"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი თავის ფეხბურთელებზე, კოლეგებსა და მეტოქეებზე საუბრობს
გაზეთმა "ინდეპენდენტმა" სერ ალექს ფერგიუსონის ცნობილი გამონათქვამების მთელი კრებული შეაგროვა, 70 წლის შოტლანდიელი ხომ სახელგანთქმულია ამ მხრივ.

"მახსოვს, რამდენიმე წლის წინ ერთ ახალგაზრდა ფეხბურთელს ვკითხე, იცოდა თუ არა, ვინ იყო დენის ლოუ.

მიპასუხა, რომ წარმოდგენა არ მაქვსო. ჰოდა, ავდექი და ადგილზე დავხვრიტე", - "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულ ფეხბურთელ დენის ლოუზე.

"ფეხბურთელები მისი შიშით თვალებს ხუჭავდნენ, ხოლო მაშინ, როცა ის ჩემს თავზე აღიმართებოდა, ვუყურებდი და ვფიქრობდი, ამან ერთი რომ დამარტყას, უეჭველად მომკლავს-მეთქი", - პეტერ შმაიხელზე.

"მატჩის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთა თასი თქვენგან რამდენიმე მეტრში იქნება და თითსაც კი არავინ დაგაკარებინებთ, თუკი დღეს წააგებთ. ბევრ თქვენგანს კი მისი მოგების შანსი ცხოვრებაში აღარასოდეს მიეცემა. აბა, გაბედეთ მოედნიდან ისე გამოსვლა, რომ ბოლომდე არ იბრძოლოთ", - 1999 წლის 26 მაისს "კამპ ნოუზე" გამართული ფინალის შესვენებისას.

"ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ამ დაწყევლილი ჟურნალისტებისგან თავი მაქსიმალურად დავიცვათ", - "კერინგტონის" საწვრთნელ ბაზაზე.

"მხოლოდ ჭეშმარიტი ჩემპიონები ბრუნდებიან და უჩვენებენ ყველას საკუთარ ფასს. მჯერა, რომ ჩვენ ზუსტად ასე მოვიქცევით", - 2006 წელს "არსენალთან" ჩემპიონატში მეორე წაგების შემდეგ.

"ასეთი ერთგული და ემოციური გულშემატკივრების წყალობით გუნდმა შეიძლება მსოფლიო თასის მოგებაზეც კი იზრუნოს", - "ნიუკასლის" მხარდამჭერებზე.

"თქვენ რა, მეხუმრებით? თქვენი აზრით, ვგავარ მაზოხისტს, ვისაც საკუთარი მდგომარეობის დამძიმება სურს? ამ ბრძოლიდან მათ გამოგდებაზე რას იტყვით?" - 2007 წელს რეაქცია შეკითხვაზე "ლივერპულის" საჩემპიონო შანსებთან დაკავშირებით.

"მე მასთან ნაძლევი დავდე სეზონის განმავლობაში 15 გოლის გატანაზე, მაგრამ ახლა ვაპირებ, რომ პირობებს ცალმხრივად გადავხედო. თუკი ის ამდენს გაიტანს, ყველაფერს შევცვლი და 150 გოლს ჩავუწერ. ამის უფლება ნამდვილად მაქვს, მე ხომ მისი მწვრთნელი ვარ", - კრიშტიანო რონალდოზე.

"როცა ჩვენ ის შევიძინეთ, 18 წლის იყო და ყველა ერთსა და იმავეს კითხულობდა, როგორი იქნებოდა 21 წლისა. ახლა, როცა 21-ის შესრულდა, ხალხს აინტერესებს, როგორი იქნება 25 წლის. ლოგიკურია, სხვანაირად ვერც წარმომედგინა", - უეინ რუნიზე.

"ჩემი აზრით, ის უბრალოდ გაბრაზებული იყო. ნამდვილად რაღაცამ გააღიზიანა. გირჩევთ, ნუ მიაქცევთ ყურადღებას ნეგატიურ ფონს. იმედია, როცა საღ გონებაზე იქნება, თავად გააანალიზებს, თუ რა შარში გაყო თავი", - რაფა ბენიტესზე მას მერე, რაც ესპანელმა ფერგიუსონის მაკომპრომეტირებელ მასალებზე დაიწყო ლაპარაკი.

"არ მგონია, რომ არსებობდეს ფეხბურთელი, ვისაც უფრო მეტად ვაფასებ, ვიდრე ამ ირლანდიელს, მაგრამ "დელე ალპის" შემდეგ ის ჩემს თვალში კიდევ უფრო ამაღლდა. ყვითელმა ბარათმა, რამაც ფინალს მიღმა დატოვა, ის გაორმაგებული ენერგიით აღავსო, რათა მისი გუნდიც თამაშგარეში არ აღმოჩენილიყო.

ეს იყო თავდადების ყველაზე ნათელი მაგალითი ფეხბურთის ისტორიაში. მოედანზე ბალახის ერთი ღერიც არ დატოვა, რომელიც არ გადაქელა თავისი ბუცებით. ის უფრო იოლად დათანხმდებოდა უგონოდ ძირს დაცემასა და სიკვდილს, ვიდრე მატჩის წაგებას.

თავისი თამაშით მან ახალი სული შთაბერა თანაგუნდელებს. ვამაყობ, რომ ასეთი ფეხბურთელი მყავს", - 1999 წლის 21 აპრილი, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის შემდეგ როი კინზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

obieqturi
ყველა დროის ყველაზე მაგარი ტრენერი. საუკეთესო საუკეთესოთა შორის. ამ კაცმა აბერდინით მადრიდის რეალს მოუგო ევროპული ტურნირის ფინალი მანჩესტერით კი ევროპული თასების თასის ფინალში იოჰან კრუიფის ბარსელონა დაამარცხა.
England
კინი კარგი ფეხბურტელი და კარგი კაპიტანი იყო
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
"ევერტონი" 1:1 "ტოტენჰემი" - 3 ყვითელი და 2 წითელი ბარათი, დაძაბულობა პრემიერ ლიგის 29-ე ტურში
"ევერტონი" 1:1 "ტოტენჰემი" - 3 ყვითელი და 2 წითელი ბარათი, დაძაბულობა პრემიერლიგის 29-ე ტურში
ფერგიუსონის ყოფილ ასისტენტთან ერთად - ტენ ჰაგმა სამწვრთნელო შტაბი დააკომპლექტა
მემფის დეპაი, შესაძლოა, "მანჩესტერში" დაბრუნდეს
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
"ის ყველაზე მამაცი ფეხბურთელი იყო, ვინც კი მინახავს" - სერ ალექს ფერგიუსონი
"ჰარი კეინი "მანჩესტერისთვის" ვიქტორ ოსიმენზე უკეთესი შენაძენი იქნება" - The Promised Land
გამორჩეული სპორტსმენები, რომლებიც ელისაბედ მეორემ დააჯილდოვა
"მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ბარსელონას" უარი სწორედ ამიტომ ვუთხარი" - ბენზემა "ლიონიდან" წასვლაზე საუბრობს
"სინამდვილეში, რონალდინიოს ყიდვას ვაპირებდით, ფერგიუსონი სრულიად განადგურებული იყო..." - ფერდინანდმა გაიხსენა, როგორ შედგა კრიშტიანოს ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედში"
რონალდო: ფერგიუსონი ჩემი საფეხბურთო მამაა
"ვდომინირებდით და გამარჯვებას ვიმსახურებდით" - ტენ ჰაგი "ჩელსისთან" მარცხის შემდეგ