ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა გასული სეზონის ფინალისტმა "ოლიმპმა", რომელმაც "სოხუმი" 97:78 დაამარცხა
ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა გასული სეზონის ფინალისტმა "ოლიმპმა", რომელმაც "სოხუმი" 97:78 დაამარცხა.

მიუხედავად იმისა, რომ "სოხუმი" წამყვანმა კალათბურთელებმა დატოვეს, ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, თუმცა გაცილებით ძლიერი შემადგენლობის მყოლ "ოლიმპთან" ვერაფერს გახდა.

დებიუტში ანგარიში თანაბრად იზრდებოდა. სოხუმელები არაფერს უთმობდნენ სპორტის სამინისტროს გუნდს.

სწრაფ თამაშში მაინც "ოლიმპმა" იხეირა და პირველი მეოთხედის ბოლოს 31:22 დაწინაურდა. ჩინებულად ირჯებოდა ოლიმპელთა ახალწვეული ლევან ფაცაცია, რომელის სამინისტროს გუნდში სწორედ "სოხუმიდან" მივიდა.

ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ფაცაცია დამაჯერებლად თამაშობდა და პირველი ტაიმის შემდეგ უკვე 16 ქულა ჰქონდა მოგროვებული.

მესამე მეოთხედში გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა "ოლიმპმა" უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და გადამწყვეტი პერიოდის წინ 75: 56 იგებდა.

სოხუმელები აგრძელებდნენ წინააღმდეგობას, ირაკლი ჩლაიძემ, გრიგოლ შვანგირაძემ და ვახტანგ ქადარიამ ბლომად ბურთები კი ყარეს, თუმცა ოლიმპელებმა გუნდური თამაშის წყალობით ბოლო მეოთხედში 24-ქულიანი უპირატესობა მოიხელთეს - 91:67 საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე.

საბოლოოდ ოლიმპელებმა 19 ქულის სხვაობით მოიგეს, რომელთა შორისაც საუკეთესო 25 ქულით ლევან ფაცაცია გახდა.

დამარცხებულთაგან 20 ქულა ჰქონდა ირაკლი ჩლაიძეს, ვახტან ქადარიამ კი 19 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

თემურ აბულაძე (ოლიმპი): "პირველ რიგში მოგილოცავთ ყველას ჩემპიონატის დაწყებას, წარმატებებს ვუსურვებ გუნდებს და რაც შეეხება ოლიმპს, ჩვენ არ ვიყავით მზად როგორც საჭიროა დღვანდელი თამაშისთვის, მადლობა მოწინააღმდეგეს, ჩვენ კი ვეცდებით უფრო და უფრო შევთამაშდეთ, იმიტომ რომ უკეთეს შედეგს ველით ჩვენი გუნდისგან".

ვაჟა კვარაცხელია (სოხუმი): "პირველ რიგში ვულოცავ "ოლიმპს"გამარჯვებას, რომელიც ფავორიტი იყო ამ შეხვედრაში და დაკომპლექტებულია ძლიერი ქართველი თუ უცხოელი მოთამაშეებით.

მიუხედავად დღევანდელი მარცხისა, მაინ კმაყოფილი ვარ ჩვენი ბიჭების, მითუმეტეს, რომ გუნდი დატოვეს გამოცდილმა კალათბურთელებმა და დარჩნენ ახლაგაზრდები,ასე რომ მაინც მისაღებია ის თამაში რომელიც აჩვენეს ისეთი მაღალი კლასის გუნდთან, როგორიც ოლიმპია".

ნოდარ თენიეშვილი (ოლიმპი) : "ძალიან დიდი მადლობა მოწინააღმდეგეს საინტერესო შეხვედრისთვის, რაც შეეხება იმ შეცდომებს , რომელიც ჩვენს გუნდს ჰქონდა, ვიმუშავებთ მათ გამოსწორებაზე.

გასათვალისწინებელია , რომ გვყავს ახალი ლეგიონერი. საჭიროა ვარჯიში, რომ გუნდი შეთამაშდეს და ეს შეხვედრაც ძალიან კარგი იყო ამისთვის".

ირაკლი ჩლაიძე (სოხუმი): "ვულოცავ მოწინააღმდეგე გუნდს გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ ახალ სეზონში. რაც შეეხება თამაშს, ჩვენ თავიდან კარგად დავიწყეთ პირველი ორი პერიოდი, თუმცა მეორე ნახევარში გავტყდით და ეს კარგად გამოიყენა მეტოქემ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მომდევნო შეხვედრებში ჩვენი შეცდომები გამოვასწოროთ".

superleague.ge

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად