საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, პირველ დივიზიონი მე-9 ტურის მატჩებით განახლდება
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში ევროთასების ორი ტურით გამოწვეული შესვენების შემდეგ, ჩემპიონატი მე-9 ტურის მატჩებით განახლდება.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში, საპლეიოფო ექვსეულში ქართველ მორაგბეთა ხუთი გუნდია. ესენია: "ტულონი", "ტულუზი", "კლემონი", "მონპელიე" და "კასტრი".

ტურის პირველი შეხვედრა კლერმონში გაიმართება, სადაც დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის ადგილობრივი გუნდი ბასკურ "ბიარიცს" დაუპირისპირდება.

"ვულკანებმა" "ჰაინეკენის თასზე" შესანიშნავად იასპარეზეს და ორი თამაშიდან ორივე დამაჯერებლად მოიგეს. საფრანგეთის ჩემპიონატში კი 28 ქულით მე-3 ადგილზე არიან.

"ბიარიცმა" ჩემპიონატი ბრწყინვალედ დაიწყო, მაგრამ მერე, გზადაგზა ტრავმების გამო ლიდერები დიმიტრი იაშვილი და იმალონ არინორდოკი დაკარგა. გუნდს კრიზისი დაეწყო და თამაშს თამაშზე აგებდა. ამის გამო ბასკებს ახლა 19 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილი უჭირავთ.

ზირაქაშვილი ამ მატჩისთვის სათადარიგოთა შორისაა, კოლელიშვილი განაცხადში არ არის.

გათამაშების ლიდერის დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიაქუტაძისა და ლევან ჩილაჩავს "ტულონი", რომელსაც 32 ქულა დაუგროვდა, შინ ეთამაშება ბასკეთის კიდევ ერთ გუნდს, აუტსაიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ "ბაიონს".

ჩვენებურთა ეს გუნდი წლეულს ბრწყინვალედ ასპარეზობს და თანაბრად აცხადებს პრეტენზიას, როგორც საფრანგეთის ჩემპიონატის, ისე "ჰაინეკენის თასის" გათამაშებაში. სავარაუდოდ, არასტაბილურად მოასპარეზე "ბაიონთან" ტულონელებს პრობლემა არ უნდა შეექმნათ და ლიდერობის გამყარება უნდა შეძლონ.

ქუბრიაშვილი სათადარიგოთა შორის იქნება, ჩილაჩავა და მიქაუტაძე განაცხადში არ არიან.

"ტულონს" ოთხი ქულით ჩამორჩება და მე-2 ადგილზეა ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზი".

ფრანგული რაგბის გრანდი სტუმრად ეთამშება კიდევ ერთი დიდ გუნდს, ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსეს".

პარიზელები კრიზისიდან თავის დაღწევას ვერაფრით ახერხებენ, თუმცა "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში შესანიშნავად იასპარეზეს და ორი თამაშიდან ორივე მოიგეს.

ანალოგიური შედეგი აჩვენა "ტულუზმაც", თუმცა საფანგეთის ჩემპიონები რანგით უფრო მაღალი დონის ტურნირში, "აჰაინეკენის თასის" გათამაშებაში ასპარეზობენ, სადაც მეტოქეებიც უფრო ძლიერები ჰყავთ, ვიდრე პარიზულ გუნდს.

და კიდევ, "ტულუზი" საკუთარ მოედანზე არ აგებს. სამწუხაროდ, ქართველი მორაგბეები ამ შეხვედრაში არ ითამაშებენ. კაკოვინს და ბრეგვაძეს ისევ ტრავმები აწუხებთ. ჟვანიამ კი ორი მატჩი ითამაშა "ემლინ ჩელენჯ კაპზე" და დასვენების საშუალება მისცეს.

მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე", რომელიც 23 ქულით მე-4 ადგილზეა, შინ ეთამაშება "გრენობლს". "ალპელები" ჩვენებურთა ამ გუნდს 22 ქულით კვალში უდგას. აღასინშნავია, რომ "გრენობლი" პირველი დივიზიონის დებიუტანტია და მისი ასე კარგი ასპარეზობა ბევრისთვის მოულოდნელი გამოდგა.

"მონპელიე" შინ იოლად არავის არაფერს უთმობს, მეტიც ის ფავორიტია. მით უფრო, რომ ეროვნული ნაკრებიდან არგენტინელებიც დაუბრუნდნენ და შერკინების ქართველი ბურჯი, მიხეილ ნარიაშვილიც გამოჯანმრთელდა. სამივე ქართველი მორაგბე მატჩისთვის გაფართოებულ, 24-კაციან შემადგენლობაში მოხვდა.

საპლეიოფო ექვსეულს ასრულებს ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი", რომელსაც 20 ქულა დაუგროვდა. კასტრელები სტუმრად ეთამაშებიან მე-12 ადგილზე მყოფ "აჟენს".

ჩვენებურთა გუნდი სტუმრად გაცილებით უარესად თამაშობს ვიდრე შინ, მაგრამ ამჯერად თითქმის ოპტიმალური შემადგენლობა შეკრიბა და გამორიცხული არ არის მასპინძლები გაწბილებულნი დატოვონ.

ფეიქრიშვილი გამოჯანმრთელდა და ძირითად შემადგენლობაშია.

I დივიზიონი

IX ტური

კლერმონი-ბიარიცი, სტად ფრანსე-ტულუზი, მონ დე მარსანი-ბორდო, აჟენი-კასტრი, ტულონი-ბაიონი, მონპელიე-გრენობლი, პერპინიანი-მეტრო რასინგი.

სატურნირო მდგომარეობა

1. ტულონი - 32 ქულა, 2. ტულუზი - 28, 3. კლერმონი - 28, 4. მონპელიე - 23, 5. გრენობლი - 22, 6. კასტრი - 20, 7. ბიარიცი - 19, 8. მეტრო რასინგი - 19, 9. პერპინიანი - 16, 10. სტად ფრანსე - 15, 11. ბაიონი - 15, 12. აჟენი - 14, 13. ბოროდო - 11, 14. მონ დე მარსანი - 1.

მორიგი, მეშვიდე ტურის შეხვედრები გაიმართება "კელტთა ლიგაში". შეგახსენებთ, რომ აქ მოასპარეზე დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგი" 12 ქულით მე-9 ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ ეს 12 ქულა ჩვენებურის გუნდმა საწყის ოთხ ტურში დააგორვა. მერე კი ზედიზედ ორი თამაში წააგო. ასევე წარუმატებლად იასპარეზა "ედინბურგმა" "ჰაინეკენის თასის" გათამშებაშიც, სადაც ორივე შეხვედრაში მშრალი ანგარიშით დამარცხდა.

მე-7 ტურში "ედინბურგი" შინ დაუპირისპირდება უელსურ "ჰლანეჰლის", რომელიც 20 ქულით მე-2 ადგილზეა. ბასილაია ტრავმირებულია და ვერ ითამაშებს.

კელტთა ლიგა

VII ტური

ნიუპორტი-ალსტერი, ედინბურგი-ჰლანეჰლი, მანსტერი-ზებრე, ოსფრიზი-ქონოთი, ბენეტონი-გლაზგო, ლენსტერი-კარდიფი.

სატურნირო მდგომარეობა

1. ალსტერი - 21 ქულა, 2. ჰლანეჰლი - 20, 3. გლაზგო - 18, 4. ლენსტერი - 17, 5. მანსტერი - 14, 6. ოსფრიზი - 14, 7. კარდიფი - 14, 8. ბენეტონი - 13, 9. ედინბირგი - 12, 10. ქონოთი - 10, 11. ნიუპორტი - 9, 12. ზებრე - 1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს