დანიაში "ორჰუსმა" "რანდერსს" უმასპინძლა და დავით სხირტლაძის გოლით 1:1-ს დასჯერდა
ფინეთის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურიღაა დარჩენილი და ირაკლი სირბილაძის "ინტერ ტურკუმ" ტიტულის მოპოვების შანსი შეიმცირა.

22 ოქტომბერს "ინტერი" საკუთარ მოედანზე ტპს-სთან 0:0-ს დასჯერდა და ლიდერ ჰიკ-ს 3 ქულით ჩამორჩა. სირბილაძემ ამ მატჩში შეუცვლელად ითამაშა.

რუსეთის პრემიერლიგაში ბოლოადგილოსანი "ვოლგა" "კრილია სოვეტოვს" ეწვია და 1:0 სძლია. "ვოლგას" შემადგენლობაში გია გრიგალავამ სრულად ითამაშა და პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო.

დანიაში "ორჰუსმა" "რანდერსს" უმასპინძლა და 1:1-ს დასჯერდა. შეხვედრის 52-ე წუთზე "ორჰუსის" შემადგენლობიდან ანგარიში დავით სხირტლაძემ გაათანაბრა. მათე ვაწაძე თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო, დავით დევდარიანი კი სათადარიგო იყო.

თურქეთში "ქაისერისფორი" შინ 0:1 დამარცხდა "ბუიუქშეჰირთან". ზურაბ ხიზანიშვილი "ქაისერის" განაცხადში არ გამოჩენილა.

ლატვიაში "დაუგავამ" სტუმრად ლიეპაიას "მეტალურგსს" 3:1 სძლია. ერთი ბურთია მამუკა ღონღაძის ანგარიშზე. 56-ე წუთზე მან ანგარიში 0:2 გახადა.

ესტონეთში დუბლი შეასრულა ზაქარია ბეგლარიშვილმა, რომლის "ფლორამაც" სტუმრად "პაიდე" 6:0 გაანადგურა.

ახალგაზრდა ქართველმა ნახევარმცველმა 45-ე და მე-60 წუთზე მესამე და მეოთხე გოლები გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა