30 ოქტომბერს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე ჩაერთვება
30 ოქტომბერს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე ჩაერთვება.

შეგახსენებთ, ჯგუფის მატჩებს თბილისი უმასპინძლებს, გიორგი დევდარიანის გუნდის მეტოქეები კი უკრაინა, შოტლანდია და ლუქსემბურგი იქნებიან.

მოახლოებული მინი-ტურნირის შესახებ "ლელოს" უახლოეს ნომრებში ვრცლად წაიკითხავთ, ახლა კი თვალი გადავავლოთ სხვა ჯგუფებში განვითარებულ მოვლენებს.

ბუნებრივია, ელიტრაუნდში გასასვლელად დიდი ბრძოლაა საჭირო, მაგრამ როგორც ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტებს, გვაქვს სრული უფლება, წინაც გავიხედოთ და პოტენციურ მეტოქეებზეც ვიმსჯელოთ.

ორი ჯგუფის გარდა, პირველი ეტაპის მატჩები ყველგან დასრულდა და ელიტრაუნდის მონაწილეთა უმრავლესობაც გაირკვა.

ესპანეთის ნაკრები კინაღამ ჯგუფში ჩარჩა - პირინეელებმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს და ელიტრაუნდში მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო მესამეადგილოსნის სტატუსით გააღწიეს.

ცნობისთვის, ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრებს კვლავ სანტი დენია წვრთნის, რომლის ხელმძღვანელობით მოთამაშე გუნდიც გაზაფხულზე ვასილ მაისურაძის შეგირდებმა თბილისური ელიტრაუნდის ჯგუფში ჩატოვეს.

ელიტრაუნდში ითამაშებენ: სერბეთი, ბელორუსი, გერმანია, ფინეთი, პოლონეთი, ბულგარეთი, ესპანეთი, სლოვენია, საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია, ინგლისი, ჩრდილოეთ ირლანდია, უნგრეთი, იტალია, ნორვეგია, პორტუგალია, ირლანდია, შვედეთი, ჩეხეთი, რუსეთი, ხორვატია, ისრაელი.

დიდი ალბათობით, მათ რიცხვს ბელგია და ჰოლანდიაც შეუერთდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lasha
დევდარიანი გასაგდებია,იმიტო რომ ნაკრებში ტამაშობს 9 კაცი საბურთალოდან,ეს გუნდი ჭაბუკთა ლიგასი ბოლოდან მეორე ადგილზეა
[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა