კალათბურთელი, რომელიც "ჯვაროსანთა" ღირსებას სამი წლის განმავლობაში იცავდა, ამიერიდან მწვრთნელობას აპირებს
საქართველოს ნაკრების ყოფილი უკანახაზელი ტაირონ ელისი კალათბურთიდან წავიდა.

იგი გასულ სეზონში ესპანური "ალიკანტეს" ღირსებას იცავდა, თუმცა გაზაფხულზე ფეხის ტრავმა მიიღო და ექიმებმა დასვენება ამა წლის სექტემბრამდე ურჩიეს.

დაზიანება სერიოზული აღმოჩნდა. ტაირონმა მოცდას თქმა ამჯობინა - ტრავმის შემდეგ ფორმის აღდგენისთვის დიდი დრო დამჭირდება; ისეთ ასაკში არ ვარ, ბევრი ვიცადო, უმჯობესია, სპორტული ფეხსაცმელი ლურსმანს მივაბაროო.

"უკვე ოფიციალურად შემიძლია განვაცხადო - პროფესიული კალათბურთიდან წავედი. ღმერთმა მომცა საშუალება, უმაღლეს დონეზე 11 წელი მეთამაშა. საკუთარი კარიერით კმაყოფილი ვარ.

მწვრთნელობას ვაპირებ: "ოკლაჰომას" მეორე მწვრთნელმა NBA-ს განვითარების ლიგაში ასისტენტობა შემომთავაზა. ასე რომ, ამიერიდან "ტულსა 66-ში" ვიმუშავებ, რაც ნამდვილად საინტერესოა", - განაცხადა ტაირონმა.

იგი 2006 წელს საქართველოს ნაკრებში გორდონ ჰერბერტმა ჩამოიყვანა. ნატურალიზებულთა შორის ჩვენი ნაკრების მაისურით ყველაზე მეტი სწორედ ტაირონს აქვს ნათამაშები - "ჯვაროსანთა" ღირსებას სამი წლის განმავლობაში იცავდა (18 მატჩი).

2009 წელს A დივიზიონში გადასვლაში ელისმა დიდი წვლილი შეიტანა.

ელისი საქართველოს ნაკრების რეკორდსმენია რეალიზებულ შორეულ ტყორცნებში. მის ანგარიშზე 63 სამქულიანია.

ტაირონ ელისი

დაიბადა: 5.10.1977

სიმაღლე: 196 სმ

ამპლუა: უკანახაზელი

კარიერა

2001-02 ჰანსტვილი (აშშ)

2002-03 ხირონა (ესპანეთი)

2003-05 ფრანკფურტი (გერმანია)

2005-06 ბეშიქთაში (თურქეთი)

2006-07 ნაპოლი (იტალია)

2007-10 კახასოლი (ესპანეთი)

2010-11 ესტუდიანტესი (ესპანეთი)

2011-12 ალიკანტე (ესპანეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა