ერთად გავიხსენოთ, ყველაზე ცნობილი კონფლიქტები ნაკრების მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის
ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ყველა საუკეთესო ფეხბურთელი უნდა თამაშობდეს, თუმცა არაერთხელ მომხდარა, რომ მწვრთნელთან კონფლიქტის გამო, ესა თუ ის ფეხბურთელი ნაკრებს მიღმა დარჩენილია.

მოდით ერთად გავიხსენოთ, ყველაზე ცნობილი კონფლიქტები ნაკრების მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის და ეს სკანდალები ათეულის სახით წარმოვადგინოთ.

10. საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები - რაიმონ დომენეკი (2010).

2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრები ჯგუფში ჩარჩა, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც რაიმონ დომენეკის და მისი შეგირდების დაპირისპირება იყო.

ყველაფერი მექსიკასთან, მეორე ტურის მატჩის შესვენებაზე დაიწყო, როდესაც ნიკოლა ანელკა ნაკრების მთავარ მწვთნელს ეჩხუბა, ამას კი მთელი გუნდის პროტესტი მოჰყვა - მესამე ტურის მატჩის წინ, საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებმა სავარჯიშოდ გასვლაზე უარი თქვეს და გუნდის ავტობუსი არ დატოვეს.

ეს კონფლიქტი იმდენად მასშტაბური იყო, რომ მისი კვალი საფრანგეთის ნაკრების ბანაკში დღემდე შეიმჩნევა.

9. ანტონიო კასანო - მარჩელო ლიპი (2010)

მარჩელო ლიპიმ ანტონიო კასანო 2006 წლის მუნდიალზე არ წაიყვანა, მაგრამ მაშინ მწვრთნელის ამ გადაწყვეტილებას ყველა გაგებით შეხვდა, რადგან კასანოს "რეალში" ძალიან ცუდი სეზონი ჰქონდა, მაგრამ 2010 წელს "ფანტანტონიო" "სამპდორიაში" ბრწყინვალედ გაისარჯა და ბევრის აზრით, იმ პერიოდში საუკეთესო იტალიელი ფორვარდი გახლდათ, თუმცა ლიპიმ კასანო მუნდიალზე არც ამჯერად წაიყვანა.

სპეციალისტებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ლიპის კასანოს ხასიათი არ მოსწონდა და ფიქრობდა, რომ ანტონიო გუნდში სიტუაციას არევდა, თუმცა იტალიაში საუბრობდნენ იმაზე, რომ კასანოს მოძულების მთავარი მიზეზი სულ სხვა რამ იყო, კერძოდ ის, რომ ანტონიომ, თავის დროზე, მარჩელო ლიპის შვილს, დავიდე ლიპის, ვინც საფეხბურთო აგენტი იყო, მის კლიენტად გახდომაზე უარი უთხრა.

8. მიდო - ჰასან შეჰატა (2006)

მიდომ 2006 წლის აფრიკის ერთა თასის ნახევარფინალში შეცვლა ვერ აიტანა და მწვრთნელი ჰასან შეჰატა უშვერი სიტყვებით გამოლანძღა, არადა მის ნაცვლად შესულმა ამრ ზაკიმ უმალვე გოლი გაიტანა და "ფარაონები" ფინალში გაიყვანა.

მართალია, მიდომ ბოდიში იმავე დღეს მოიხადა, მაგრამ 6-თვიან დისკვალიფიკაციას მაინც ვერ გადაურჩა, რის გამოც კოტ დივუართან ფინალიც გამოტოვა, რომელიც მისმა ნაკრებმა მოიგო.

7. ფერნანდო რედონდო - დანიელ პასარელა (1998)

ფეხბურთელის მოძულების ყველაზე საოცარი და ამავე დროს სულელური მიზეზი დანიელ პასარელას ჰქონდა. არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი შეგირდებს თმის შეჭრას თხოვდა, რაზეც ფერნანდო რედონდოსგან უარი მიიღო.

"მე შესანიშნავ ფორმაში ვიყავი, მაგრამ მას დისციპლინასთან დაკავშირებით აკვიატებული იდეები ჰქონდა.

პასარელამ თმის დამოკლება მომთხოვა, მე კი ვერ მივხვდი რა კავშირი ჰქონდა ამას ფეხბურთის თამაშთან და უარი ვუთხარი" - განაცხადა მოგვიანებით ფერნანდო რედონდომ, რომელმაც მას შემდეგ ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ ერთხელ, მარსელო ბიელსას ხელმძღვანელობით ითამაშა.

6. როი კინი - მიკ მაკარტი (2002)

როი კინმა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ პრესასთან საკუთარი გუნდის მომზადების შესახებ ისაუბრა და მწვრთნელის მეთოდები გააკრიტიკა.

ამის შემდეგ მიკ მაკარტისთან საუბრის დროს, კინმა მას მსოფლიოს ჩემპიონატის "იქ" გაკეთება ურჩია, რის შემდეგაც მწვრთნელმა ის გუნდიდად დაითხოვა. ირლანდიამ საბოლოოდ ესპანეთთან წააგო, ხოლო კინი ამ დროს საკუთარი ძაღლის გასეირნებით იყო დაკავებული.

5. პოლ გასკოინი - გლენ ჰოდლი (1998)

გლენ ჰოდლმა პოლ გასკონი 22-კაციანი განაცხადში არ შეიყვანა, რასაც "გაზას" მწარე რეაქცია მოჰყვა - გასკოინი ჰოდლის სასტუმროს ნომერში ავიდა და იქაურობა მიწასთან გაასწორა. თავად გლენიც ამ დროს ნომერში იყო და მფრინავ ვაზებს თუ სხვა ავეჯს თავიდან იცილებდა.

მოგვიანებით მწვრთნელმა თქვა, რომ "გაზასგან" ხელით შეხებასაც ელოდა, მაგრამ პოლმა მხოლოდ ავეჯი დაამტვრია.

4. რუუდ გულიტი - დიკ ადვოკაატი (1994)

1994 წლის ჩემპიონატის წინ იოჰან კრუიფმა ჰოლანდიის ნაკრების გაწვრთნაზე უარი განაცხადა და გუნდის ახალ მწვრთნელად დიკ ადვოკაატი დაინიშნა.

ჰოლანდიელებს, კრუიფის უარის შემდეგ, რუუდ გულიტის იმედი ჰქონდათ, რომელსაც სანაკრებო კარიერა დასრულებული ჰქონდა, მაგრამ მუნდიალზე ნაკრებში თამაში გადაწყვიტა, თუმცა გულიტი ჩემპიონატზე მაინც ვერ გაემგზავრდა, რადგან ზედ ტურნირის დაწყების წინ ადვოკაატთან გუნდის ტაქტიკასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოუვიდა და მეორედ და უკვე საბოლოოდ დაასრულა სანაკრებო კარიერა.

3. შტეფან ეფენბერგი - ბერტი ფოგთსი (1994)

მუნდიალის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩის დროს შეცვლილმა შტეფან ეფენბერგმა, საკუთარ გულშემატკივრებს, რომლებიც "ეფეს" სტვენით შეხვდნენ, შუა თითი უჩვენა. ბერტი ფოგთსმა შეგირდს ჩემოდნები ჩაალაგებინა და სამშობლოში გაისტუმრა. მას შემდეგ, შტეფან ეფენბერგს გერმანიის ნაკრებში აღარ უთამაშია.

2. დავიდ ჟინოლა - ჟერარ ულიე (1993)

საფრანგეთის ნაკრებმა 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური ვერ მოიპოვა და ამაში მთავარ დამნაშავედ ყველამ, მათ შორის გუნდის მწვრთნელმა ჟერარ ულიემ, ერთი ადამიანი მიიჩნია - დავიდ ჟინოლა.

ბულგარეთთან გადამწყვეტი მატჩის ბოლო წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ჟინოლამ, ნაცვლად იმისა, რომ ბურთი კუთხურის ალმისკენ წაეღო, საჯარიმოში არაზუსტად ჩააწოდა, რასაც ბულგარეთის კონრტშეტევა და გოლი მოჰყვა, რომლის გამოც საფრანგეთი მუნდიალს მიღმა დარჩა.

დავიდ ჟინოლა, რომელსაც სამშობლოში "ფრანგული ფეხბურთის მკვლელი" შეარქვეს, ისეთ წნეხში მოექცა, რომ იძულებული გახდა საფრანგეთი დაეტოვებინა და სათამაშოდ "ნიუკასლში" გადასულიყო.

1. ჯორჯო კინალია - ფერუჩო ვალკარეჯი (1974).

იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთმა ვარსკვლავმა, სანაკრებო კარიერას წერტილი 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, ჰაიტისთან მატჩის დროს დაუსვა.

ვალკარეჯიმ კინალია 70-ე წუთზე შეცვალა, როდესაც იტალია 2:1-ს იგებდა. "ლაციოს" ფორვარდი ცვლილებას მტკივნეულად შეხვდა, მწვრთნელი სიტყვიერად და ჟესტიკულაციითაც გამოლანძღა, შემდეგ კი გასახდელში ჩავიდა და იქაურობა მიწასთან გაასწორა.

ვითომ ასეთი გაცხარების მიზეზი სამხრეთული ტემპერამენტი იყო? რაღაც არაგვგონია, კინალია ხომ უელსში დაიბადა და იქვე გაიზარდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"