მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა წლის მე-7 ტიტული მოიგო - ტოკიოს ტურნირის ფინალში ფრანგი გაილ მონფილსი 6:1, 7:5 დაამარცხა. ეს ესპანელის 43-ე ტიტულია კარიერაში. "ჯაპან ოუფენის" საპრიზო ფონდი 1 მლნ 100 ათასი დოლარი იყო.

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა წლის მე-7 ტიტული მოიგო - ტოკიოს ტურნირის ფინალში ფრანგი გაილ მონფილსი 6:1, 7:5 დაამარცხა. ეს ესპანელის 43-ე ტიტულია კარიერაში. "ჯაპან ოუფენის" საპრიზო ფონდი 1 მლნ 100 ათასი დოლარი იყო. წლეულს ნადალმა მხოლოდ ერთი ფინალი წააგო - იანვარში დოჰაში რუს დავიდენკოსთან. "ყოველი ტურნირი მნიშვნელოვანია. კარგია, რომ კიდევ ერთი დიდი ტურნირი მოვიგე. წელს ბევრი ტურნირი მოვიგე, მაგრამ ეს ყველაფერი დიდი შრომისა და მონდომების შედეგია. აშკარად გავაუმჯობესე მოწოდება, რაც ასეთ სწრაფ კორტზე გადამწყვეტია", - განაცხადა ნადალმა.

ტოკიოს ტურნირზე ნადალმა მხოლოდ ერთი სეტი დათმო, მესამე წრეში სერბ ვიქტორ ტროიცკისთან (54), რომელთან შეხვედრაშიც გვარიანი შიში ჭამა, ორი მატჩ პოინტი გადაარჩინა. 24 წლის ნადალმა "ჯაპან ოუფენზე" 500 სარეიტინგო ქულა და 261 ათასი დოლარი მოიპოვა. მონფილსს ნადალი მერვედ შეხვდა და მეშვიდედ მოუგო.

"ჩაინა ოუფენის" ფინალი კი ძლიერი წვიმის გამო შეწყდა, მანამდე კი მსოფლიოს მეორე ჩოგანი და ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი ესპანელ დავიდ ფერერს პირველ სეტში 3:1-ს უგებდა. ეს ფინალი ისედაც დაგვიანებით დაიწყო, მაგრამ 20 წუთში ისევ ძლიერი წვიმა წამოვიდა... ფინალი ორშაბათს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ "ჩაინა ოუფენის" საპრიზო ფონდი 2 მლნ. 100 ათასი დოლარია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს