მჭედლიძე დაბრუნდა, თარგამაძეს 10 წუთი ეყო

20 წლის ლევან მჭედლიძემ წინა ტურში მიღებული ტრავმა მოირჩინა და სერია ბ-ს მე-8 ტურში "ემპოლის" ქულის მოპოვებაში დაეხმარა. ქართველის გუნდი შინ 1:1 დაუზავდა "პიაჩენცას". ლევანმა თამაშის ბოლო 15 წუთი ითამაშა, მან სალვატორე ფოტი შეცვალა. "ემპოლი" 14 ქულით მე-4 ადგილზეა. სხვათა შორის, ამ თამაშს სულ რაღაც 1,3 ათასი გულშემატკივარი დაესწრო. შეგახსენებთ, რომ ჩვენს თანამემამულეს ჯერ გოლი არ გაუტანია.

პაუზის შემდეგ, რომელიც მუსლიმანური დღესასწაულით იყო გამოწვეული, განახლდა ირანის პრემიერლიგა. მე-10 ტურის მატჩში ჯაბა მუჯირის "ფოოლადი" "რაჰაჰანს" ეწვია და 0:1 დამარცხდა. ქართველმა მცველმა ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა. "ფოოლადი" 10 თამაშიდან 13 ქულით მე-9 ადგილზეა.

ფინეთის რანგით მეორე, იკონენლიგაში გადამწყვეტი დრო დადგა - ერთი ტურიც და სეზონი დასრულდება. ვფიქრობთ, მომავალ ტურში ძმები ხორგუაშვილების "როვანიემი" უმაღლესი ლიგის საგზურს გაიფორმებს. ბოლოსწინა ტურში "როვანიემიმ" სტუმრად "ჰამეენლინას" 2:1 მოუგო და ახლა 51 ქულით ერთპიროვნული ლიდერია. მისი დაწევა მხოლოდ "ვიკინგიტს" შეუძლია, რომელსაც 49 ქულა აქვს. შეგახსენებთ, რომ იკონენლიგის გამარჯვებული ეგრევე აღზევდება, მე-2 ადგილზე გასული კი გადათამაშებაში ითამაშებს. ამ თამაშში ანგარიში ვალტერ ხორგუაშვილმა გახსნა მე-14 წუთზე. ეს მისი მე-2 გოლია ჩემპიონატში. პავლე ხორგუაშვილმაც, ტყუპისცალის დარად, შეუცვლელად ითამაშა. პავლეს ამჯერად თავი არ გამოუჩენია, ისე ჩემპიონატში 9 გოლი აქვს გატანილი.

"კოტეპემ" 3:0 გაანადგურა "კემი კინგსი", 88-ე წუთზე ანგარიშს წერტილი ბექა ტუღუშმა დაუსვა - ეს "კოტეპეს" ქართველი ფორვარდის (რომელსაც ფინეთის მოქალაქეობა აქვს) პირველი გოლია სეზონში. გიორგი ოსიტაშვილმა გამარჯვებულთა შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა. ბოლო ტურში "როვანიემის" სწორედ ქართველთა "კოტეპე" ესტუმრება, რომელსაც 35 ქულით მე-6 ადგილი უკავია.

ისე როგორ იქნებოდა ჩემპიონატის ბომბარდირ ირაკლი სირბილაძეს გოლი არ გაეტანა და გუშინ კპვ-ს ფორვარდმა სტუმრად გამარჯვების გოლი შეაგდო მპ-ის კარში. კპვ-მ მატჩი 2:1 მოიგო, ქართველმა თავი 53-ე წუთზე გამოიჩინა. სირბილაძემ სეზონში მე-16-დ აიღო მეტოქეთა კარი. ირაკლი ბოლო ტურის წინ "ესპოოს" ფორვარდ ფიდან შეფერის 3 გოლით უსწრებს. კპვ 44 ქულით მე-4 ადგილზეა და პლეი ოფში გასვლის შანსიც აღარ აქვს. ანზორ კალაძის პოპა-მ სტუმრად 4:3 სძლია პკ-35-ს, ანზორი მოედანზე 49-ე წუთზე გამოჩნდა. პოპა-ს 47 ქულა აქვს და პლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს.

ბალტიის ლიგაში მერვედფინალური მატჩები გაიმართა. ლიტვის "ეკრანასმა" საპასუხო მატჩში 3:0 გაანადგურა რიგის "ოლიმპსი". დამარცხებულთა კარში რევაზ თევდორაძე იდგა, დაცვაში კოტე ზარნაძემ და ლაშა ღონღაძემ ითამაშეს, გიორგი ჩხიკვიშვილი სათადარიგო იყო. პირველ თამაშში "ოლიმპსი" 0:1 დამარცხდა. ასე რომ, ქართველთა გუნდი ბალტიის ლიგას გამოეთიშა. პირველ მერვედფინალურ მატჩში რიგის "სკონტომ" სტუმრად ლიტვური "ტაურასი" დაამარცხა - 3:2. გამარჯვებულთა რიგებში 90 წუთი ითამაშა დავით ჯანელიძემ.

დანიის ვიასატდივიზიონში გიორგი ფოფხაძის "ვიბორგმა" 3:0 გაანადგურა "ბრიონშოი". ფოფხაძემ შეუცვლელად ითამაშა, "ვიბორგი" 11 ქულით მე-9 ადგილზეა. დავიდ დევდარიანის "ორჰუსს" არ უთამაშია, გუნდის მომავალი მატჩი კვირას, 17 ოქტომბერსაა. კლუბის ოფიციალური საიტის მიხედვით, დევდარიანი, რომელიც 5 გოლით ბომბარდირთა შორისაა, ამ შეხვედრისთვის გამოჯანმრთელდება. უნგრეთში, "ეტოს" მეორე გუნდში გოლი გაიტანა თეიმურაზ შარაშენიძემ, "ეტო II-მა" 2:2 ითამაშა ბკვ-სთან.

მოლდოვაში "შერიფი" "რაპიდს" ესტუმრა და 1:1 დაუზავდა. ჩემპიონის კაპიტანმა ვაჟა თარხნიშვილმა 90 წუთი ითამაშა. 73-ე წუთზე ქართველს შეეძლო გამარჯვების გოლის გატანა, საჯარიმო კარგადაც დაარტყა, მაგრამ მასპინძელთა გუნდი ხარიხამ იხსნა. "შერიფი" 20 ქულით მე-5 ადგილზეა. პოლონეთის რანგით მე-2 ლიგაში ვოძისლავის "ოდრა" 0:0 ითამაშა "სანდეციასთან". კობა შალამბერიძე 76-ე წუთზე გამოცვალეს.

უკრაინის ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგის, პერშალიგის ლიდერმა (14 თამაშიდან 31 ქულა) "ოლექსანდრიამ" 21 წლის ქართველი ნახევარმცველი დავით თარგამაძე აიყვანა. უცნაურია, მაგრამ პერშალიგაში ჩვენებური... ბუნდესლიგიდან მოხვდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრის წინა კლუბი ბუნდესლიგის "ფრაიბურგი" იყო. ბუნდესლიგაში მან მხოლოდ 2 თამაშში მიიღო მონაწილეობა, 2009/10 წლების სეზონის ბოლოს თარგამაძეს კონტრაქტი დაუსრულდა გერმანულ კლუბთან და უკლუბოდ დარჩა. თარგამაძე რამდენიმე კვირის განმავლობაში ისინჯებოდა "ოლექსანდრიაში".

გუშინ ახალ გუნდში დებიუტი თარგამაძემ გოლით აEღნიშნა. "ოლექსანდრიამ" 3:0 მოუგო სტუმრად "ლვივს", ქართველი 63-ე წუთზე შემოვიდა მოედანზე და ზუსტად 10 წუთში გოლიც გაიტანა.

ფოტოზე: პავლე ხორგუაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა