ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ობრადოვიჩმა მითხრა, პანათინაიკოსი შენი სახლიაო

ობრადოვიჩმა მითხრა, პანათინაიკოსი შენი სახლიაო

9 ოქტომბერს ადრიატიკის თასზე სლოვენიის "ოლიმპიამ" ბოსნიის "იგოკეას" უმასპინძლა. ქართველი გულშემატკივარი ოლიმპიელთა ახალწვეულის, გიორგი შერმადინის დებიუტს ელოდა...

9 ოქტომბერს ადრიატიკის თასზე სლოვენიის "ოლიმპიამ" ბოსნიის "იგოკეას" უმასპინძლა. ქართველი გულშემატკივარი ოლიმპიელთა ახალწვეულის, გიორგი შერმადინის დებიუტს ელოდა. ყველას გვაინტერესებდა, რა როლი დაეკისრა შერმადინს ახალ კლუბში, რამდენს ათამაშებდა მწვრთნელი და თავად კალათბურთელი როგორ გამოიჩენდა თავს. შაბათ დილას გუნდის სიახლეებზე სალაპარაკოდ გიორგის დავუკავშირდით, სხვა საკითხებთან ერთად "იგოკეასთან" კარსმომდგარ მატჩსაც შევეხეთ და გიორგისგან არცთუ სასიამოვნო ამბავი შევიტყვეთ:

- ბოსნიელებთან არ ვითამაშებ, რაღაც პრობლემაა და დღეს ჩემი განაცხადში შეყვანა ვერ მოხერხდა, ისევე, როგორც ამერიკელი ლეგიონერების.

მართლაც, "ოლიმპიამ" "იგოკეასთან" გიორგი შერმადინის, კენი გრეგორის, კევინ პინკნის, საშა სალინის, მარკ პერისა და ზორან ვრკიჩის გარეშე ითამაშა. მოედანზე სულ 8 კალათბურთელი გავიდა, თუმცა მასპინძელმა სლოვენიელებმა მაინც გაიმარჯვეს - 61:54. ექვსი კალათბურთელის განაცხადში შეყვანლობის მიზეზი საშა ოზბოლტთან და ვლადო ილიევსკისთან დაკავშირებული პრობლემაა - მათ "ოლიმპიასთან" სახელფასო დავა ჰქონდათ და ვიდრე ეს საქმე არ მოგვარდება, ფიბა სლოვენიურ გუნდს ახალწვეულების განაცხადში შეყვანის უფლებას არ მისცემს. "ოლიმპიას" გენერალურ, მენეჯერი იანის რაიგელი იმედიანადაა, უახლოეს მატჩებამდე პრობლემა მოიხსნებაო. დაველოდოთ 12 ოქტომბერს და ვნახოთ, საფუძვლიანია თუ არა რაიგელის ოპტიმიზმი, ითამაშებს თუ არა შერმადინი ადრიატიკის ლიგის უახლოეს მატჩში. სწორედ 12 ოქტომბერს "ოლიმპია" ვლადიმერ ბოისას ყოფილ კლუბ "ზადარს" ეწვევა.

გიორგი შერმადინის დებიუტი გადაიდო. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ მან "ოლიმპიაში" გადასვლა ერთი წლით დააგვიანა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შარშან მან "პანათინაიკოსის" მაისურით ევროლიგაზე რამდენიმე კარგი მატჩი ჩაატარა (მაგალითად, "ხიმკის" 10 ქულა ჩაუგდო...), შესაბამისად, როცა "ოლიმპიას" მწვრთნელმა შერმადინის აყვანა გადაწყვიტა, მის თამაშებსაც გადახედავდა. ასე რომ, გიორგი სლოვენიაში ჩავიდა არა როგორც უცნობი ახალგაზრდა, არამედ როგორც "პანათინაიკოსში" გამოცდილი ცენტრი. ეს აუცილებლად აისახება ქართველისთვის ნაბოძებ სათამაშო დროზე. აკი თქვა მთავარმა მწვრთნელმა იურე ზვოდჩმა - შერმადინის დიდი იმედი გვაქვსო.

- აქ თბილად მიმიღეს და ვიცი, რასაც ელიან ჩემგან. ამიტომ ძალას არ დავიშურებ "ოლიმპიას" მწვრთნელებისა და გულშემატკივრების იმედების გასამართლებლად, - გვითხრა 216 სმ სიმაღლის ქართველმა ცენტრმა.

- როგორ მოეწყვე?

- გუნდში ყველაფერი წესრიგშია. კარგი მოთამაშეები არიან და არაფერი გამჭირვებია. ვლადიმერ ბოისაც აქაა. რაც შეეხება არასაკალათბურთო ამბებს, ბინასა და მანქანას მალე მომცემენ. ლიუბლიანა კარგი ქალაქია და ვფიქრობ, ნორმალურად მოვეწყობი.

- "პანათინაიკოსში" ოთხი ცენტრი იყავით. "ოლიმპიაში" ამ მხრივ რა მდგომარეობაა?

- საბერძნეთიდან სწორედ იმიტომ წამოვედი, რომ ბევრი მეფარე იყო და დროის ყველაზე თანაბრად გადანაწილება გაჭირდებოდა. "ოლიმპიაში" ცენტრის პოზიციაზე ჩემ გარდა ერთი ახალგაზრდა სლოვენიელია. ასევე ვარჯიშობენ აფრიკელი ანაგონიე და ამერიკელი პინკნი, თუმცა ორივე ლეგიონერი შედარებით ტანდაბალია და უფრო მძიმე ფორვარდის პოზიციაზე ირჯებიან.

- სლოვენიაში შენი გადასვლა ვლადიმერ სტეფანიამ დადებითად შეაფასა, სწორედ ისეთი გუნდია, როგორიც შერმადინს სჭირდებაო. მეორე ოლიმპიელმა ვლადიმერმა, ბოისამ რა გითხრა?

- გაუხარდა. ერთმანეთის გვერდით თამაში ორივეს ძალიან გვსურს, მაგრამ მოცდა მოგვიწევს - ბოისას მუხლის ტრავმა აქვს და დეკემბრის ბოლომდე ვერ ითამაშებს.

- "პანათინაიკოსის" თავკაცი ჟელკო ობრადოვიჩი როგორ შეგელია, რა გითხრა დამშვიდობებისას?

- მან მითხრა: შენთვის სჯობს, ამ სეზონში "ოლიმპიაში" გადახვიდე, სათამაშო პრაქტიკას შეიძენ. თან, "ოლიმპიას" მწვრთნელს კარგად ვიცნობ, მასთან ხშირი კონტაქტი მაქვს და შენს ამბებს ყოველთვის გამოვკითხავო. ბოლოს დაამატა: ერთი სეზონის შემდეგ საბერძნეთში აუცილებლად დაბრუნდები, "პანათინაიკოსი" შენი სახლიაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა

[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო

[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა