"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერმა შესაძლოა "დალასის" წინააღმდეგ რეგულარული ჩემპიონატის სასტარტო მატჩი გამოტოვოს
არასახარბიელო ინფორმაცია შეიტყვეს "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" გულშემატკივრებმა - ამ გუნდის ლიდერმა კობი ბრაიანტმა, შესაძლოა, გამოტოვოს რეგულარული ჩემპიონატის სასტარტო მატჩი "დალასის" წინააღმდეგ.

კალიფორნიელთა წამყვანმა კალათბურთელმა ჯერ ვერ მოახერხა ფეხის ტრავმის შემდეგ კონდიციების აღდგენა. კობიმ ტრავმა სამშაბათს, "საკრამენტოსთან" მატჩში მიიღო, რის გამოც 25 ოქტომბერს გამოტოვა მატჩი თანაქალაქელ "კლიპერსთან".

სხვათა შორის, "ლეიკერსმა" ეს შეხვედრა 94:100 წააგო და ახლა ამ გუნდს წინასასეზონო მატჩებში შვიდიდან შვიდი წაგება დაუგროვდა.

"კლიპერსთან" მატჩის შემდეგ "ლეიკერსის" მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ბრაუნმა სინანული გამოთქვა არა წაგებული მატჩის, არამედ იმის გამო, რომ ჯერ არ იცის, როდის ჩადგება მწყობრში კობი ბრაიანტი.

ამასთან, მწვრთნელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ არავინ აპირებს "ლეიკერსის" ლიდერის დაბრუნების ფორსირებას.

"წინასასეზონო მატჩებში წაგებაზე არ ვნერვიულობ, - ამბობს ბრაუნი. - ჩვენ ამ შეხვედრებში კონკრეტულ ამოცანებზე ვმუშაობთ. ამ მატჩებს მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის ვარჯიში, ტესტი... ასე რომ, შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.

რაც შეეხება კობის ჯანმრთელობას, არავინ აპირებს გუნდში მისი დაბრუნების ფორსირებას. მთავარია, რომ ის ჩემპიონატის ბოლოს იყოს ფორმაში, დასაწყისში კი ეს არც ისე მნიშვნელოვანია".

ბრუკლინი-ნიუ იორკი 95:97 (ო)

23:16, 20:30, 20:23, 23:17, 9:11

ბ: უილიამსი (22), ბრუქსი (11+6 მოხსნა), ტეილორი (10), ბლეტჩი (6+10 მოხსნა+4 ჩაჭრა).

ნ-ი: კოუპლენდი (16), ენტონი (15+9 მოხსნა), ფელტონი (15+5 პასი), ტომპსონი (13), ბრიუერი (12+3 ჩაჭრა), პრიჯიონი (5+11 პასი+3 ჩაჭრა).

მემფისი-ორლანდო 115:100

33:21, 22:28, 33:37, 27:14

მ: გეი (20), რენდოლფი (18+6 მოხსნა), მ. გასოლი (18+13 მოხსნა), ელინგტონი (13), კონლი (12+9 პასი), სპეიტსი (11+8 მოხსნა).

ო: რედიკი (23), ვუჩევიჩი (16+9 მოხსნა), თურქოგლუ (14), დევისი (12+3 დაფარება), აფლალო (10), ნელსონი (10+7 პასი).

ნიუ ორლეანი-ჰიუსტონი 90:97

19:16, 26:27, 16:29, 29:25

ნ-ო: ანდერსონი (23+8 მოხსნა), დევისი (13+8 მოხსნა+3 დაფარება), ვასკესი (13+11 პასი).

ჰ: დელფინო (20), პერსონსი (18+5 მოხსნა), ჯონსი (15+9 მოხსნა), მარტინი (15), აშიქი (7+14 მოხსნა).

ოკლაჰომა-დალასი 88:76

23:16, 30:24, 18:17, 17:19

ო: დურანტი (18+7 მოხსნა+5 პასი), ჰარდენი (16+5 პასი), იბაკა (15+7 მოხსნა), უესტბრუკი (8+9 მოხსნა+6 პასი).

დ: კრაუდერი (21+9 მოხსნა), რაიტი (11+5 მოხსნა).

მინესოტა-დეტროიტი 95:76

27:10, 25:19, 16:24, 27:23

მ: ბადინგერი (21), უილიამსი (18), პეკოვიჩი (14+9 მოხსნა), კანინგემი (12+14 მოხსნა).

დ: სტაკი (21), მონრო (11), სინგლერი (11).

მაიამი-ვაშინგტონი 94:101

32:26, 29:21, 17:26, 16:28

მ: უეიდი (23+7 მოხსნა), ბოში (18), ჯეიმსი (13+6 პასი+5 მოხსნა), ალენი (13).

ვ: უებსტერი (23), სინგლტონი (17+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), პრაისი (11+5 პასი), პარგო (11+6 პასი), ვესელი (4+11 მოხსნა).

კლიპერსი-ლეიკერსი 97:91

22:23, 27:17, 23:33, 25:18

კ: ბლედსოუ (22+11 პასი+9 ჩაჭრა+5 მოხსნა), ბარნსი (18+6 მოხსნა), გრიფინი (15+6 მოხსნა+5 პასი), ჰოლინზი (11+5 მოხსნა).

ლ: პ. გასოლი (17+8 მოხსნა), უორლდ პისი (13+5 მოხსნა), საკრი (13+7 მოხსნა), ჰილი (12+8 მოხსნა), მიქსი (11), ბლეიკი (11).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
14 თვის შემდეგ და კვლავ რეკორდულ ფასად - მამუკელაშვილის "ლეიკერსი" 12.5 მილიარდად გაიყიდა
მნიშვნელოვანი გაძლიერება "ლეიკერსს" - კალიფორნიელები გაცვლას ამზადებენ
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?