ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

საქართველოს ნაკრები - თავდამსხმელის არჩევანი არსებობს

საქართველოს ნაკრები - თავდამსხმელის არჩევანი არსებობს

თავდამსხმელის საკითხში ჩვენი რესურსი სანაკრებოდ ბოლომდე დახარჯული არ არის
მარადიული კითხვა: რა არის საქართველოს ნაკრების მთავარი პრობლემა? 24 ოქტომბერს "ლელოში" ამაზე ჩვენი ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა გურამ კაშიამ ისაუბრა (იხილეთ ვრცლად).

საუბარი გასწვდა თავდამსხმელის საკითხსაც.

ვფიქრობ, ამ მხრივ ჩვენი რესურსი სანაკრებოდ ბოლომდე დახარჯული არ არის. იმათ გარდა, ვინც ამ დროისთვის ფეხმოკიდებულია ნაკრების წინა ხაზში, კიდევ არიან ისეთები, სანაკრებო პოტენციალი რომ გააჩნიათ.

თემურ ქეცბაიამ არაერთხელ დაადგა თვალი მათე ვაწაძეს, თუმცა ამ ცენტრფორვარდს სანაკრებო დონე ჯერაც დასამტკიცებელი აქვს.

საამისოდ მას ნაკრებში თამაში სჭირდება და ალბათ ამის დროც მოვა, რადგან არჩევანი მცირეა და რაც გვაქვს, ის უნდა გამოვიყენოთ.

ვაწაძე, ასე ვთქვათ, საჯარიმოს ფორვარდია. მეტოქის საჯარიმომდე ჩვენს ნაკრებს ბურთის მიტანა უჭირს და ასეთ სტრატეგიაში ვაწაძე დიდად ეფექტური ვერ იქნება.

ტაქტიკა-სტრატეგია კი შეცვლას რომ საჭიროებს, ალბათ ნაკრების ბოლო მატჩებმაც დაგვანახა. შესაძლოა, ქეცბაია სხვანაირად ფიქრობს, მაგრამ მის დაცვით ტენდენციებს ადრე თუ გვიან გაუვა ექსპლუატაციის ვადა - ნაკრები ასე მუდმივად ვერ ითამაშებს, ტანჯვა-წვალებას სილაღე თუ არ მოჰყვა, მას ვერავინ გაუძლებს.

ვაწაძესაც შესაფერისი დრო და ვითარება სჭირდება, რათა ნაკრებისთვის ძალიან აქტუალური გახდეს.

მათემ წლეულს ევროსარბიელზე თამაშითაც დაამტკიცა, რომ საერთაშორისო დონეზეც ძალიან საინტერესო თავდამსხმელია. ასეთი კაცი თუ არ დაწინაურდა ნაკრებში, აბა, მაშინ რა მიმართულებას ვირჩევთ?

სჭირდება თუ არა ვაწაძეს მეწყვილე შეტევაში? ეფექტური იქნება თუ არა მისი გამოყენება 4-3-3 სქემაში? ეს უკვე მწვრთნელის შემოქმედებაში შედის. თუ მწვრთნელი შემოქმედია და არა ოცეულის მეთაური, ვაწაძე მისთვის დასაკარგი ფეხბურთელი ვერ იქნება.

ჯაბა დვალის სანაკრებო პერსპექტივაზე ბევრი თქმულა და დაწერილა. ის უფრო სპეციფიკური შემტევია, ანუ ისეთი მწვრთნელის გემოვნებაში ჯდება, ვისაც ბურთის გაგორება, კომბინაციური თამაში უყვარს.

აქედან გამომდინარე, ძნელია იმის თქმა, ქეცბაია რამდენად გამოუცხადებს მას ნდობას.

დვალი ეფექტური რომ იყოს, თავისებური პარტნიორებიც სჭირდება. ის შესანიშნავი მეწყვილეა კლასიკური ცხრა ნომრისთვის, დვალი-გელაშვილის დუეტი ხომ მართლაც საუკეთესო იყო საქართველოში.

დვალი "დინამოშიც" ჩაუქია, სეზონის მთავარი ბრძოლები ჯერაც წინაა, მაგრამ იგი რომ "დინამოს" უკვე გამოადგა, ამას წყალი არ გაუვა.

დვალი არ არის მხოლოდ მეორე ფორვარდი, გოლის გატანაშიც მარჯვეა. სანაკრებო დონე სულ სხვა სიმაღლეა, მაგრამ თუ მწვრთნელი არ ენდობა ფეხბურთელს, ინდიკატორი კარგად ვერ იმუშავებს.

დვალმა მიჯრით ერთი-ორი მატჩი თუ არ ითამაშა ნაკრებში, სხვანაირად სანაკრებო ამბიციები როგორ დაამტკიცოს?!

19 წლის გიორგი ჭანტურიამ ჯერ "ვიტესის" ძირითადში ვერ მოიკიდა ფეხი, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდა თავდამსხმელი სხვა ჯერ არ გვყავს.

ჭანტურია შავი სამუშაოს შემსრულებელი არ არის, მაგრამ თუ კონტრშეტევაზე აწყობ თამაშს, ასეთი თავდამსხმელი პირდაპირ მისწრებაა.

ამას წინათ 21-წლამდელთა შორის ამხანაგურ შეხვედრაში საქართველო დანიასთან 0:2 დამარცხდა.

დანიელებმა ჩვენები კი დაჯაბნეს, მაგრამ ისეთი ინდივიდუალისტი, როგორიც ჭანტურიაა, მათ არ ჰყოლიათ.

ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელის არგამოყენება ეროვნულ ნაკრებში რას უნდა ნიშნავდეს, ვერ გეტყვით.

ჭანტურიას გარემარბადაც შეუძლია თამაში. კლასიკური ცხრა ნომერი არ არის, მაგრამ ეს სულაც არ უშლის ხელს იმაში, რომ თავდასხმის ცენტრში ითამაშოს, შუიდანაც დაარბიოს მეტოქის დაცვა.

მოკლედ, აქაც ყველაფერი მწვრთნელის შემოქმედებაზეა დამოკიდებული.

ოთხი წლის წინათ დიღმის მასივში, "ავაზაზე" ვუყურე რაღაც თამაშს, თუ არ ვცდები, საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგა იყო.

"ავაზას" ისეთი თავდამსხმელი ჰყავდა, მოედანზე ვინც იყო, ყველას ერთი თავით აღემატებოდა.

გამიკვირდა, რომ ის არცერთ ასაკობრივ ნაკრებში არ ჰყავდათ მიწვეული.

ნიკა საბანაძეს გაუჭიანურდა "ავაზაში" ყოფნა. რომ არა ეს, საბანაძე ახლა ალბათ ერთი ნაბიჯით წინ იქნებოდა.

21 წლის საბანაძე მრავალმხრივი თავდამსხმელია.

ქუთაისის "ტორპედოში" თამაშობს და გოლებიც გააქვს, თუმცა მხოლოდ გოლის გატანა არ არის მისი ხელობა - თამაშის გამწვავება, ბურთის შემაგრება და გუნდის ამოყვანაც შეუძლია.

ნაკრების ამხანაგურ შეხვედრაში შანსს თუ მისცემენ საბანაძეს, ალბათ, ენა არავის მოუბრუნდება, რომ თქვას, ამას არ იმსახურებსო.

საბანაძემ რამდენჯერმე ითამაშა ახალგაზრდულ ნაკრებში, ევროტურნირზე "აქტობეს" გაუტანა გოლი, ეროვნულ ჩემპიონატში ეფექტური გოლებით გვაწონებს თავს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Jigaro

წადი რა ქეცბაია, მიხედე აკადემიას კიპროსში, დაგიფასდება...ნუ გაიხდი(თუ უკვე არ გაიხადე) საგინდებლად თავს. არა ხარ შენ მწვრთნელი ბიძია და რატომ იდებ თავს?

• Gurami

დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: გოგა ქვარაია არის ამომავალი ვარსკვლავი. ამჟამად კიევში თამაშობს.

• lashamax

უაზროა ეს საუბრები. რა მნიშვნელობა აქვს ვის დააყენებ, მასინ როცა მწვრთნელს და ფეღბურთელებს საკუთარი ნაკრების წაგებაზე აქვთ გამაზული. საქართველოს ნაკრების უპირველესი პრობლემა არის, მწვრთნელი და რამდენიმე ფაღბურთელი, რომლებიც სისტემატიურად ყიდიან თამაშებს

• geo-otari

ისე ნიკოლოზ გემაშცვილი რატომ არავის ახსოვს?????

• tijana513

მე გირჩევთ კიდევ ერთ თავდამსხმელს ბელარუსიაში თამაშობს დინამო ბრესტში უჩა გოგოლაძე ნახეტ იუთუბშიი მისი გატანილი გოლები და დარწმუნდებით საინტერესო ფორვარდია გირჩევთ უყუროთ მის გოლებს გოლს გოლზე იტანს ვაწასთან ერთად მაგარი დუეტი იკნება

ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას

ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც  წარმატებას მივაღწევთ

ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია

ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა

"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა

ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო

"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"

უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს

"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი

U19 | საქართველო 2:2 ლატვია

ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში

ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია

საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?

"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ

"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა

"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა

"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა

ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა