სუპერლიგის მეორე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი "არმია" და "ქუთაისი" შეხვდნენ
სუპერლიგის მეორე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი "არმია" და "ქუთაისი" შეხვდნენ.

თავდაცვის სამინისტროს გუნდმა პირველი მეოთხედი 11:18 დათმო, თუმცა ახალი არ არის რომ "ევროჩელენჯზე" მოასპარეზე კლუბი მობილიზებას მალევე ახერხებს და ასეც მოხდა. "არმიელები" მეორე პერიოდში 15 ქულით წინ წავიდნენ და დიდ შესვენებაზე 8-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.

შეხვედრის მეორე ნახევარი ლიდერის უპირატესობით დაიწყო, მესამე პერიოდში ანაგარიში 19:13. მოქმედმა ჩემპიონმა თამაში სტაბილურად მიიყვანა ბოლომდე და საბოლოო ჯამში 20 ქულით, 78:58 მოიგო.

რაც შეეხება კალათბურთელთა მონაგარს. მოგებულთაგან ორმაგი დუბლის ავტორი ლამაინ ვილსონი გახდა 11 ქულითა და 10 მოხსნით. მეორე ლეგიონერი მარკუს ფეისონი კი 14 ქულით გამოირჩა. "ქუთათურებს" 13 ქულით ბუბა კვიმსაძემ ულიდერა.

მატჩის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გაიმართა პრესკონფერენცია, რომელსაც "არმიასა" და "ქუთაისის" მწვრთნელები და მოთამაშეები დაესწრნენ.

კოტე ტუღუში (არმია): "წინ საინტერესო და დაძაბული სეზონი გველოდება. ამის წინაპირობა ნამდვილად არსებობს, რადგან წლევანდელ ჩემპიონატში ბევრი დაბალანსებული გუნდი მონაწილეობს. რაც შეეხება შეხედრას, ვფიქრობ ურიგო მატჩი არ ყოფილა.

"ქუთაისმა" დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია, რის გამოც მეორე პერიოდში თამაშის შეცვლა მოგვიწია და ვიასპარზეთ მთლიანად უკანახაზელებით, რამაც გაამართლა და მეტოქემ სისწრაფით ვეღარ დაგვჯაბნა.

მოხარული ვარ რომ სეზონში პირველი გამარჯევება მოვიპოვეთ და ერთ-ერთი ლიდერი "ქუთაისი" დავამარცხეთ".

დავით უსტიაშვილი (ქუთაისი): "მივულოცავ "არმიას" ამ გამარჯვება და წარმატებას ვუსურვებ "ევროჩელენჯზე". ვფიქრობ ეს გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ შემდეგ ეტაზე გავიდეს და ქრთველი გულშემატკივრები გაახაროს.

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ჩვენმა გუნდმა პირველი ტაიმი კარგად დაიწყო, მაგრამ გამოცდილებამ თავისი გაიტანა. ვეცდებით გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები.

სეზონის დასაწყისია და ბუნებრივია უამრავი ხარვეზი გვაქვს. სამწუხაროდ ქუთაისი ამხანაგურსშეხვედრებს ვერ მართავს, შესაბამისად თამაშიდან თამაშამდე დავიხვეწებით და სათანადო ფორმაში ჩავდგებით. ვფიქრობ, მეორე წრეში არმიის გუნდს ქუთაისში ბევრად უფრო გაუჭირდება თამაში ვიდრე დღეს".

ვლადიმერ ბოისა (არმია): "დუდუ დადიანის მემორიალის შემდეგ მეორედ ვეთამაშეთ "ქუთაისს" და ვფიქრობ დღეს ბევრად უკეთესად ვიასპარეზეთ.

დღევანდელი მატჩისთვის მწვრთნელმა სათანადოდ მოგვამზადა. მიმაჩნია, რომ თუნდაც ჩვენი გამოცდილების ხარჯზე ქუთაისშიც იგივე შედეგს დავაფიქსირებთ".

ბუბა კვიმსაძე (ქუთაისი): "ყველასთვის სასიხარულოა რომ დაძაბული ჩემპიონატის მოლოდინში ვართ. გუნდები გაძლიერებულნი არიან და საინტერესო ბრძოლა იქნება. ვულოცავ არმიას ამ გამარჯვებას და კიდევ უფრო დიდ წარმატებას ვუსურვებ. მეტოქემ დამსახურებულად იმარჯვა. ვეცდებით ქუთაისში ღირსეული მეტოქეობა გავუწიოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად