ავთანდილ ასათიანის გუნდი პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს 24 და 25 ოქტომბერს ამხანაგურად ეთამაშება
22 ოქტომბერს, გამთენიისას, თბილისი-სტამბული-ლისაბონის რეისით საქართველოს ფუტსალის ნაკრები პორტუგალიაში გაემგზავრა, სადაც ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს 24 და 25 ოქტომბერს ამხანაგურად ეთამაშება.

ტაილანდში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ეს პორტუგალიელთა ბოლო შეხვედრა იქნება.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა და მისმა თანაშემწემ ბესო არველაძემ ფეხბურთელები სექტემბრის ბოლოს შეკრიბეს და გუნდს სპორტკომპლექს "არენაში" ამზადებდნენ.

საბოლოოდ, გაფართოებული სიიდან ასათიანმა პორტუგალიაში შემდეგი მოთამაშეები წაიყვანა:

მეკარეები: ზაქაიძე (თსუ), ჯამბურია ("იბერია სტარი");

მოედნის მოთამაშეები: ასათიანი, ხოსრუაშვილი, სოზაშვილი, შელეგია (ყველა - "თელასი"), ჭანუყვაძე, ბობოხიძე, ჯაფარიძე, კაკაბაძე, კობაიძე (თსუ), სებისკვერაძე, მაისაია (ორივე - "ნეფთჩი"), ალთუნაშვილი ("იბერია სტარი").

ნაკრებს ამჯერადაც ვერ დაეხმარებიან კვიპროსის "ომონიას" ლიდერები, დევდარიანი და თოთლაძე, აგრეთვე, "იბერია სტარის" ტრავმირებული მოთამაშე ძაბირაძე.

შემადგენლობა დაასახელა პორტუგალიელთა თავკაცმა ჟორჟ ბრაზიმაც:

მეკარეები: ბებე ("ბენფიკა"), ჟოაო ბენედიტუ ("სპორტინგი").

მოედნის მოთამაშეები: გონსალო ალვეში, მარინიო, ჟოელ კეირუში (ყველა - "ბენფიკა"), ჟო ლეიტაო, ჟოაო მატოში, პაულინიო, პედრო კარი (ყველა - "სპორტინგი"), ანდრე სოუზა ("ოპერარიო"), კარდინალი ("რიუ ავე"), არნალდო ("ნიკარსი"), რიკარდინიო ("ნაგოია ოუშენსი").

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
სვანაძე: ასე გაგრძელება არ შეიძლება- გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით უნდა ვუპასუხოთ
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
უკრაინელთა მწვრთნელი: ფეხბურთელებს საქართველოსთან გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ - ამას იმსახურებენ
"აზაროვმა მითხრა, რომ ხვალ გაგვაბახებენ" - გაუმხილა უკრაინელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა