ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსნების მეტოქე ახალგაზრდა კალათბურთელებით დაკომპლექტებული სამედიცინო უნივერსიტეტი გახლდათ
21 ოქტომბერს ახალი საკალათბურთო სეზონი ქუთაისშიც გაიხსნა. ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსნების მეტოქე ახალგაზრდა კალათბურთელებით დაკომპლექტებული სამედიცინო უნივერსიტეტი გახლდათ.

წყვილის ფავორიტი "ქუთაისი" იყო, რომელმაც შარშანდელი შემადგენლობა შეინარჩუნა და სავარაუდოდ, ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შეთამაშებული გუნდი იქნება.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მასპინძლებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და საკმაოდ იოლად დაამარცხეს. თუმცა თავიდან შეხვედრა ორივე გუნდმა მძიმედ დაიწყო. ერთი წუთი ისე გავიდა, რომ არც ერთ მათგანს ქულა არ ჰქონდა მოპოვებული.

სიტუაციიდან მასპინძლები უკეთ გამოერკვნენ და "ქუთაისში" დაბრუნებულმა ბუბა კვიმსაძემ ზუსტი სამქულიანით მასპინძლები დააწინაურა.

დავით უსტიაშვილის გუნდი კარგად ათამაშდა. თავდაპირველად სტუმრებმა სამწამიან ზონაში რიჩარდ მათიაშვილის განეიტრალება მოახერხეს, თუმცა ქუთაისელთა ფორვარდმა მალე აიწყვიტა და საბოლოოდ 22 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა, თანაც ორმაგ დუბლამდე მხოლოდ ერთი მოხსნა დააკლდა.

სანამ მათიაშვილი ათამაშდებოდა, ქუთათურებმა მათი მთავარი კოზირი - პერიმეტრიდან სამქულიანი სროლები აამოქმედეს. კვიმსაძის ზუსტ სროლას დიდიას ორი სამქულიანი ტყორცნაც მოჰყვა და მასპინძლები 9 ქულით დაწინაურდნენ.

აღსანიშნავია გიგი ბარბაქაძის ორი შესანიშნავი ჩატენვა. მან ჯერ ბაბუნაშვილის გადაცემა გამოიყენა, შემდეგ კი დიდიას ბრწყინვალე პასს შესანიშნავი "ალე ჰუპი" მიაყოლა.

"სამედიცინო" ცდილობდა, ქუთათურებს ანგარიშში ძალიან არ ჩამორჩენოდა, გაფრინდაშვილმა და რევაზიშვილმა სხვაობა ექვს ქულამდეც შეამცირეს, მაგრამ პირველი პერიოდი მასპინძლებმა საბოლოოდ თორმეტქულიანი სხვაობით, 24:12 მოიგეს.

მეორე პერიოდის დებიუტი ორმხრივი შეცდომებით მიმდინარეობდა. კალათში ბურთის ჩაგდება ორივე გუნდს უჭირდა. თავდაპირველად სტუმრებმა ანგარიში მცირედით შეამცირეს, მაგრამ შემდეგ კვლავ მასპინძლებმა გაილაღეს. მათიაშვილის, კვიმსაძის, დიდიასა და გიგი ბარბაქაძის მოპოვებული ქულების წყალობით ქუთაისელები დიდ შესვენებამდე 19 ქულით დაწინაურდნენ (41:22).

პირველი ნახევრის შემდეგ მატჩის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო.

ქუთათურებმა ლაღად გააგრძელეს თამაში. დიდიას და მათიაშვილის სროლების შემდეგ სხვაობა 23 ქულამდე გაიზარდა (48:25). სტუმართაგან ფერიაშვილი და გაფრინდაშვილი გამოირჩეოდნენ, თუმცა გამოცდილ მეტოქესთან "თსსუ" ბევრს ვერაფერს გახდა.

დიდიამ კვლავ ზუსტად სტყორცნა სამიანი და ანგარიში 53:30 გახადა. ამას მათიაშვილის შედეგიანი შეტევა და ფაშაევი-კვიმსაძის შესანიშნავი კომბინაცია მოჰყვა, რომელიც ამ უკანასკნელმა დააგვირგვინა. უსტიაშვილის შეგირდებს ყველაფერი კარგად გამოსდიოდათ და მესამე პერიოდის დასრულებამდე ნახევარი წუთით ადრე 34 ქულით დაწინაურდნენ (66:32). სტუმრებმა სხვაობა სამი ქულით შეამცირეს (66-35), თუმცა ეს თსსუ-სთვის დიდად სანუგეშო ვერ იქნებოდა.

დასკვნით მეოთხედში მატჩის სცენარი არ შეცვლილა. უსტიაშვილმა თავის გამოჩენის საშუალება სათადარიგოებსაც მისცა. მათგან განსაკუთრებით გრძელიძე გამოირჩა, რომელმაც საკუთარ გუნდს 10 ქულა შესძინა. მათიაშვილის, გრძელიძისა და კვიმსაძის სროლების შემდეგ "ქუთაისი" 42 ქულით დაწინაურდა (81:39). მესხმა და ლომინაშვილმა მალე ანგარიში 45 ქულამდეც გაზარდეს და ეს იყო ყველაზე დიდი სხვაობა ამ შეხვედრაში. ბოლო სამი წუთი მასპინძლებმა მთლიანად სათადარიგოებით ჩაატარეს და საბოლოოდ 87:49 გაიმარჯვეს.

ქუთაისი-თსსუ 87:49

24:12, 17:10, 25:13, 21:14

ქუთაისი: ბაბუნაშვილი, კვიმსაძე (13ქ.8პ.), დიდია (12ქ. 7მ.7პ.), გ.ბარბაქაძე (13ქ.8მ.), მათიაშვილი (22ქ.9მ.), ლომინაშვილი (6ქ), ფაშაევი (6ქ.6პ.), გრძელიძე (10ქ.), მესხი (1ქ.), კილაძე, დ. ბარბაქაძე (4ქ.), კოღუაშვილი

თსსუ: გაფრინდაშვილი (8ქ.7მ.), ლ. რევაზიშვილი (7ქ.), გაბისონია (4ქ.), ჭიჭვეიშვილი (3ქ.), გ. რევაზიშვილი (6ქ.), ჯიქია (5ქ.), არწივიძე, ტუკვაძე (2ქ.), ფერიაშვილი (3ქ.) მაისურაძე (9ქ.6მ.), კორძაძე (2ქ.), ელიაძე

მსაჯები: ზ. მაჩალაძე, ი. ბერიშვილი, მ. ვართანოვი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბათუმმა თსუ ფანტასტიკურ ფინალში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს