საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშე ეროვნული გუნდის ფეხბურთელებს ახასიათებს
"ფონდი არველაძის" ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, არჩილ არველაძის კომენტარია გამოქვეყნებული, სადაც იგი ჩვენი ეროვნული გუნდის მიერ ფინეთსა და ბელორუსში ჩატარებულ მატჩებს აფასებს, ნაკრების ფეხბურთელებს ახასიათებს და იმედს გამოთქვამს, რომ გუნდი მალე შედეგებს გააუმჯობესებს.

"საქართველოს ნაკრებს ბურთზე უფრო მეტი კონტროლი ჰქონდა ამ შეხვედრებში, ვიდრე უწინდელ მატჩებში. ამიტომაც ძალიან დამწყვიტა გული ფინეთთან და ბელორუსთან ნაჩვენებმა შედეგმა.

ფინეთთან უფრო მძიმე თამაშს ველოდი. ფინელებს ძალიან ძლიერი ნაკრები არ ჰყავთ, თუმცა სუსტიც არ ეთქმის. საერთო ჯამში, ფინეთთან ჩატარებული შეხვედრა ცუდი არ იყო, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ანგარიში წავიყვანეთ და რიცხობრივი უპირატესობაც მოვიპოვეთ, უკეთესი შედეგის მიღწევაც შეიძლებოდა.

ბელორუსთან მატჩის დასაწყისშივე დავუშვით შეცდომა. არადა, ჩვენც შევქმენით სახიფათო მომენტები.

ბელორუსი ოთხჯერ დაგვემუქრა, ერთი გოლი ჩვენს შეცდომას მოჰყვა, მეორე კი სტანდარტულ სიტუაციას.

გამოვარჩევდი ამისულაშვილს, აქტიური იყო ოქრიაშვილი, ასევე კობახიძეც, თარგამაძესაც არა უშავდა, თუმცა მისგან უფრო მეტს ველი. კმაყოფილი ვერ დავრჩი დავრჩი ანანიძისა და ყენიას თამაშით.

დაუშვილი და კანკავა დაცვით ფაზაში კარგად მოქმედებენ. ალბათ, აჯობებს, თუ კანკავა ბურთთან უფრო მეტ დროს გაატარებს. რაც შეეხება დევდარიანს, ურიგოდ არ უთამაშია. ცენტრფორვარდის პოზიციაზე ზოგადად გვაქვს პრობლემა.

მჭედლიძე ახლა, ალბათ, ვერ არის 100 პროცენტით მზად. გრიგალავა დაცვაში რიგიანად გაისარჯა, მაგრამ როცა ჩვენ გვაქვს ბურთი, უფრო ყურადღებით უნდა იყოს, გადაცემის შესრულების დროს ბურთი არ უნდა დაიკარგოს.

გული დამწყდა იმის გამოც, რომ ამხელა გამოცდილების და კლასის მქონე ხიზანიშვილმა ასეთი შეცდომები დაუშვა.

ბელორუსთან მარცხს რევიშვილს ვერ დავაბრალებთ, ის ძალიან კარგი მეკარეა. ფინეთთან კი შეეძლო, რომ არ გაეშვა ბურთი.

საერთო ჯამში, ამ ნაკრებში პოზიტიურ ასპექტებს ვხედავ. იმედი მაქვს, რომ გუნდს უკეთესი შედეგები ექნება", - ასეთია არველაძის შეფასება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სპეციალისტის აზრი: საქართველოს ნაკრები საკადრო შიმშილს განიცდის

სოსო ფრუიძე: ბელორუსის ნაკრები საქართველოზე მაღალი დონის გუნდია

გია გურული: რეალობაა ის, რომ ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის