"ზესტაფონის" 24 წლის მცველი განვლილ პერიოდსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს
გიორგი ხიდეშელი თავისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად მიიჩნეოდა. მისი კარიერა სწრაფი ტემპით ვითარდებოდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე, მოლდოვურ "დაჩიასთან" შარშან მიღებულმა მძიმე ტრავმამ ახალგაზრდა მცველს ძალიან ბევრი დრო დააკარგვინა.

მუხლის ჯვარედინი მყესების ოპერაციას რამდენიმეთვიანი პაუზა მოჰყვა. სამწუხაროდ, ხიდეშელის მოედანზე დაბრუნება უიღბლო გამოდგა. თბილისის "დინამოსთან" მატჩში იგი კვლავ დაშავდა და ამჯერად უკვე გვერდითი იოგები გაუხდა საოპერაციო.

ხიდეშელი მოედანზე ჯერაც არ დაბრუნებულა. მართალია, მას გუნდთან ერთად ვარჯიში უკვე შეუძლია, მაგრამ გარისკვას აღარ აპირებს და თანაგუნდელებს ორ-სამ კვირაში შეუერთდება. შესაბამისად, თამაშსაც სულ მალე შეძლებს.

"საშინელი პერიოდი გამოვიარე, მაგრამ დადებითი მომენტის დანახვა ცუდ ამბავშიც არის შესაძლებელი. ეს, ალბათ, გარკვეული გამოცდა იყო ჩემთვის, სულ სხვა თვალით შევხედე ყველაფერს. მივხვდი, რომ უფეხბურთოდ ცხოვრება არ შემიძლია და მთელი ენერგია ამ საქმეს უნდა შევალიო. ეს ძალიან ამაღელვებელი განცდაა", - გვითხრა 24 წლის ხიდეშელმა.

მისი ვარაუდით, დაახლოებით სამი თვე დასჭირდება იმისთვის, ძველ კონდიციებს რომ დაუბრუნდეს. გიორგი იმედოვნებს, რომ დარჩენილი კარიერის განმავლობაში ტრავმები აღარ შეაწუხებს და ამ შემთხვევაში აუცილებლად შეძლებს დანაკარგის ანაზღაურებას.

ხიდეშელის არყოფნაში "ზესტაფონში" ძალიან ბევრი რამ შეიცვალა - ახლა გუნდს სხვა სამწვრთნელო შტაბი ჰყავს, წამყვანი ფეხბურთელების უმრავლესობამ სხვა კლუბებს მიაშურა.

"მართლაც ბევრი ცვლილება მოხდა და ამ ყველაფერს გვერდიდან ვუყურებდი. ვგრძნობ, რომ მოედანზე დაბრუნების შემდეგ განსაკუთრებული როლი დამეკისრება.

შევეცდები, ახალგაზრდა ფეხბურთელებს ჩემი გამოცდილება გავუზიარო და "ზესტაფონისთვის" სასარგებლო ფეხბურთელი ვიყო. დღეს გუნდს საუკეთესო პერიოდი არ უდგას, მაგრამ ერთობლივი ძალისხმევით მდგომარეობას აუცილებლად გამოვასწორებთ".

ამ სეზონში ხიდეშელს რეალურად მიაჩნია ევროსაზგურისთვის ბრძოლა და იმის იმედიც აქვს, რომ მალე "ზესტაფონს" კვლავ გაუჩნდება საჩემპიონო ამბიციები.

"წარმოუდგენელია, ტყუილად დაიკარგოს ის სამუშაო, რასაც "ზესტაფონის" თითოეული წევრი ასრულებს.

დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში ჩვენი გუნდი თავისი პოტენციალის შესაბამის ფეხბურთს ითამაშებს".

რა თქმა უნდა, გული სწყდება დაკარგული პერიოდის გამო. რომ არა ტრავმა, დღეს, დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრების წევრიც იქნებოდა და ძლიერ უცხოურ კლუბშიც ითამაშებდა, მაგრამ ფარ-ხმალის დაყრას არ აპირებს და სჯერა, რომ დაკარგულის ანაზღაურების საშუალება მიეცემა.

მალე "ზესტაფონს" გიორგი ხიდეშელის სახით ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი დაუბრუნდება.

გიორგი ხიდეშელი: ეს გამოცდა იყო... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა