17 წლის შემტევი ნახევარმცველი ნიკა ახვლედიანი "ვიტესში" ორი კვირა ვარჯიშობდა
ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, აწ უკვე საქართველოს 19-წლამდელთა გუნდის წევრმა ნიკა ახვლედიანმა აგვისტოში "ზუგდიდი" დატოვა.

17 წლის შემტევ ნახევარმცველს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა, ნიკა ჭანტურიასთან და დავით ჯიქიასთან ერთად, გერმანულ "ფრაიბურგში" გასინჯვას სთავაზობდნენ, მანამდე კი ავსტრიულ "რედ ბულში" ვარჯიშობდა.

მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა ძალების მოსინჯვა მერაბ ჟორდანიას არნემის "ვიტესში" სცადა. სავიზო პრობლემები სექტემბერში მოაგვარა და ჰოლანდიის ერედივიზიონის კლუბში ორი კვირა ვარჯიშობდა.

ახვლედიანს კახა კაჭარავა 19-წლამდელთა ნაკრების შეკრებაზე მუდმივად იწვევდა. გუნდი 26 ოქტომბერს ხორვატიაში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველ შეხვედრას მასპინძლებთან ჩაატარებს, მაგრამ მოულოდნელი იყო, ნიკას გვარი ნაკრების 18-კაციან განაცხადში რომ ვერ მოხვდა.

სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ახვლედიანი ნაკრებს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება. ნიკა ბოლოს "ზუგდიდში" ვარჯიშობდა და ნაკრებში გამგზავრებამდე მცირე ხნით ადრე, დუბლების შემადგენლობაში 7 ოქტომბერს თბილისის "დონამოსთან" შეხვედრისას კოჭი გადაუტრიალდა.

19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საინტერესო ამბავი გაგვანდო:

"როგორც ვიცი, ნიკა ჰოლანდიაში იმყოფებოდა და "ვიტესში" გასინჯეს. მერე საქართველოში კი დაბრუნდა, მაგრამ არნემულ კლუბში ისევ ელოდნენ. ზუგდიდურ კლუბში იმიტომ ვარჯიშობდა, დრო რომ არ დაეკარგა და ფორმიდან არ ამოვარდნილიყო.

სამწუხაროდ, დაშავდა და დღემდე ვერ ვარჯიშობს. არადა, ბავშვს ხორვატიაში წამოსვლა და გუნდის დახმარება ძალიან სურდა. ბოლოს მთხოვა, იქნებ მაინც ვივარჯიშო და რამე გამომივიდესო.

ამ შანსზე უარს როგორ ვეტყოდი, ბავშვი მონდომებული იყო და იმედს ხომ არ მოვუკლავდი, მაგრამ კოჭი ძალიან აწუხებდა, ვარჯიში ვერ შეძლო და გული დამწყდა - ნიკა მართლაც ნიჭიერი ბიჭია. თუმცა, იმედია, მალე მომჯობინდება, "ვიტესშიც" ჩაირიცხება და ქართულ ფეხბურთში თავის სიტყვას იტყვის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...