The Tennis Space-ის მიმომხილველებმა შეაგროვეს ფაქტები სახელოვანი ესპანელის სპორტული კარიერისა და კორტის მიღმა ცხოვრების შესახებ
ვეტერანმა ესპანელმა ჩოგბურთელმა ხუან-კარლოს ფერერომ ვალენსიაში დაასრულა თავისი ბრწყინვალე კარიერა, როცა პირველივე წრე წააგო თავის თანამემამულე ნიკოლას ალმაგროსთან.

ბრიტანული The Tennis Space-ის მიმომხილველებმა შეაგროვეს ფაქტები სახელოვანი ესპანელის სპორტული კარიერისა და კორტის მიღმა ცხოვრების შესახებ.

1. რთულია მოიგონო უფრო მეგობრული ატმოსფერო კარიერის დასასრულებლად. ეს მოხდა ვალენსიას ტურნირზე, რომელსაც ფერერო დავიდ ფერერთან ერთად ფლობს. ბოლო მატჩი კი მან თავისი კარგი მეგობრის ნიკოლას ალმაგროს წინააღმდეგ ჩაატარა. სხვათა შორის, მომავალ სეზონში ფერერო რამდენიმე ტურნირზე უხელმძღვანელებს ალმაგროს.

"დიდი ხანია კორტზე ასეთი სიამოვნება არ მიგრძვნია, - აღიარა ესპანელმა. - მინდა მადლობა ვუთხრა ყველას მხარდაჭერისთვის - არა მხოლოდ ამ სეზონში, არამედ მთელი კარიერის განმავლობაში. ვალენსია ყოველთვის განსაკუთრებული ტურნირი იყო ჩემთვის".

2. თავისი გამოსათხოვარი მატჩი ფერერომ როჯერ ფედერერის წინააღმდეგ ვერ ჩაატარა. "როჯერი ერთადერთი ჩოგბურთელია მსოფლიოში, რომელთან მატჩებში თავს სუსტ მოთამაშედ ვგრძნობდი, - აღიარებს ხუან კარლოსი. - იყო ისეთი შეგრძნება, რომ მას შეუძლია ყველაფერი, მე კი ბევრი რამ მაკლია სრულყოფამდე".

3. ახლა, ხუან კარლოსს შეუძლია უფრო მეტი დრო დაუთმოს თავის სასტუმროს. დაახლოებით ხუთი წლის წინ, სპორტსმენმა ვალენსიადან ერთი საათის სავალზე ძველი შენობა შეიძინა, გადააკეთა სასტუმროდ და 12 ნომრად დაყო. Hotel Ferrero-ში არის ბიბლიოთეკა, აუზი, სპა და საწვრთნელი დარბაზი, აგრეთვე ორი რესტორანი, რომელსაც უმაღლესი კატეგორია აქვს მინიჭებული.

სასტუმროს გახსნაზე ჟურნალისტები გაოცებულნი დარჩნენ. წერდნენ, რომ "ფერერომ ჩვეულებრივი სახლისგან ძალიან მდიდრული და მოდური შენობა შექმნა".

4. ფერერო ვერასდროს მიუახლოვდა იმ სიმაღლეებს, რომელსაც 2003 წელს მიაღწია. იმ წელს ესპანელმა როლან გაროსი მოიგო და აშშ-ის ღია პირველობაზე ფინალში ენდი როდიკთან წააგო, ასევე რვა კვირის განმავლობაში ინარჩუნებდა მსოფლიოს რეიტინგის პირველ ადგილს.

მისი კარიერის დიდი ნაწილი დაემთხვა როჯერ ფედერერისა და რაფაელ ნადალის დომინირების წლებს, მაგრამ თავად ხუან კარლოსსაც ხშირად არ უმართლებდა. ამის მიზეზი არაერთი ტრავმა იყო.

5. ახლა, მწერი აღარ იზუზუნებს ATP-ის ტურნირების გასახდელებში. "ერთ-ერთმა მეგობარმა ხუმრობით "მოსკიტი" მიწოდა, რადგან ისინი მუდმივად დაფრინავენ და ზუზუნებენ თქვენი თავის გარშემო, - იცინის ფერერო. - და კიდევ, ჩემმა ფეხებმა მას კოღოს ფეხები მოაგონა".

6. ხუან კარლოსის მათემატიკა. "ეს თამაში 50 პროცენტით შედგება ფსიქოლოგიური ასპექტებისგან, 45 პროცენტია - ფიზიკური მომზადება, - განაცხადა ესპანელმა. - დანარჩენი ხუთი პროცენტია - თავად ჩოგბურთი".

7. ფერერო ფლობს საკუთარ საჩოგბურთო აკადემიას. "ეს არის დამოუკიდებელი აკადემია - ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულიი, რაც კი აქამდე მინახავს", - აღიარა ენდი მიურეის დედამ - ჯუდი მიუერიმ.

8. უკვე მრავალი წელია ფერერო წარმატებით მოღვაწეობს ბიზნესში. "ვცდილობ წარმატებული ვიყო საკუთარი მოღვაწეობის ყველა სფეროში, - აღნიშნავს ხუან კარლოსი. - ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა რაღაც დასაყრდენი მქონდეს, რაც სავსებით ნორმალურია.

ჩემი აზრით, არც ისე რთულია იპოვნო თავისუფალი დრო იმისთვის, რომ ბიზნესით დაკავდე და პარალელურად, პროფესიულ ტურში გააგრძელო კარიერა. თან ამაში ბევრი პროფესიონალი მეხმარებოდა".

"ჩოგბურთელის კარიერა საკმაოდ მოკლეა, ასე რომ, მინდა მომავლისთვის რაღაც შევქმნა. ამ მომენტისთვის ყველა ჩემს ინვესტიციას ბიზნესის სხვადასხვა სფეროში თავისი შედეგები მოაქვს", - ამბობს ესპანელი.

9. კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება კარგად მოფიქრებული იყო. "ამ გადაწყვეტილების მიღება იოლი არ ყოფილა. მე ხომ იმ სამყაროს ვტოვებ, რომელშიც ამდენი დრო გავატარე, - აღიარებს ფერერო. - მაგრამ ბოლო სეზონი ძალიან რთული აღმოჩნდა და ხანდახან ვამჩნევდი, რომ უკვე აღარ მქონდა ძველი ამბიციები და მოტივაცია".

10. ფერერო ყველა გამარჯვებას დედამისს უძღვნიდა. მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, ხუან კარლოსი გამარჯვებას საკუთარ დედას - როსარიოს უძღვნიდა, რომელიც კიბოთი მაშინ გარდაიცვალა, როცა ჩოგბურთელი თინეიჯერის ასაკში იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა