ცოტა ხნის წინ მოსკოვში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა შორის საქართველოს ნაკრები მხოლოდ ორი ბრინჯაოს მედლით დაკმაყოფილდა...

ცოტა ხნის წინ მოსკოვში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა შორის საქართველოს ნაკრები მხოლოდ ორი ბრინჯაოს მედლით დაკმაყოფილდა. დებიუტანტისთვის ნებისმიერი მედალი წარმატებაა, მაგრამ ჩვენი გუნდის გამოცდილი მოჭიდავეების ხელმოცარვის ფონზე მძიმეწონოსან ლევან ბერიანიძის საპატიო კვარცხლბეკზე ასვლა ჭიდაობის სპეციალისტებმა ორმაგად დასაფასებელად მიიჩნიეს. გუშინ, 10 ოქტომბერს ლევანს 20 წელი შეუსრულდა.

მილოცვის შემდეგ იუბილარმა სპორტში პირველი ნაბიჯები გაიხსენა.

_ ვარჯიში 8 წლისამ შოთა კოტორაშვილთან დავიწყე. სამი წლის შემდეგ ჩემი მწვრთნელები თამაზ ბედიანაშვილი და ჯონი ლორია გახდნენ. პირველი დასამახსოვრებელი წარმატება კადეტთა შორის ზარბეგ ბერიაშვილის სახელობის ტურნირზე გამარჯვება იყო. ჩემი წონიდან გამომდინარე, ძალიან ცოტა ჭაბუკთა შეჯიბრებაში მომიწია გამოსვლამ. ახალგაზრდებში კი საქართველოს პირველივე ჩემპიონატზე, 2007 წელს ფინალისტი გავხდი. მომდევნო წელს პირველი ვიყავი. შარშან კი გიორგი საკანდელიძესთან წავაგე ფინალი.

_ და დაიწყო კიდეც შენი და საკანდელიძის პრინციპული პაექრობა წონაში ლიდერობისთვის.

_ ჩვენ შორის მართალაც მძაფრი კონკურენციაა, რაც სასიკეთოდაც კი წაგვადგა _ უფრო მოვუმატეთ ვარჯიშს. 2009 წლის ფინალი საკანდელიძემ წილისყრით მომიგო, მერე რიგის ტურნირის ნახევარფინალში ვძლიე, სადაც ჩემპიონი გავხდი, ისევე, როგორც მომდევნო შეჯიბრებაზე ანტალიაში. ცოტა ხანში ვახტანგ ბალავაძის ტურნირიც მოვიგე, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის წინ ჩემსა და გიორგის შორის გამართულ საკონტროლო შეხვედრაში დავმარცხდი და გადაწყდა, რომ კონტინენტის პირველობაზე ის იჭიდავებდა.

_ ბოლო ორი წელია, ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებმა შენ გარეშე ჩაიარა...

_ ორივე წელს შეჯიბრებებში ჩემი მონაწილეობა იგეგმებოდა, თუმცა ორივეჯერ მიზეზთა გამო ამ შეჯიბრების მიღმა დავრჩი. თუმცა აქვე საკანდელიძის წარმატებებზეც უნდა ვთქვა _ იქამდე მე ევროპასა და მსოფლიოზე ბრინჯაოს მედლები მოვიპოვე, ხოლო გიორგი ოქროსაც შესწვდა და ვერცხლსაც.

ახალგაზრდების მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვების გამო საშუალება მომეცა, პირველ ნაკრებთან ერთად ბაქოს ტურნირზე მეჭიდავა, სადაც მესამე პრიზიორი გავხდი და დიდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზეც წამიყვანეს.

_ ბრინჯაო ბაქოს "დიდი პრიზზე" შენი პირველი მედალი იყო საერთაშორისო არენაზე უკვე დიდებს შორის...

_ პირველად რუს გოტოვცევს, მერე კი ბელარუს შემაროვს ვაჯობე, მესამე წრეში თურქმა ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ფათიჰ შაკიროღლუმ მომიგო, მესამე ადგილისთვის კი ჩვენივე გუნდის წევრ დავით მოძმანაშვილს შევხვდი და დამატებით დროში 2:0 მოვიგე. ამ გამარჯვებით ჩვენი ნაკრების მძიმე წონაში ფავორიტთა შორის დავწინაურდი და მოსკოვის მსოფლიოს ჩემპიონატისაკენ გზა გამეხსნა.

_ ეს შენთვის მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი იყო, გქონდა მედლის იმედი?

_ ბუნებრივია, ძნელია, ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაზე დებიუტანტმა წარმატება დაგეგმო, მაგრამ მოსკოვიდან შინ მთლად უსახელოდ დაბრუნებაც არ შედიოდა ჩემს გეგმებში. ჩემპიონატის წინ ნაკრებთან ერთად სამი შეკრება გავიარე და კარგ ფორმაში ვიყავი. მოსკოვში ჯერ ევროპის პრიზიორ პოლონელ ბარტნიცკის, შემდეგ ყაზახ ოლიმპიურ პრიზიორ მუტალიბოვს ვაჯობე და მეოთხედფინალში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტ ირანელ ფადინ ვალადს შევხვდი. მასთან ერთხელ წაგებული მქონდა და რევანში ავიღე. სამწუხაროდ, ფინალში გადასასვლელი ორთაბრძოლა რუს ბილიალ მახოვთან ჩემი მარცხით დასრულდა. ბრინჯაოს მედლისთვის პაექრობაში უნგრელი დანიელ ლიგეტი დავამარცხე.

_ სპეციალისტებმა შენი წარმატება სასიამოვნო სიურპრიზად მიიჩნიეს.

_ მათი აზრი ჩემთვის ძვირფასია. სხვათა შორის, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მე და გიორგი გოგშელიძეს გორში შეხვედრა მოგვიწყეს წარსულში ცნობილმა ადგილობრივმა ფალავნებმა და იქაც დიდი სითბო და სიამაყე ვიგრძენი. სასიამოვნო იყო ამდენი ჩემპიონის გვერდით ყოფნა, მათგან შექების და რჩევების მოსმენა.

_ უახლოეს შეჯიბრებაზე სად გიხილავთ?

_ თვის ბოლოს სომხეთში უნდა მეჭიდავა კომერციულ საერთაშორისო ტურნირში, მაგრამ მოსკოვში გამიზეზებული ფეხის ტრავმა ჯერჯერობით არ მაძლევს საშუალებას, გავიდე საჭიდაო ხალიჩაზე. ექიმების რჩევით ორ თვესაც დავისვენებ და მერე საქართველოს ჩემპიონატში გამოვალ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
ზედიზედ მეორედ - კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონია!
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა