გასული კვირა საკმაოდ დატვირთული იყო საჩოგბურთო სამყაროში - მამაკაცთა სამი და ქალების ორი ტურნირი გაიმართა
გასული კვირა საკმაოდ დატვირთული იყო საჩოგბურთო სამყაროში - გაიმართა მამაკაცთა სამი და ქალების ორი ტურნირი.

ყველაზე ძლიერი ფინალური წყვილი სტოკჰოლმის ტურნირზე მივიღეთ, რომელშიც რეიტინგის ტოპ-ათეულის მეზობლები - ტომაშ ბერდიხი და ჟო-ვილფრიდ ცონგა ხვდებოდნენ ერთმანეთს.

შეხვედრა თითქმის თანაბარი გამოვიდა. მეტოქეებმა 97-97 გათამაშება მოიგეს, მაგრამ ბერდიხმა სამჯერ აიღო ცონგას მოწოდება, ფრანგს კი მხოლოდ ორი ბრეიკი ჰქონდა - 4:6, 6:4, 6:4 ტომაშის სასარგებლოდ.

ბერდიხისთვის ეს იყო მეორე ტიტული ამ სეზონში და მერვე კარიერაში.

ასევე სამი ბრეიკი გააკეთა ვენას ტურნირის გამარჯვებულმა, არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ. მისი მეტოქე იყო მსოფლიოს 70-ე ჩოგანი, 26 წლის სლოვენიელი გრეგა ჟემლია.

ამ უკანასკნელმა დელ პოტროს სამ ბრეიკს მხოლოდ ერთით უპასუხა, ეისებიც ნაკლები ჩააწოდა და 5:7, 3:6 დამარცხდა, რითაც მეტოქეს ამ სეზონში მესამე და კარიერაში მე-12 ტიტული მოაპოვებინა.

მოსკოვში "კრემლის თასზე" გამარჯვებული გახდა მსოფლიოს 25-ე ჩოგანი ანდრეას სეპი, რომელიც ბრაზილიელ ტომაშ ბელუჩის ხვდებოდა.

იტალიელი ჩოგბურთელი ძალიან ახლოს იყო დამარცხებასთან. ბელუჩიმ მოიგო პირველი სეტი და მეორეში ორჯერ აწვდიდა მატჩზე, მაგრამ სეპიმ შეძლო პარტიის ტაი-ბრეიკამდე მიყვანა და იქ 7:3 მოიგო; მესამე პარტიაში კი ერთადერთი ბრეიკის წყალობით მოიგო - 3:6, 7:6, 6:3. თამაში ორი საათი და 12 წუთი გაგრძელდა.

ამ მოგებით სეპიმ მიმდინარე სეზონში მეორე ტიტული გაიფორმა.

ქალებმა, ფაქტობრივად, დაასრულეს სეზონი. წინ მხოლოდ ერთი ტურნირია - შემაჯამებელი ჩემპიონატი სტამბულში, რომელშიც წლის რვა საუკეთესო ჩოგბურთელი მიიღებს მონაწილეობას. არც ერთი მათგანი არ თამაშობდა გასული კვირის ორ ტურნირში.

მაჟორულ ნოტაზე დაასრულა სეზონი კაროლინ ვოზნიაცკიმ, რომელმაც მოსკოვის ფინალში ავსტრალიელი სამანტა სტოსური დაამარცხა - 6:2, 4:6, 7:5. ეს იყო დანიელის კარიერაში საიუბილეო - მე-20 ტიტული. გარდა ამისა, ის ურთიერთშეხვედრებში გაუთანაბრდა ავსტრალიელს - 3:3.

დაბოლოს, მიმდინარე სეზონში პირველი ტიტული გაიფორმა ამერიკელმა ვენუს უილიამსმა, რომელმაც 21 ოქტომბრის ფინალებში ყველაზე იოლ გამარჯვებას მიაღწია. სახელოვანმა ამერიკელმა საათსა და 23 წუთში 6:2, 6:3 მოუგო რუმინელ მონიკა ნიკულესკუს.

უფროსმა უილიამსმა ოთხჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, თავად კი ერთი ბრეიკის საშუალება მისცა ნიკულესკუს, რომელსაც კარიერაში პირველად ეთამაშებოდა.

ვენუსმა 44-მდე აიყვანა პროფესიულ ტურში მოგებათა რიცხვი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
[VIDEO] ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ დაესხა თავს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან მერაბ დვალიშვილს
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
[VIDEO] არასპორტული და ლაჩრული საქციელი - უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს უკნიდან თავს დაესხა
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა