საინტერესო გამოდგა "შსს აკდემიისა" და "სოხუმის" დაპირისპირება, რომელიც გარდამავალი უპირატესობით წარიმართა
თბილისის სპორტის სასახლეში საინტერესო გამოდგა შსს აკდემიისა და "სოხუმის" დაპირისპირება, რომელიც გარდამავალი უპირატესობით წარიმართა.

პირველ პერიოდში " სოხუმელებმა" იყოჩაღეს და 4 ქულა დაიბევეს აქტივში, თუმცა მეორე მეოთხედში "ძალოვნებმა" მოახერხეს თამაშის თავიანთ სასიკეთოდ შემობრუნება და პირველი ტაიმი 8 ქულით მოიგეს.

დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა თამაშის მეორე ნახევარი - მესამე პერიოდი "შსს აკადემიის" ლიდერობით დასრულდა, ბოლო მეოთხედში "ზღვისპირელებმა" იმძლავრეს, თუმცა ქულებით ვეღარ დაეწივნენ მეტოქეს და საბოლოოდ 90:100 დამარცხდნენ.

"შსს აკადემიის" მოგებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ლეგიონერებმა. აღსანიშნავია დეონტა ვონის შედეგი, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა - 16 ქულა, 11 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა. ორმაგი დუბლი მიითვალეს კირკ არჩიბექმა (30 ქულა და 13 მოხსნა) და ჩად პრევითმა (26 ქულა, 11 მოხსნა).

რაც შეეხება "სოხუმის" გუნდს, მის შემადგნელობაში 29 ქულით ირაკლი ჩლაიძე გამოირჩა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:

გეორგის კეცელიდისი (შსს აკადემია): "გამომდინარე სოხუმის დღევანდელი ასპარეზობისა, ამ მატჩში მეტოქეს უნდა გაემარჯვა. მადლობა ღმერთს რომ ასე გაგვიმართლა და საბოლოოდ გამარჯვება ჩვენს გუნდს დარჩა. სოხუმი დამარცხდა, მაგრამ მან ძალიან ლამაზი კალათბურთი აჩვენა.

მადლობა ყველა მოთამაშეს და მის მწვრთნელს. "სოხუმი"ახალგაზრდა გუნდია და მისგან ასეთ დიდ წინააღმდეგობას ნამდვილად არ მოველოდი.

რაც შეეხება სუპერლიგის ოფიცილაური ვებ-გვერდის ტექსტურ რეპორტაჟს, მოხარული და მივესალმები ყველა საკალათბურთო სიახლეს. აგრეთვე მსურს რამდენიმე სიტყვა ვთქვა სუპერლიგის ახალ სეზონთან დაკავშირებით, რომელიც ვფიქრობ წელს შარშანდელთა შედარებით გაცილებით მაღალი დონის იქნება.

წლევანდელ სეზონში ბევრი დაბალანსებული გუნდი მონაწილეობს და კიდევ უფრო განსხავვებული ჩემპიონატს ვიხილავთ. მინდა აღვნიშნო ლეგიონერების შესახებაც. მიმაჩნია, რომ სუპერლიგაში მათი ასპარეზობა ქართველი კალათბურთელების კლასის ამაღლებას ხელს დიდად შეუწყობს".

ვაჟა კვარაცხელია (სოხუმი): "ვულოცავ გეორგის კეცელიდისს ამ გამარჯვებას რომელიც თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია. "შსს აკადემიას" უნდა მოეგო ეს თამაში და ასეც მოხდა.

"სოხუმის" კალათბურთელებს აკლიათ სათანადო გამოცდილება და მაღალი კლასი, ამიტომ განსაკუთრებული მადლობა ბიჭებს ასეთი თავგანიროლი ბრძოლისთვის.

რაც შეეხება სუპერლიგის ვებ-გვერდის საიახლეს, აღფრთოვანებული ვარ ტექსტური რეპორტაჟით და მოხარული ვარ რომ კალათბურთის დონე საქართველოში ყველა მხრივ იზრდება".

ჩად პრევითი (შსს აკადემია): "ძალიან ვისიამოვნე დღევანდელი მატჩით. "სოხუმი" კარგი გუნდია და მისი წინააღმდეგობით სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ.

მატჩის პერიოდში გვქონდა გარკვეული ჩავადნა გვქონდა მაგრამ ეს კსლათბურთში ბუნებრივი მომენტია. საბედნიეროდ ბოლო მეოთხედში ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდა და ის შედეგი დავაფიქსირეთ რომელიც გვსურდა".

ირაკლი ჩლაიძე (სოხუმი): "მივულოცავ "შსს აკადემიას" ამ გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებ მომდევნო მატჩებში. დღევანდელი მატჩი წაგებას არაერთი მიზეზი ჰქონდა.

ბევრი შეცდომა დავუშვით დაცვაში, წავაგეთ ფარიც. ბიჭებმა ბევრი ვიომეთ, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ გამარჯვება მეტოქეს დარჩა. მომავალ მატჩებში კიდევ უფრო მეტს ვიშრომებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ძლიერი გუნდის დამარცხება შევძლოთ".

superleague.ge

22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"