკოს და ძირითად თერთმეტეულში სამი გამოკვეთილი შემტევი დააყენოს.

"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"
"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს