26 ოქტომბერს, ინდოეთის გრანპრი ორი თავისუფალი პრაქტიკით დაიწყო
26 ოქტომბერს, ორი თავისუფალი პრაქტიკით დაიწყო ინდოეთის გრანპრი.

პირველმა ვარჯიშმა აჩვენა, რომ არც ერთ გუნდს არ ჰქონდა აშკარა უპირატესობა. საათნახევრიანი სესიის განმავლობაში, ლიდერი ძალიან ბევრჯერ შეიცვალა, თუმცა, საბოლოოდ, საუკეთესო დრო რბოლის შარშანდელ გამარჯვებულს სებასტიან ფეტელს ჰქონდა - 1:27,619. მისი კონკურენტები "მაკლარენიდან" და "ფერარიდან" საკმაოდ ახლოს იყვნენ ჩემპიონატის ლიდერთან.

ვარჯიშის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მასში მონაწილეობას ვერ მიიღებდა მექსიკელი სერხიო პერესი. ამიტომაც, მისი ადგილი "ზაუბერის" ბოლიდში ასევე მექსიკელმა ესტებან გუტიერესმა დაიკავა. სწორედ ეს ახალგაზრდა პილოტი გახდა ყველაზე სახიფათო შემთხვევის ავტორი - ის ძალიან ადრე შევიდა მეცხრე მოსახვევში, მანქანაზე კონტროლი დაკარგა და კინაღამ ბარიერს შეეჯახა.

სხვა მხრივ, ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა. რაღაც მომენტში ჯენსონ ბატონი ყველას 2.5 წამით უსწრებდა, მაგრამ ტემპი მუდმივად იზრდებოდა და კონკურენტებმა შეძლეს ბრიტანელის დაწევა. შემდეგ, ფეტელსა და ფერნანდო ალონსოს ზუსტად ერთნაირი დრო ჰქონდათ. მოგვიანებით, მათ შორის ბატონი ჩადგა, ალონსომ კი მხოლოდ 2 მეათასედით გაუსწრო ჰემილტონს.

უნდა აღვნიშნოთ ორი რეზერვისტის კარგი ტემპი - ვალტერი ბოტასმა "უილიამსში" თანაგუნდელ პასტორ მალდონადოს გაუსწრო, გიდო ვან დერ გარდემ კი თითქმის არაფერი დაუთმო "კატერჰემში" ვიტალი პეტროვს.

მეორე სესიის დაწყებიდან 20 წუთი იყო გასული, როცა ფელიპე მასა გადავარდა ტრასიდან - ის მე-11 მოსახვევში მოცურდა, თუმცა მანქანა სერიოზულად არ დაზიანებულა. რამდენიმე წუთში, იმავე ადგილას რომენ გროსჟანი მოსრიალდა, ორი წუთში კი მესამე მოსახვევში არ გაუმართლა ბრუნო სენას... ტრასის მდგომარეობას სანიმუშო ნამდვილად არ ეთქმოდა.

სესიის დასრულებამდე 40 წუთით ადრე, მასა ისევ ტრასის მიღმა აღმოჩნდა. ამჯერად, მანქანა მწყობრიდან გამოვიდა და ბრაზილიელს ბოქსებში დაბრუნება მოუწია.

ისევე, როგორც დილის ვარჯიშზე, ოქმს სათავეში ფეტელი ჩაუდგა, რომელმაც საუკეთესო დრო (1:26.221) რბილი საბურავით მოკლე წრეების სერიისას აჩვენა. წამზე ნაკლები წააგო გერმანელთან ექვსმა პილოტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"