ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ლენტეხში, პრეზიდენტის თასზე

ლენტეხში, პრეზიდენტის თასზე

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და ქართული ჭიდაობის ფედერაციის ერთობლივი ინიციატივით, ორწლიანი შესვენების შემდეგ, ლენტეხში საქართველოს პრეზიდენტის თასი გათამაშდა ქართულ ჭიდაობაში...

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და ქართული ჭიდაობის ფედერაციის ერთობლივი ინიციატივით, ორწლიანი შესვენების შემდეგ, ლენტეხში საქართველოს პრეზიდენტის თასი გათამაშდა ქართულ ჭიდაობაში. ახალმოწყობილ ნახერხმოყრილ სარბიელზე რვა გუნდმა მოიყარა თავი. ნახევარფინალში ყველა შეხვედრა დაძაბულად წარიმართა. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და თბილისის გუნდების ორთაბრძოლა ფრედ _ 3:3 დამთავრდა. მეტი მოგებით ფინალში მასპინძლები (მიხეილ ოსაძე, ამბაკო ავალიანი, იოსებ წელაური, ვალერი ლიპარტელიანი, ლომერ ჟორჟოლიანი, ლაშა გუჯეჯიანი) გავიდნენ, სადაც მცხეთა-მთიანეთელთა მძლეველ (3,5:2,5) შიდაქართლელებს (პაატა მერებაშვილი, ზვიად ბაზანდარაშვილი, პაატა ღვინიაშვილი, დავით კარელაშვილი, გიორგი ბოლოთაშვილი, ნოდარ მეტრეველი) დაუპირისპირდნენ. გადამწყვეტ პაექრობაში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის წარმომადგენლებმა იმარჯვეს 4:2 და პრეზიდენტის გარდამავალ თასთან ერთად ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ დაწესებული ფულადი პრიზიც (7 ათასი ლარი) მოიპოვეს. მესამე ადგილზე მცხეთა-მთიანეთის ფალავნები (ზვიად ოდოშაშვილი, დავით ოსიშვილი, გიორგი ბაინდურაშვილი, გიორგი ცოციაშვილი, მირიან პავლიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი) გავიდნენ. მეორე-მერვეადგილოსნებსაც შესაბამისი ფულადი ჯილდოები ხვდათ. გამარჯვებულები და პრიზიორები მედლებითა და პრემიებით სეოკ-ის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ, ოლიმპიურმა ჩემპიონებმა _ გია ასანიძემ, დავით გობეჯიშვილმა, ზურაბ ზვიადაურმა, ილიას ილიადისმა (ჯარჯი ზვიადაური) და ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა უშანგი ყურაშვილმა დააჯილდოვეს.

_ შეჯიბრება, რომელიც მთლიანად საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა დააფინანსა (საპრიზო ფონდი _ 25 ათასი ლარი), შესანიშნავად იყო ორგანიზებული, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ლენტეხის რაიონის მუნიციპალიტეტს, კერძოდ, გამგებლის მოადგილეს, ყოფილ სპორტსმენსა და მწვრთნელ ბერდია გუგავას, ამ რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გოგი ლიპარტელიანს, _ გვითხრა უშანგი ყურაშვილმა. _ 15-17 ოქტომბერს ქართველი ძიუდოისტები ჰოლანდიაში `დიდ პრიზზე~ მოსინჯავენ ძალებს, ამის მიუხედავად, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სოსო ლიპარტელიანმა, რომელიც თავად ესწრებოდა პრეზიდენტის თასის გათამაშებას, ნება დართო ეროვნული გუნდის წევრებს, ლენტეხის ნახერხმოყრილ სარბიელზე ეასპარეზათ. უნდა ეჭიდავა ჯარჯი ზვიადაურსაც კახეთის გუნდის შემადგენლობაში, მაგრამ ვარჯიშზე მუხლი დაიზიანა და მხოლოდ ტრიბუნებიდან უყურებდა მეგობართა ელვისებურ ფანდებს. რაც შეეხება ფინალურ დაპირისპირებას, ძალიან მომეწონა ამბაკო ავალიანისა და ზვიად ბაზანდარაშვილის, ლაშა გუჯეჯიანისა და ნოდარ მეტრეველის შეხვედრები, რომელთა შედეგებმაც განაპირობა მასპინძელთა გამარჯვება.

გაისად ქართულ ჭიდაობაში გუნდურ შეჯიბრებებს, ალბათ, სხვა სახეს მივცემთ. ახლა ჩვენი ფედერაცია სპორტის სამინისტროს, სეოკ-ისა და მცხეთა-მთიანეთის მხარის ხელმძღვანელებთან შეთანხმებით ამუშავებს ახალ სისტემას, რომლის მიხედვითაც ქართულ ჭიდაობაში შეიქმნება კლუბები. უმაღლეს ეშელონში 8 გუნდი იასპარეზებს წრიული სისტემით მიმოსვლით. წლის მიწურულს ჩემპიონატის აუტსაიდერი ადგილს პირველი ლიგის გამარჯვებულს დაუთმობს. რაც შეეხება წლევანდელ სეზონს, ოქტომბრის ბოლომდე ახმეტაში სახელოვანი ფალავნის ანზორ ქიბროწაშვილის მემორიალი გაიმართება, ნოემბრის მეორე დეკადაში კი ქუთაისი საქართველოს ფალავნობას უმასპინძლებს, სადაც მასპინძლები გამარჯვებულის მსუბუქი ავტომანქანით დაჯილდოებას აპირებენ, მეორე-მესამეადგილოსნებიც სოლიდურ ფულად პრიზებს მიიღებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ნახევარფინალში თუშიშვილი დაამარცხა - საბა ინანეიშვილი ქართულ ჭიდაობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა!

2024 წლის 11 სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში გაიმართა შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.

ასე აღნიშნა ლაშა ბექაურმა ტატო გრიგალაშვილის მსოფლიო ჩემპიონობა [VIDEO]

"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა

ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია

კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს

"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა

[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო

კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა

არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს

მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს

15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს

საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად

"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს

შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს

"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა

"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა

ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია

ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ

"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა

"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს