ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სანდრო კობახიძე შესაძლოა "ალანიაში" გადავიდეს, თორნიკე ოქრიაშვილი კი "შახტარში"

სანდრო კობახიძე შესაძლოა "ალანიაში" გადავიდეს, თორნიკე ოქრიაშვილი კი "შახტარში"

ოქრიაშვილის თქმით, ის შესაძლოა იანვარში დონეცკელთა რიგებში დაბრუნდეს
ბელარუსულ ინტერნეტ-გაზეთ "ფუტბალტოპ.რუ"-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე 19 ოქტომბერს ვწერდით: გაზეთის ცნობით, მინსკში ბელარუსი-საქართვლოს მატჩს ვლადიკავკაზის "ალანიას" პრეზიდენტი ვალერი გაზაევი დაესწრო.

ჟურნალისტი ვარაუდობდა, რომ გაზაევი ან "ბატეს" შემტევ ნახევარმცველს, ნატურალიზებულ ბრაზილიელს, რენან ბრესანს აკვირდებოდა, ან მარიუპოლის "ილიჩივეცის" ქართველ ლეგიონერს, თორნიკე ოქრიაშვილს.

"სხვა საკითხია, მოინდომებს კი "შახტარი" ნიჭიერი ნახევარმცველის გაყიდვას? შესაძლოა, უახლოეს პერიოდში ქართველმა დონბასელთა ახლანდელი ვარსკვლავის, ჰენრიხ მხითარიანის გზა გაიაროს" - წერდა "ფუტბალტოპ.რუ"-ს კოორესპოდენტი და მისი ეჭვები მართალიც აღმოჩნდა.

ოქრიაშვილმა დაადასტურა, რომ გაზაევი მისი გადაყვანით დაინტერესებული იყო, მაგრამ...

"პირადად მე "ალანიადან" არავინ დამკავშირებია. მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, ვლადიკავკაზში გადასვლა ნაღდად არ მსურს. კარგი გუნდია, რუსეთის პრემიერლიგაში გამოდის, მაგრამ იქ გადასვლას მარიუპოლის "ილიჩევეცში" თამაში მირჩევნია.

ეს ვარიანტი გამორიცხეთ, იქ წამსვლელი არ ვარ. თუმცა, "ალანიას" დაინტერესებაზე ადრე მითხრეს და ამას არ უარვყოფ" - ამბობს 20 წლის ნახევარმცველი.

რატომ არ სურს ოქრიაშვილს "ალანიაში" თამაში, ამას ლოგიკური ახსნა გააჩნია - როგორც გვითხრეს, იანვარში დონეცკის "შახტარი", რომელიც ქართველი ახალგაზრდის სატრანსფერო უფლებას ფლობს, მისი მარიუპოლის "ილიჩივეციდან" დაბრუნება სურს. ვლადიკავკაზელები კი დონბასურ კლუბს ვერც დონით შეედრებიან და ვერც ტიტულებითა და პირობებით.

ოქრიაშვილმა უკრაინულ გრანდში დაბრუნების შესაძლებლობა არ უარყო: "დადასტურებულად არ შემიძლია გითხრათ, მაგრამ მართლაც მითხრეს, რომ 90-პროცენტიანი ალბათობით, "ილიჩივეცში" აღარ დავრჩები და შესაძლოა, იანვარში "შახტარში" დავბრუნდე. პირველი წრის დასრულებამდე სულ რაღაც თვე და რამდენიმე დღეა დარჩენილი და მალე ყველაფერი გაირკვევა".

ქართველი გულშემატკივარიც ამაზე ფიქრობს, რომ საშუალო აღმოსავლეთევროპულ კლუბებში მიმოფანტული ქართველებიდან რამდენიმე მაინც ვიხილოთ ძლიერ კლუბში.

ოქრიაშვილის თქმით, "შახტარის" ინტერესი ნაკრებში მის მიერ ჩატარებული შეხვედრების შემდეგ გაიზარდა:

"უკვე ორი წელია, რაც უკრაინაში ვთამაშობ და ეტყობა, ამ დროს უკვალოდ არ ჩაუვლია. რაც მთავარია, ფიზიკურად მოვღონიერდი, რაც უკრაინაში და საერთოდ, თანამედროვე ფეხბურთში ბევრს ნიშნავს".

მაშ, ასე: თორნიკე ოქრიაშვილმა ვლადიკავკაზის "ალანიას" ინტერესი დაადასტურა, მაგრამ გადასვლის სურვილი უარყო - დონეცკის "შახტარი" მას რუსეთის პრემიერლიგის კლუბში არ უშვებს.

ცხადია, ვალერი გაზაევი მინსკში ტყუილად არ ჩავიდოდა და "შახტარის" პოზიციაც ეცოდინებოდა. რენან ბრესანის ტრანსფერზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ გვიმტკიცებენ, რომ "ალანიას" პრეზიდენტი" საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ მოთამაშეს აკვირდებოდა.

როგორც გვითხრეს, საუბარია კიევის "არსენალის" შემტევ ნახევარმცველ სანდრო კობახიძეზე. მართალია, სანდროს ბელარუსის ნაკრებთან კარგად არ უთამაშია, მაგრამ უკრაინელ "მეთოფეთა" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი წლეულს მშვენიერ ფორმაშია.

"გაზაევი მინსკში იყო და კობახიძის მიმართ გარკვეული ინტერესი მართლაც აქვს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საკითხი უკვე მოლაპარაკების სტადიაშია. გაზაევს სურს, რაც შეიძლება მეტი საინტერესო მოთამაშე შეკრიბოს. ბრესანი? არა, მაგის ტრანსფერი გამორიცხულია, მაგრამ მინსკში ბელარუს მოთამაშეებსაც აკვირდებოდა" - გვითხრა ვლადიმერ გუცაევმა, რომელიც მცირე ხნის წინ "ალანიას" სპორტულ დირექტორად დაინიშნა.

ამავე დროს, გუცაევმა უარყო ინფორმაცია გორის "დილას" კაპიტნის, ლაშა სალუქვაძით მიმართ ვლადიკავკაზური კლუბის დაინტერესების შესახებ.

თუმცა, ახლა საკითხი ასე დგას - გაუშვებს რუსეთში ქართველ ლეგიონერს დნეპროპეტროვსკის "დნიპრო", რომელსაც სანდრო კობახიძის სატრანსფერო უფლებები ეკუთვნის? თუმცა, არც ის დაგვავიწყდეს, რომ ზაფხულში ლაპარაკი იყო 25 წლის შემტევი ნახევარმცველის კიევის "დინამოში" გადასვლაზე.

"არსენალი" კი უკრაინელი ბიზნესმენის, იგორ კოლომოიცკის ერთგვარი საფეხბურთო ჰოლდინგის წევრი არის, რომელშიც გაერთიანებული არიან კიევის "დინამო", კიევის "არსენალი", დნეპროპეტროვსკის "დნიპრო" და კრივოი როგის "კრივბასი".

ჰოლდინგი კი ფეხბურთელს სხვაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებს, თუ დაინტერესებული კლუბი ძალიან სერიოზული თანხას იხდის, ან მოთამაშე უკვე უინტერესოა.

კობახიძე ახლა უინტერესო კი არა, საკმაოდ მოთხოვნადი მოთამაშე გახდა, მაგრამ მზად არის თუ არა "ალანია, უკრაინელებს დიდი თანხა გადაუხადოს, უახლოეს პერიოდში შევიტყობთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა