ახლა კი დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ რიო ფერდინანდი ჩერნოგორიასთან ითამაშებს - ჯონ ტერიმ ზურგი იტკინა და თანაგუნდელებს გამოაკლდება...
ახლა კი დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ რიო ფერდინანდი ჩერნოგორიასთან ითამაშებს - ჯონ ტერიმ ზურგი იტკინა და თანაგუნდელებს გამოაკლდება. ტერიმ კვირას, დღის მეორე ნახევრში, ვეღარ ივარჯიშა. შემდეგ, ის ნაკრების ექიმებმა გასინჯეს და შეკრებიდან გაანთავისუფლეს. შეგახსენებთ, რომ 29 წლის ცენტრალურ მცველს ინგლისის ნაკრების ბოლო ორ შეხვედრაში არ უთამაშია - ორთავა კუნთი აწუხებდა. ახლა, ნეკნის პრობლემამ იჩინა თავი და ფაბიო კაპელოს კვლავ შემადგენლობის ხელახლა გააზრება მოუწევს.

თუმცა, ამ შემთხვევაში ვარაუდი იმისა თუ ვინ შეცვლის "ჩელსის" კაპიტანს, ადვილია: ტერის ადგილს, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ფერდინანდი დაიკავებს. ეს, იმას ნიშნავს, რომ ჯერ ერთი "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავი ამ სეზონში ნაკრებში პირველად ითამაშებს და მეორეც, მასზე კვლავ ალაპარაკედებიან, როგორც შესაძლო კაპიტანზე. კვლავ წამოიჭრება საკითხი: ვინ უკაპიტნებს ინგლისის ნაკრებს ფერდინანდი თუ სტივენ ჯერარდი?

სწორედ ამიტომ იდენდა ვარჯიშებზე ცხრ პირ ოფლს ფერდინანდი. საქმე ის გახლავთ, რომ მისი ადგილი, ჩერნოგორიელთა წინააღმდეგ, ინგლისელთა შემადგენლობაში არ იყო - ცნობილი გახლდათ, რომ ინგლისის ნაკრების დაცვის ცენტრს ფილ ჯეგიელკა და ზემოხსენებული ტერი გაამაგრებდნენ, მაგრამ... ჯერ ჯეგიელკა დაშავდა (ორთავა კუნთი იტკინა), შემდეგ კი მას ტერი მიემატა.

მაშ ასე, გაირკვა: ერთი ცენტრალური მცველი ფერდინანდი იქნება, მაგრამ ვინ იქნება მეორე? მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ ვეტერანს ჯოლიონ ლესკოტს შეუწყვილებენ. ცნობისათვის: 23 კცის შესავსებას ჯეგიელკას ნაცვლად კაპელომ შეკრებაზე გერი კეჰილი გამოიძახა, ხოლო ზურგმტკივანი აარონ ლენონის ადგილი სტიუარტ დაუნინგმა დაიკავა.

ზემოთ ვახსენეთ, რომ ფერდინანდი ვარჯიშებზე უკიდურეს მონდომებას ავლენდა. ამის მიზეზი ნაწილობრივ მოგახსენეთ, მაგრამ სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი, როგორც ეტყობა, კაპიტნის სამკლავურის დაბრუნება გახლდათ.

ვარჯიშებზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა დარენ ბენტმაც. ამბობენ, რომ თავდასხმაში უეინ რუნის მეწყვილე სწორედ ის იქნება. მან თავი სექტემბერში შვეიცარიელებთან შეხვედრაშიც გამოიჩინა - მოედანზე საფინალო სასტვენამდე 20 წუთით ადრე შესულმა ინგლისელთა მესამე გოლი შეაგდო.

ბოლოს კი ისევ ტერის დავუბრუნდეთ. "ჩელსის" კაპიტანმა ნაკრების ბაზის დატოვებს წინ თქვა:

"ნეკნებში იდაყვს თითქმის ყოველ შეხვედრაში მირტყამენ. სანამ შეკრებაზე გამოვემგზავრბოდი რენტგენზე გავეშუქე და, მადლობა ღმერთს, სერიოზული დაზიანება არ გამოჩნდა, მაგრამ ზურგი დაცემინებაზეც კი ძალიან მტკივდება".

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა