საქართველოს ნაკრების ფორვარდმა "ბრუკლინ ნეთსის" შემადგენლობაში მესამე მატჩი ჩაატარა და 3 ქულა ჩააგდო
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ "ბრუკლინ ნეთსის" შემადგენლობაში მესამე მატჩი ჩაატარა და 3 ქულა ჩააგდო.

მან ერთხელ სცადა შორეული ტყორცნა და ისიც მიზანში მოარტყა. გარდა ამისა, 12 წუთში თორნიკეს ანგარიშზე 5 მოხსნა იყო.

საინტერესო და ამავე დროს, სასიამოვნოა, რომ თორნიკე "ნიუ იორკთან" მატჩში მოედანზე მეოთხე პერიოდის მეექვსე წუთზე შევიდა. მას მერე ოვერტაიმის ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. სამქულიანი სწორედ დამატებით დროში ჩააგდო და ანგარიშიც გაათანაბრა - 89:89.

შეხვედრის ბედი ოვერტაიმის დასრულებამდე 44 წამით ადრე გადაწყდა, როცა ორკელმა თომპსონმა სამქულიანით სხვაობა 4 ქულამდე გაზარდა - 97:94. საბოლოოდ 97:95 "ნიუ იორკის" სასარგებლოდ.

რიცხვი სამის ხსენება კიდევ ორჯერ მოგვიწევს: "ბრუკლინმა" საგამოფენო მატჩები 3-3 მოგება-წაგებით დაასრულა.

NBA-ს ახალ სეზონს "ნეთსი" 1 ნოემბერს დაიწყებს, კვლავ "ნიუ იორკს" უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...