რუსული გამოცემა "სპორტ-ექსპრესი" წერს, რომ ქართველი ფეხბურთელი რუსეთის ნაკრებსაც არ აწყენდა
მოსკოვის "სპარტაკის" ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში ლისაბონის "ბენფიკასთან" ძირითად შემადგენლობაში ჯანო ანანიძე დააყენა, მეორე ტაიმის 57-ე წუთზე კი ქართველი ლეგიონერი კირილ კამბაროვმა შეცვალა.

მართალია, პორტუგალიელთა გოლი მის მიერ დაკარგულ ბურთს მოჰყვა, მაგრამ მთლიანობაში, ანანიძე საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, რაზეც რუსულ მედიაში გამოქვეყნებული წერილები და კომენტარები მეტყველებს.

გთავაზობთ ფრაგმენტს "სპორტ-ექსპრესის" წერილიდან: "...თავიდანვე უნდა ითქვას, რომ სასტარტო შემადგენლობაში დაყენებულმა ჯანომ თავისი შანსი ჩინებულად გამოიყენა. მეორე ტაიმში საგოლე კომბინაციაში არ მონაწილეობდა, მაგრამ მუდმივად არღვევდა სტუმართა დაცვას. მეორე ტაიმში კი მისი გარღვევა და არისთვის მიწოდებული გადაცემა სამაგალითო იყო.

სამწუხაროა, რომ ბრაზილიელმა ეს შანსი ვერ გამოიყენა და კარში ზუსტად ვერ დაარტყა. ისეთი მოთამაშე, როგორიც ანანიძეა, სულაც არ აწყენდა რუსეთის ნაკრებს, რომელიც ახლა აკადემიურ ფეხბურთს აჩვენებს. ამის გამო ძნელი იყო იმის გაგება, რატომ შეცვალა ჯანო მეორე ტაიმში ემერიმ".

თავად ანანიძემ "ბენფიკასთან" მოგების შემდეგაც არ ისურვა კომენტარის გაკეთება: "როდესაც ძირითადში ხშირად ვითამაშებ, ჟურნალისტთა კითხვებს პასუხს ამის შემდეგ გავცემ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Burton
Gamsinho - გენაცვალე! მართალი კაცი ხარ!
Gamsinho
დაკარგული ბურთი იყო იის?ნახევარბრუნშI მკრატელა რომ Gამოიტანა საჯარიმოდან?მერე ამ ბურთს ფრთაზეც თავად გადაყვა და,ახლა ბოდიში თუ პრასტრელიც ვერ დაფარა,ცენტრალური დაცვის უხეში შეცდომაა ეგ
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა