მიროსლავ კლოზეს თან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება

გერმანიის ნაკრებისა და "ბაიერნის" თავდამსხმელმა მიროსლავ კლოზემ მიუნხენიდან აბარგებაზე ჩამოაგდო სიტყვა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს მას რეკორდმაისტერთან კონტრაქტი უმთავრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბაიერნის" დატოვება უფასოდ შეეძლება. საინტერესო ისაა, რომ მიროსთვის ახალი კონტრაქტი მიუნხენში ჯერ არავის შეუთავაზებია. შესაბამისად, 32 წლის ფორვარდი "ბაიერნის" რომელიმე კონკურენტში გადასვლასაც აღარ გამორიცხავს.

სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს და ისევ ისე გვაკვირვებს, როგორც ბოლო წლებში: კლოზემ ბუნდესლიგაში, "ბაიერნის" მაისურით ათ ოფიციალურ მატჩში მხოლოდ სამი გოლი გაიტანა, გერმანიის ნაკრებში კი, სამ შეხვედრაში ხუთჯერ შეძლო თავის გამოჩენა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ სანამ მირო ბუნდესგუნდში თამაშობს, მის იმიჯს საფრთხე არ ემუქრება, რადგან გერმანიის ნაკრების ფორმით (104 მატჩი ბუნდესგუნდში) გატანილი გოლები, მის "ბაიერნულ" უიღბლობას აბათილებენ.

"ჰო, ფაქტია, რომ "ბაიერნში" ნაკლებად მიმართლებს, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ეს უთამაშებლობის ბრალია. აი, გერმანიის ნაკრებში ყოველთვის ვთამაშობ და ხომ ხედავთ, გოლებიც უხვად გამაქვს," - ამბობს კლოზე.

ბუნდესმწვრთნელ იოახიმ ლიოვის აზრით, გერმანიის ნაკრების თამაში და ტაქტიკა პირდაპირ კლოზესკენაა მიმართული, თუკი ცენტრფორვარდად მირო თამაშობს, "ბაიერნს" სხვანაირი ტაქტიკა აქვს - ისეთი, სადაც ტიპურ ცენტრფორვარდებს არასდროს უმართლებთ.

"მიროს გერმანიის ნაკრებში მეტი თავისუფლება აქვს, "ბაიერნში" კი უმეტესად შეზღუდულია ხოლმე," - ასკვნის ლიოვი.

სწორედ ამიტომ ალაპარაკდა მირო "ბაიერნიდან" წასვლაზე. "ყველაფრისთვის მზად ვარ. არც იმაზე ვიტყვი უარს, რომ რეკორდმაისტერთან კონტრაქტი კიდევ ერთხელ გავაგრძელო და არც იმის წინააღმდეგი ვარ, რომ მიუნხენიდან წავიდე. ნამდვილად არ იქნება ურიგო, რომ ბუნდესლიგის რომელიმე სხვა კლუბში გადავიდე," - ამბობს კლოზე და იქვე დასძენს, რომ მისთვის პრიორიტეტული ისევ და ისევ გერმანიის ნაკრებია - მთავარია, ბუნდესგუნდში მუდმივად ვითამაშო და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე ვიასპარეზოო.

შეგახსენებთ, რომ მიროს გერმანიის ნაკრებში 57 გოლი აქვს გატანილი და აბსოლუტურ რეკორდამდე, რომელიც გერდ მიულერს ეკუთვნის, 11 გოლი აკლია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს