როგორც მოსალოდნელი იყო თსუ-სა და სტუს დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა
სუპერლიგის მეორე ტურში სტუდენტური დერბი გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო თსუ-სა და სტუს დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

მატჩის პირველი პერიოდი 18:14 "ტექნიკოსებმა" იმარჯვეს. თამაშის პირველი ნახევარი კი უკვე თსუმ 34:31 მოიგო. შეხვედრის მესამე პერიოდი 13:10 ისევ თსუს სასარგებლოდ დაფიქსირდა. ბოლო მეოთხედში 18:18, მაგრამ საბოლოო ანგარიში თსუ-ს სასრგებლოდ დაფიქსირდა - 65:59

რაც შეეხება კალათბურთელთა მონაგარს, თსუ-ს 20 ქულითა და 8 მოხსნით გივი ბაქრაძემ ულიდერა, 16 ქულა კი ვახტანგ ჩქარეულმა მოაგროვა. ტექნიკური უნივერსიტეტის რიგებში 16 ქულით გიორგი პირველაშვილი გამოირჩა, ხოლო 14 ქულა ტატო ჩაიჩიბაიამ მიითვალა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:

გიორგი ჩხეიძე (თსუ): "დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს ასეთი კარგი თამაშისთვის და მადლობა სტუ-ს გუნდს ასეთი დაძაბული და საინტერესო მატჩისთვის.

წინა თამაშისგან განსხვავებით დღეს ჩვენმა გუნდმა ბევრად უკეთ იასპარეზა. ვფიქრობ დაცვაში გამოვასწორეთ თამაში და ამის ხარჯზე ვაჯობეთ მეტოქეს. აღსანიშნავია, რომ დღეს იასპარეზა ახალმა ლეგიონერმა სერჟი ასელაინმა, რომელმაც მნიშვნელოვანი წილი დაიდო ჩვენს გამარჯვებაში.

წელის ტრავმის გამო ვერ ითამაშა ვასილ ბერუაშვილმა, რომლის ასპარეზობა მომავალ მატჩებში გუნდის ექიმის გადასაწყვეტია".

გია ტეტელაშვილი (სტუ): "უკმაყოფილო ვარ ჩვენი დღევანდელი ასპარეზობით. დაცვაში თამაში გამოვასწორეთ, მაგრამ ბევრი შეცდომა დავუშვით შეტევაში. დღევანდელი წაგებაში გარკვეული გავლენა იქონია ახალ დარბაზში გადასვლამაც. იმედია მომავალ მატჩებში ბიჭები უფრო შემართბით ითამაშებენ და სასურველ შედეგს მივაღწევთ".

გივი ბაქრაძე (თსუ): "სასიხარულოა ასეთ დაძაბულ მატჩში გამარჯვება, მით უფრო სტუდენტურ დერბიში. დუდუ დადინის მემორიალში ძლიერი გუნდები შეგვხვდნენ, სადაც ჩვენმა გუნდმა თავი სათანადოდ ვერ წარმოაჩინა. ვფიქრობ, მომავალ მატჩებში დავხვეწავთ ჩვენს თამაშს და ხარვეზებსაც გამოვასწორებთ".

გიორგი პირველაშვილი (სტუ): "ჩვენი გუნდი ახალი შეკრებილია. სულ ახლახანს შემოგვიერთდა სოსო შერმადინი და ბიჭები ჯერ კიდევ შეუთამაშებლები ვართ. ვფიქრობ ჯერ ყველაფერი წინ არის და ჩვენი გუნდი შეძლებს თავის ღირსეულად წარმოჩენას".

superleague.ge

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
თსუ-მ ბლექ ფორტრესიც დაამარცხა და სუპერლიგაში ლიდერობს
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...