გერმანიის ჩემპიონატის ლიდერთა შორისაა ლაშა გამყრელიძის "გისენი". ამ გუნდმა პირველ მატჩში ბონის "ტელეკომი" დაამარცხა, რითაც ბუნდესსაზოგადოების ყურადღება მიიპყრო...

გერმანიის ჩემპიონატის ლიდერთა შორისაა ლაშა გამყრელიძის "გისენი". ამ გუნდმა პირველ მატჩში ბონის "ტელეკომი" დაამარცხა, რითაც ბუნდესსაზოგადოების ყურადღება მიიპყრო. მეორე ტურის სათამაშოდ გისენელები ლუდვიგსბურგში ჩავიდნენ. მასპინძლებს პირველ ტურში "არტლანდთან" მწარე მარცხი ჰქონდათ ნაწვნევი (55:70) და ჯავრის ამოყრას ახალგაზრდულ "გისენზე" აპირებდნენ. "ლუდვიგსბურგის" კალათბურთელები ამავე ქალაქის გაზეთმა კარიკატურითაც გაამხნევა (იხილეთ ამავე გვერდზე).

კარიკატურისტს სჯეროდა, რომ წინა ტურში "ფეხმოტეხილი" "ლუდვიგსბურგი" "გისენს" გალახავდა, მაგრამ პირიქით მოხდა. გამყრელიძის (სასტარტო ხუთეულში იყო) თანაგუნდელებმა მატჩი იმდენად სტაბილურად ჩაატარეს, რომ ევროგრანდებსაც შეშურდებოდათ. სხვათა შორის, არც მასპინძლებს მოსვლიათ სერიოზული ჩავარდნა და სწორედ ამიტომ საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე ტაბლოზე ოთხი ხუთიანი ეწერა - 55:55.

- გერმანიის ჩემპიონატში თითქმის ყველა მატჩის ბედი ბოლო წუთებზე წყდება. ამისთვის "გისენთანაც" ვემზადებოდით, მაგრამ მეტოქე ჩვენზე უკეთესად მომზადებული აღმოჩნდა და ვერაფერი მოვუხერხეთ, - დაიჩივლა "ლუდვიგსბურგის" მწვრთნელმა მარკუს იოხუმმა.

ბოლო 2 წუთში "გისენმა" 9:3 მოიგო. საბოლოოდ 64:58 გამყრელიძის თანაგუნდელთა სასარგებლოდ. ქართველმა გამთამაშებელმა 28 წუთი ითამაშა რომ შეატყო, ოვჩინას, ბრუკსს და პიკოკს სროლა კარგად მისდიოდათ, მათი პასებით მომარაგებაზე გადაერთო და 6 შედეგიანი გადაცემა მოუგროვდა, რასაც 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიამატა. ზემოთ ნახსენებმა ტრიომ ჯამში 56 ქულა მიითვალა.

გუშინ, გვიან ღამით "გისენმა" "ბაიროითს" უმასპინძლა. ამ შეხვედრის შედეგს და ლაშას მონაგარს ამავე გვერდზე სხვა ლეგიონერების სტატისტიკასთან ერთად იხილავთ.

მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე