თბილისმა უკვე მეთორმეტედ უმასპინძლა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონ მიხეილ სალაძის სახელობის ჭაბუკთა ტურნირს (1994-96 წლებში დაბადებულნი)...

თბილისმა უკვე მეთორმეტედ უმასპინძლა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონ მიხეილ სალაძის სახელობის ჭაბუკთა ტურნირს (1994-96 წლებში დაბადებულნი). ოღონდ ამჯერად, ადრინდელისგან განსხვავებით, მასში სომხეთისა და აზერბაიჯანის გუნდებიც გამოდიოდნენ. თანაც, სომხები უძლიერესი გუნდით ჩამოვიდნენ და აკი სამშობლოში ოთხი ოქროთი ხელდამშვენებულნიც დაბრუნდნენ, რასაც სხვა სინჯის ჯილდოებიც დაუმატეს. ერთ წონაში სულაც სომხური ფინალი გაიმართა, სხვა შემთხვევაში კი მასპინძლებთან ბრძოლაში იმარჯვეს. აზერბაიჯანელებს მთლად ასეთი ძლიერი გუნდი არ ჰყავდათ და უმედლოდ დარჩნენ, თუმცა ბრინჯაოსთვის ოთხმა იქაურმა იჭიდავა.

ცხადია, შეჯიბრებაში მასპინძლებიც ოპტიმალური შემადგენლობით გამოვიდნენ და ტურნირიც მეტად ძლიერი გამოდგა - 200-მდე მოზარდი ჭიდაობდა. თუმცა ჩვენი გუნდის ოპტიმალურობაზე ლაპარაკი ამ ეტაპზე ძალზე პირობითია, რადგან ასაკობრივი ნაკრებები ყოველწლიურად განიცდიან თაობათა ცვლას და ჯერ არც ამათი შემადგენლობაა გარკვეული. ეს შეჯიბრებაც საგაისო სეზონისთვის გუნდის დაკომპლექტების გზაზე პირველი ნაბიჯი იყო - ჭაბუკები კიდევ გამართავენ რამდენიმე ტურნირს და საბოლოო შემადგენლობაც ამის შემდეგ დადგინდება. გაისად ამ ასაკის ფალავნებს მეტად მნიშვნელოვანი სეზონი ელოდებათ - ევროპის პირველობასთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატიც ტარდება. შესაძლოა, შავი ზღვის აუზის თამაშებიც გაიმართოს. სწორედ ამიტომაა საჭირო რაც შეიძლება მეტი შეჯიბრება.

სალაძის წლევანდელ ტურნირს ამ უქმეებზე გლდანის ოლიმპიური რეზერვების ცენტრმა უმასპინძლა. ბუნებრივია, თავად სალაძეც დაესწრო, ხოლო დედაქალაქის მერიის სპორტის სამსახურმა მისი სახელობის საგანგებო თასი დააწესა. ეს ჯილდო 100 კილოგრამში გამარჯვებულ ბექა კანდელაკს სალაძემ გადასცა.

ამ ტურნირზე ორი ახალი სკოლაც გამოჩნდა - ონისა და ჭიათურის, სადაც ბერძნულ-რომაული სტილის ჭიდაობა ახლა იდგამს ფეხს. მისასალმებელია მათი წარმომადგენლების მედალოსნებში მოხვედრა.

კვარცხლბეკი.

42 კგ. 1. გიზო მელაძე (ხულო), 2. იური შავაძე, 3. გიორგი ბახტაძე (ორივე - აჭარა), გიორგი კურტანიძე (სართიჭალა).

46 კგ. 1. ბაკურ გოგოლი (სენაკი), 2. გიორგი მელია (სამტრედია), 3. ბექა ბალანჩივაძე (წყალტუბო), ალბერტ ვარდანიანი (სომხეთი).

50 კგ. 1. კარენ ასლანიანი (სომხეთი), 2. ედნარ შავაძე (აჭარა), 3. ტარონ დუმოიანი (სომხეთი), გიორგი დილებანიძე (ხულო).

54 კგ. 1. რუბენ ნაზარიანი (სომხეთი), გელა ბოლქვაძე (აჭარა), 3. გიორგი ტოტიკაშვილი (გარდაბანი), გიორგი ღარიბიანი (სომხეთი).

58 კგ. 1. ვაზგენ ხაჩატურიანი, 2. ავიკ გრიგორიანი (ორივე _ სომხეთი), 3. ლაშა ებელაშვილი, ნიკა მამარდაშვილი (ორივე _ გარდაბანი).

63 კგ. 1. შალვა ხაჩიძე (ბორჯომი), 2. სურენ ნაზარიანი, 3. ტიგრან პოღოსიანი (ორივე _ სომხეთი), იონა ფირცხალავა (წყალტუბო).

69 კგ. 1. სარგის ქოჩარიანი (სომხეთი), 2. ბესიკ ჩუბინიძე (ჭიათურა), 2. გიორგი ჩხარტიშვილი (ოზურგეთი), დავით სადოიანი (თბილისი).

76 კგ. 1. ლაშა გობაძე (აჭარა), 2. კარენ არგანიანი (სომხეთი), 3. ნიკა გავაშელი (თბილისი), ირაკლი კოვზირიძე (წყალტუბო).

85 კგ. 1. გიორგი მდინარაძე (ოზურგეთი), 2. კუკური კირცხალია, 3. თამაზ ლონდარიძე (ორივე -თბილისი), გიგა ქოქოლაძე (აჭარა).

100 კგ. 1. ბექა კანდელაკი (თბილისი), 2. ბექა კახეთელიძე (ონი), 3. თემურ კაპანაძე (ქუთაისი), თორნიკე ბაბუნაშვილი (წყალტუბო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე