სფფ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვერ ერკვევა კარგად წმინდა საფეხბურთო საკითხებში; სამაგიეროდ, არის მუყაითი მაღალჩინოსანი
ნამეტანი თავისუფლებაც თურმე არ ვარგა. საფეხბურთო სამყაროს მარწუხები მოუშვეს და ნახეთ, რა ხდება - აქეთ "დინამოზეა" ატეხილი ერთი ამბავი, იქით კი ფეხბურთის ფედერაციის პოსტს უმიზნებენ.

არ გინდოდათ ტოტალური კონტროლი ყველაფერზე? ჰოდა, ახია თქვენზე...

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა გადადგომას არ აპირებს, საპრეზიდენტო ვადა 2015 წელს გასდის.

ახალი ხელისუფლებაც ჯერჯერობით არ ჰგავს უწინდელს და არ ეუბნება სიჭინავას, უნდა წახვიდეო და თუ არ წახვალო...

ახალ ხელისუფლებას ჯერ არ გამოუყენებია ცივილური ბერკეტები - არ გემუქრები, მაგრამ ნებით თუ არ წახვალ, წლიურ შვიდ მილიონ ლარს აღარ გაჩუქებ და თუ მაგარი ბიჭი ხარ, შენით შეინახე მაღალ დონეზე ფედერაციის ოფისიც და საქართველოს ყველა ნაკრებიცო.

მაგრამ მილეთი არ ისვენებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა ჯერაც სანუკვარი თანამდებობაა, ძალიან პრესტიჟული და გაპრანჭული, ძნელად მისაწვდომი და ელიტური. თუ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდი, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველას აჯობე.

და რატომ არის ასე ნანატრი ფედერაციის პრეზიდენტობა? შესაძლოა იმიტომ, რომ ეს ძალიან რესპექტაბელურია საქართველოში. ეს ის თანამდებობაა, ქვეყნის მეთაურის თანხმობა რომ იყო აუცილებელი.

მთავრობა იცვლება, სიჭინავა კი არ მიდის - არ გამოდგა ის მარტივი ადამიანი. მან ხასიათი დაგვანახა - აქ ვდგავარ და არსად წასვლასაც არ ვაპირებო.

სიჭინავა არ ყოფილა წინა ხელისუფლების ლიბერტარიანული ფლანგის ფავორიტი. ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ მან ორჯერ ისე წამოაყენა საკუთარი კანდიდატურა ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე, რომ მეტოქე არ ჰყოლია.

ყველას შეეშინდა, ყველა მიხვდა, რომ სიჭინავასთან ბრძოლას აზრი არ ჰქონდა, სიჭინავასთან ბრძოლა ძალოვანებთან ბრძოლას ნიშნავდა.

შიშის კანკალი დიდხანს გაგრძელდა და რა მივიღეთ - პრეზიდენტობის ბევრი მსურველი, რომელთაც ოფიციალურად ჯერ არ უთქვამთ ამის შესახებ.

ეს ჩვეულებრივი უკურეაქცია უნდა იყოს. დღეს საშიში აღარ არის ის, რომ ფედერაციის პრეზიდენტობა გინდა; ოღონდაც დღეს იმის საშუალებაც არის, რომ დაფიქრდე - რატომ გინდა ფედერაციის პრეზიდენტობა, რა გამოცდილება გაქვს და რისი გაკეთება შეგიძლია.

გიორგი დემეტრაძის გათავისუფლების თხოვნაზე წერილი რომ დაიწერა, მას ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნებმაც მოაწერეს ხელი, სიჭინავაც ძალოვანებში დაიბარეს და უბრძანეს, ვინც ამ წერილს ხელი მოაწერა, სამსახურიდან უნდა გაუშვაო. ტკბილი საუბარი არ ყოფილა, მაგრამ სიჭინავა კურდღელივით არ დამფრთხალა და ბრძანება არ შეუსრულებია - მე ასე ვიცი ეს ამბავი და თუ რამე მეშლება, ბოდიში მომითხოვია.

სიჭინავას არ ჰქონდა საზოგადოებასთან ურთიერთობის გამოცდილება იმ დონეზე, რაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მოეთხოვება. ის ვერ ერკვევა კარგად წმინდა საფეხბურთო საკითხებში; სამაგიეროდ, არის მუყაითი მაღალჩინოსანი.

სიჭინავა არ აურჩევიათ სამართლიან არჩევნებში - იურიდიულად ამის დამტკიცება ალბათ შეუძლებელია, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ის ხელისუფლების ფავორიტი იყო და ამიტომაც დაიკავა ეს თანამდებობა.

და რა იქნება შემდეგ? ფედერაციის პრეზიდენტობის მსურველებს 2015 წლამდე მოუწევთ მოცდა?

მე მაინც მგონია, რომ თუ სიჭინავას გადადგომას მთავრობიდან აიძულებენ, ეს დასაგმობი იქნება, მაგრამ თუ საფეხბურთო სამყარო მოახერხებს ფედერაციის პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ეს უკვე რაღაც ახალი და საინტერესო გამოდგება.

მოთმინება ყველა საქმეში აუცილებელია. ქართული საფეხბურთო სამყარო დიდი პრინციპულობით არასდროს გამოირჩეოდა, ბევრი ცუდი ამბავი გადაუყლაპია, ბევრჯერ უთქვამს, მაწონი შავიაო და ხშირად ციხე შიგნიდან არ გაუტეხავს. სიჭინავას პრეზიდენტობაც მხოლოდ წინა ხელისუფლების ცოდვა ვერ იქნება.

უკეთესი გვინდა? კი ბატონო, ოღონდაც მაშინ სხვებზე უკეთესები უნდა ვიყოთ, მათ შორის, მოქმედების ფორმებითაც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სფფ-ის პრეზიდენტობის უკვე ცნობილი და მოულოდნელი კანდიდატები

ზვიად სიჭინავას ძალით არავინ გადააყენებს, მაგრამ სამართლიანობა უნდა აღდგეს!

მიხეილ ყაველაშვილი: თუ ფეხბურთისადმი ნდობის დაბრუნება გვინდა, ზვიად სიჭინავა უნდა გადადგეს

ლევან ყიფიანი: ვისურვებდი, მიხეილ ყაველაშვილი ჩემს გვერდით იყოს

daviti
ბატონო დავით,საინტერესო ინფორმაციაა,თურმე დემეს განთავისუფლებაზე წერილის,ხელმომწერი,ფედერაციის მაღალჩინოსნების გაშვება მოუთხოვიათ სიჭინავასთვის და არ "გატყდა" თურმე კაცი,არ ვიცი თქვენი არიყოს რამდენად მართალია ეს ამბავი,გითხრათ სიმართლე ამის დაჯერება ცოტა მიჭირს(იმიტომ რომ ასეთ საკითხებს "ის"ხალხი თვითონ აგვარებდა და "მოგვარებულები" თავისი სურვილით მიდიოდნენ ხოლმე სამსახურიდან)მაგრამ,მე უფრო მაინტერესებს თვითონ სიჭინავამ რატო არ მოაწერა იმ წერილს ხელი?და თუ ასეთი პრინციპული და სამართლიანი იყო ზემდგომებთან მი მართებაში,რატო იყო კალაძესთან მიმართებაში,ფედერაციის და სპორტის სამინისტროს განცხადება ერთნაირად გულისამრევად სამარცხვინო?რას ნიშნავს ბატონო ჟურნალისტო მუყაითი ჩინოვნიკი?ნუთუ იმას რომ ფედერაცია არსებობს მხოლოდ სახელმწიფო და ფიფა-უეფას მიცემულ ფულების ხარჯზე?და სოკარის გარდა ვერც ერთი სპონსორი ვერ მოიძია?ნუთუ მუყაითი ჩინოვნიკის ხელში შეიძლება ჩემპინის და თასის გამარჯვებულის იმ ფორმით გამოვლენა ჩვენ როგორც გამავავლინეთ ბოლოს ისინი?ნუთუ შეიძლება მიუხედავად უამრავი კითხვისა,4წლით! უგრძელებდეს მუყაითი ჩინოვნიკი ნაკრების მწვრთნელს ხელშეკრულებას და ამას თან ასაიდუმლოებდეს?თქვენ ჟურნალისტებს დაგითვლიათ ბოლო 2 წელიწადში რამდენი მწვრთნელი შეიცვალა ასაკობრივ ნაკრებებში?ნახეთ ერთი იქნებ ამ მხვრივ გინესის წიგნში გვეკუთვნოდეს მოხვედრა და ასეთი რამე მუყაითი კაცის ხელში შეიძლება ხდებოდეს?მინდა შეგახსენოთ,მუყაითი არ ნიშნავს მხოლოდ ფულის კარგად განმკარგავს(ამ ბატონის შემთხვევაში ესეც არაა)არამედ მის ხელთ არსებული ყველა რესურსის სწორად გამოყენებას და ამის ხარჯზე,რეალური სასიკეთო შედეგის დადგომას,თუ ვინმეს გონია რომ,მაგალითად,მინდორის გაკეთება იქ,სადაც ამის მომვლელი არფავინაა და წინასწარ გაფუჭებისთვისაა განწირული მუყაითად ფულის ხარჯვაა,ჩემი აზრით ცდება. პ.ს.ეს კომენტარი დილით დავდე და ზუსტად ვიცი იდო.ამ საღამოს კი აღმოვაჩინე სადღაც "გამქრალა"სად წავიდა ადმინ?
odala
აგერაც ვნახავთ თუ არ გადადგება "მუყაითი ჩინოსანი". ისეთივე ნაძირალაა
Walkabout
სიჭინავა არ უნდა გადადგეს... იმიტომ კი არა რომ მხეცი მმართველია და ააყვავებს ქართულ ფეხბურთს... არამედ იმიტომ რომ დღეს თუნდაც ერთი კაცი არ ჩანს პოტენციურ კანდიდატებში ვისაც ოდნავ მაინც მეტი ესმის ფეხბურთში ვიდრე ფეხბურთის უცოდინარ სიჭინავას... ეს აღიარებს მაინც რომ ფეხბურთი არ ესმის, სხვებს თავები კიტრები გონიათ...
ანდრეს ინიესტა - ფინანსური თაღლითობის საქმის ფიგურანტი პერუში
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
ოფიციალურად - მანჩინი "ალ-სადს" ჩაუდგა სათავეში
"გული მტკივა, როცა საფრანგეთში ამდენ უცხოელ მწვრთნელს ვხედავ" - დიდიე დეშამი
[VIDEO] ფენომენალური ნიკოლა იოკიჩის 55-ქულიანი მატჩი და მორიგი რეკორდი - "დენვერ ნაგეთსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსი" დაამარცხა
"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა
"ბარსელონას" ვარსკვლავი შეიძლება თურქულ გუნდში გადაბარგდეს
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" გამარჯვება "ბაიერნთან"
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXII ტური] იონსენის "პოკერი", ანუ როცა მოდუნება წამითაც არ შეიძლება...
"რეალი" თავდამსხმელს იჯარით "ლიონში" გაუშვებს
"ჯგუფიდან გასასვლელად სასწაული გვჭირდება" - ნაკრების შეკრების მესამე დღე
"ვულვერჰემპტონს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"ბარსელონამ" ლევანდოვსკის შემცვლელი შეარჩია
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"ფულჰემმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლოს
უარი დაბრუნებაზე - ოვერმასმა და ტენ ჰაგმა "აიაქსის" წინადადება უარყვეს
მიჩელი "არსენალში" გადადის - "ნაპოლიში" კვარაცხელიას ერთ-ერთ აღმომჩენად ის სახელდება
თბილისის "დინამო" ახალგაზრდული ლიგის მესამე რაუნდის ორივე მატჩს სახლში გამართავს
მანჩინი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელმა კატარული გუნდი ჩაიბარა
[VIDEO] ზაბარნიმ საფონოვს ხელი ჩამოართვა და მიესალმა - ინტერნეტში კადრები ვირუსულად გავრცელდა
პსჟ-ის რიგები შესაძლოა, 17 წლის ტალანტმა დატოვოს - მას შეთავაზება გერმანიიდან აქვს
"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა