მამაკაცთა წლის შემაჯამებელი ჩემპიონატი 5-12 ნოემბერს, კვლავ ლონდონში გაიმართება
გასულ კვირას ჩატარებული ტურნირების შემდეგ გაირკვა მამაკაცთა წლის შემაჯამებელი ჩემპიონატის კიდევ ერთი მონაწილე.

ჩეხმა ტომაშ ბერდიხმა კვირას, ფინალში დაამარცხა ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა და სტოკჰოლმის ტურნირის ჩემპიონი გახდა. ამით ტომაში შეუერთდა როჯერ ფედერერს, ნოვაკ ჯოკოვიჩს, რაფაელ ნადალს, ენდი მიურეისა და დავიდ ფერერს, რომლებმაც უფრო ადრე მოიპოვეს ლონდონში თამაშის უფლება.

ამ სეზონში ბერდიხმა მოიგო მონპელიესა და სტოკჰოლმის ტურნირები, გავიდა ფინალში მადრიდსა და უინსტონ-სალემში და აგრეთვე, ნახევარფინალში ითამაშა აშშ-ის ღია პირველობაზე.

"მინდა მივულოცო ტომაშს ზედიზედ მესამედ ATP-ის შემაჯამებელ ტურნირზე მოხვედრა. გასულ წლებში მან დაამტკიცა, რომ მაღალი დონის ჩოგბურთელია, რაც ამ სეზონშიც კიდევ ერთხელ დადასტურდა", - განაცხადა ATP-ის პრეზიდენტმა ბრედ დრიუიტმა.

აღვნიშნავთ, რომ გასულ წელს ბერდიხმა ლონდონის ტურნირზე ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც ორ პარტიაში წააგო ცონგასთან.

წელს ATP-ის შემაჯამებელი ტურნირი 5-12 ნოემბერს, კვლავ ლონდონში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე