მადრიდის "რეალმა" ეროვნულ და ახალგაზრდულ გუნდებში 19 ფეხბურთელი (!) გააგზავნდა და იქიდან 7 ტრავმირებული დაუბრუნდა
ეგრეთ წოდებულმა "ფიფას ვირუსმა" ყველაზე მეტად ის კლუბი დააზარალა, რომელმაც ყველაზე მეტი გაიღო სანაკრებო მატჩებისთვის: მადრიდის "რეალმა" ეროვნულ და ახალგაზრდულ გუნდებში 19 ფეხბურთელი (!) გააგზავნდა და იქიდან 7 ტრავმირებული დაუბრუნდა.

"სამეფო კლუბისთვის" სასიკეთო მხოლოდ ისაა, რომ "რეალი" შინ სეგუნდადან დაწინაურებულ "სელტას" ხვდება და არა რომელიმე ძლიერ მეტოქეს სტუმრად.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატში ორხელისუფლებიანობაა - ოღონდ, "ბარსელონას" გვერდს "ატლეტიკო" უმშვენებს და არა "რეალი", რომელიც მე-8 ტურის წინ უკვე 8 ქულით ჩამორჩება უშუალო კონკურენტს.

"ბარსელონა", "რეალის" არ იყოს, გალისიურ კლუბს გაეჯიბრება, ოღონდ "სელტაზე" უფრო ცნობილს - ლა კორუნიაში "დეპორტივოს" ესტუმრება.

ტურის სხვა მატჩებიდან უთუოდ "მესტალიური" დაპირისპირების გამოყოფაა რეკომენდირებული- "ვალენსია" ბილბაოს "ატლეტიკს" მასპინძლობს. კიდევ ერთი ბასკური გუნდი, "რეალ სოსიედადი" კი სან სებასტიანში დაუხვდება თანა-ლიდერ "ატლეტიკოს". მოკლედ, ტური უთუოდ საინტერესო უნდა გამოვიდეს.

ფლანგები, ჟოზეს საფიქრალი

ჟოზე მოურინიო დიდ სადარდებელშია, მას სანაკრებო თამაშებმა საკადრო პრობლემები შეუქმნა - 24 ფეხბურთელიდან ერთსაც კი არაფერი სჭირდა, მაგრამ მუნდიალის შესარჩევ ორ ტურში "რეალის" ფეხბურთელები პანტა-პუნტით დაიმტვრნენ.

ზოგი ისე, რომ საოპერაციო გახდნენ (წუხელ ამსტერდამში მარსელოს გაუკეთეს ოპერაცია). განსაკუთრებით დაზარალდნენ "სამეფო კლუბის" ფლანგის მცველები: მარსელო, კოენტრაო და არბელოა. ამათი თამაში "სელტას" წინააღმდეგ უბრალოდ გამორიცხულია.

საეჭვოა კიდევ ერთი მცველის, რაფაელ ვარანის თამაშიც (ისევე როგორც, ხედირას, ბენზემას და იგუაინისა).

რას მოიფიქრებს მოურინიო? პორტუგალიელი ალბათ რაულ ალბიოლს შეუწყვილებს პეპეს ცენტრში, ხოლო სერხიო რამოსს მისთვის ჩვეულ მარჯვენა მცველის პოზიციაზე გადაიყვანს. აი, მარცხენა მცველად კი ამ შემთხვევაში თამაში ნაჩოს მოუწევს, გამოუცდელ ფეხბურთელს.

შეტევაში იგუაინის თამაში უფრო სავარაუდოა, ვიდრე ბენზემასი, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ვერც ერთმა მოახერხოს მოედანზე გამოსვლა. ამ შემთხვევაში ცენტრფორვარდობა შეიძლება კრიშტიანო რონალდოს მოუწიოს.

ვარჯიში განაახლა "სელტას" მეკარე ხავი ვარასმა, რომელსაც თითი ჰქონდა მოტეხილი, თუმცა ჯერ უცნობია შეძლებს ის თამაშს "სანტიაგო ბერნაბეუზე" თუ ვერა. ინსას და ტუნესის გამოსვლაც საეჭვოა, თავდამსხმელმა ტონიმ კი კოჭი ბოლომდე მოირჩინა.

შეიძლება, "სელტა" მოკრძალებული გუნდია, მაგრამ "რეალს" ხშირად ამწარებს ხოლმე - "ოს სელესტესმა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" ბოლო ორი ვიზიტი გამარჯვებით აღნიშნა! ბოლოს "რეალმა" შინ "სელტა" 2004 წელს დაამარცხა.

თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ "რეალს" მშობლიურ სტადიონზე ზედიზედ 15 მატჩია არ წაუგია, "სელტას" კი ამ სეზონში სტუმრად არ მოუგია.

რეალის სავარაუდო შემადგენლობა: კასილიასი - რამოსი, ალბიოლი, პეპე, ნაჩო - ესიენი, ალონსო - კალეხონი, მოდრიჩი, რონალდო - იგუაინი.

იყო დრო...

ძველ, კარგ დროს ეს თამაში ტურის ცენტრალური დაპირისპირება იქნებოდა, თუმცა სეგუნდადან ტრიუმფით დაბრუნებული "დეპორტივო" ისევ უკან არ გავარდნისთვის იბრძოლებს და სერიოზულ მიზნებს ჯერ ვერ ისახავს.

თუკი "რეალს" ახლა შეექმნა საკადრო პრობლემები დაცვაში, "ბარსელონა" ისედაც ტრავმიანი იყო: პუიოლი, დანი ალვეში და პიკე დაშავებულები არიან, თუმცა პიკეს აქვს თამაშის შანსი. ამასთან, არა გვგონია, ტიტო ვილანოვამ მისი ჯანმრთელობით გარისკოს და პიკე მოედანზე გაიყვანოს.

ტიტო საკადრო პრობლემას ალბათ ასე გადაჭრის: მონტოია მარჯვენა ფლანგზე დადგება, ალბა - საპირისპიროზე, ცენტრში კი ორი ნომინალური ნახევარმცველი ითამაშებს - სონგი და მასკერანო.

"დეპორის" ნახევარმცველი აბელ აგილარი გამომჯობინდა, მაგრამ მანუელ პაბლო და როდოლფო ბოდიპო ისევ დაშავებულები არიან.

ლაკორუნიელებს 6 მატჩია, რაც არ მოუგიათ. ბოლოს "დეპორმა" "ბარსას" შინ 2008 წელს მოუგო 2:0. "ბარსელონას" ლა ლიგაში 11 მატჩია, რაც არ წაუგია.

"ბარსელონას" სავარაუდო შემადგენლობა: ვალდესი - მონტოია, მასკერანო, სონგი, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - პედრო, მესი, ვილია.

ლა ლიგა. VIII ტური

20 ოქტომბერი

მალაგა-ვალიადოლიდი 18:00

ტრავმა: ბუონანოტე, ბაპტიშტა, მონრეალი (?), ტულალანი (?), ს. სანჩესი (?) - სასტრე, რუბიო (?)

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 16 თამაში: +4=6-6, (15-16)

რეალი-სელტა 20:00

ტრავმა: მარსელო, არბელოა, კოენტრაო, იგუაინი (?), ბენზემა (?), ხედირა (?) - ვარასი, ინსა

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +3=0-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 26 თამაში: +14=3-9, (43-34)

ვალენსია-ბილბაო 22:00

დისკვალიფიკაცია: ფეგული - გურპეგი

ტრავმა: კანალესი - კასტილიო

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 38 თამაში: +19=9-10, (65-45)

დეპორტივო-ბარსელონა 00:00

ტრავმა: ბოდიპო, პაბლო - ალკანტარა, კვენკა, ალვეში, პუიოლი, პიკე (?), მუნიესა, აბიდალი

ბოლო 6 მატჩი

+0=3-3 +5=1-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 36 თამაში: +12=7-17, (47-61)

21 ოქტომბერი

ხეტაფე-ლევანტე 14:00

დისკვალიფიკაცია: ბარადა (ხეტ)

ტრავმა: დუდკა, ბალესტეროსი (?) (ლევ)

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +3=0-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 20 თამაში: +6=8-6, (23-22)

ესპანიოლი-ვალეკანო 18:00

დისკვალიფიკაცია: ალვარესი (ესპ)

ტრავმა: ალბინი (?) - არანა

ბოლო 6 მატჩი

+0=2-4 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 16 თამაში: +8=5-3, (30-14)

გრანადა-სარაგოსა 19:50

დისკვალიფიკაცია: ბენიტესი, ბრაიმი - რომარიკი, გონსალესი

ტრავმა: რიკო, ფლორესი, იებდა - არანდა, ობრადოვიჩი, პინტერი

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +2=0-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 2 თამაში: +1=0-1, (1-1)

ოსასუნა-ბეტისი 21:45

დისკვალიფიკაცია: ბენიატი, მარიო (ბეტ)

ტრავმა: ბერტრანი - ფაბრისიო (?), ჩიკა

ბოლო 6 მატჩი

+1=1-4 +3=0-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 19 თამაში: +7=3-9, (27-22)

სოსიედადი-ატლეტიკო 23:30

ტრავმა: ბრავო, ელუსტონდო, ზურუტუზა - თურანი

ბოლო 6 მატჩი

+3=0-3 +6=0-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 28 თამაში: +12=7-9, (41-45)

22 ოქტომბერი

სევილია-მალიორკა 23:30

დისკვალიფიკაცია: ბოტია, მედელი - ნსუე

ტრავმა: პალოპი (?), ტროხოვსკი - ხიმენესი, ვიქტორი, ლოპესი, მარკესი, ნუნიეში

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 24 თამაში: +10=9-5, (40-27)

შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან

სატურნირო ცხრილი

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1.

ბარსელონა

7

6

1

0

19-7

19

2.

ატლეტიკო

7

6

1

0

18-8

19

3.

მალაგა

7

4

2

1

11-4

14

4.

ბეტისი

7

4

0

3

12-13

12

5.

რეალი

7

3

2

2

14-7

11

6.

მალიორკა

7

3

2

2

8-6

11

7.

სევილია

7

3

2

2

8-7

11

8.

ვალიადოლიდი

7

3

1

3

11-7

10

9.

ხეტაფე

7

3

1

3

8-10

10

10.

ვალეკანო

7

3

1

3

9-14

10

11.

ლევანტე

7

3

1

3

8-13

10

12.

სოსიედადი

7

3

0

4

8-11

9

13.

სელტა

7

3

0

4

9-8

9

14.

ვალენსია

7

2

2

3

8-9

8

15.

გრანადა

7

2

2

3

6-10

8

16.

ბილბაო

7

2

2

3

9-14

8

17.

სარაგოსა

7

2

0

5

5-9

6

18.

დეპორტივო

7

1

3

3

9-14

6

19.

ოსასუნა

7

1

1

5

7-11

4

20.

ესპანიოლი

7

0

2

5

8-13

2

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბარსელონა 7 6 1 0 19-7 19

2. ატლეტიკო 7 6 1 0 18-8 19

3. მალაგა 7 4 2 1 11-4 14

4. ბეტისი 7 4 0 3 12-13 12

5. რეალი 7 3 2 2 14-7 11

6. მალიორკა 7 3 2 2 8-6 11

7. სევილია 7 3 2 2 8-7 11

8. ვალიადოლიდი 7 3 1 3 11-7 10

9. ხეტაფე 7 3 1 3 8-10 10

10. ვალეკანო 7 3 1 3 9-14 10

11. ლევანტე 7 3 1 3 8-13 10

12. სოსიედადი 7 3 0 4 8-11 9

13. სელტა 7 3 0 4 9-8 9

14. ვალენსია 7 2 2 3 8-9 8

15. გრანადა 7 2 2 3 6-10 8

16. ბილბაო 7 2 2 3 9-14 8

17. სარაგოსა 7 2 0 5 5-9 6

18. დეპორტივო 7 1 3 3 9-14 6

19. ოსასუნა 7 1 1 5 7-11 4

20. ესპანიოლი 7 0 2 5 8-13 2

ბომბარდირები

8 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო), ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 5 - ტომერ ჰემედი (მალიორკა); 4 - არიც ადურისი (ბილბაო), ოსკარ გონსალესი (ვალიადოლიდი), ალვარო ნეგრედო (სევილია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ