კენი დალგლიში ამბობს, "ლივერპულის" ახლანდელი კრიზისის შემყურე ლეგენდარული ბილ შენკლი ალბათ საფლავში ბრუნავსო. თუ ვინმემ არ იცის ვინ იყო ბილ შენკლი, მოვახსენებთ...
კენი დალგლიში ამბობს, "ლივერპულის" ახლანდელი კრიზისის შემყურე ლეგენდარული ბილ შენკლი ალბათ საფლავში ბრუნავსო. თუ ვინმემ არ იცის ვინ იყო ბილ შენკლი, მოვახსენებთ: ეს გახლდათ მწვრთნელი, რომელმაც მერსისაიდში ის საფუძველი ჩაჰყარა, რომელზეც 1970-იან და 80-იან წლებში ენით აუწერელი სიმაღლის კლუბი წამოიჭიმა. თავად ლეგენდარულმა დალგლიშმა კი თქვა:

"ბილ შენკლიმ დაუმარცხებელ "ლივერპულს" ჩაუყარა საფუძველი. ის "ენფილდ როუდზე" გამარჯვებულის მენტალიტეტს ნერგავდა და ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მის პირმშოსთან დაკავშირებით ოდესმე ახსენებდნენ ისეთ სიტყვებს როგორებიცაა "ადმინისტრატორებისთვის გადაცემა", "სასამართლო გარჩევა" და "მეპატრონეთა დავა"."

შეგახსენებთ, რომ ამერიკული კორპორაცია New England Sports Ventures, რომელიც ყველაზე მეტად იმითაა ცნობილი, რომ ბეისბოლის ლიგის გუნდ "ბოსტონ რედ სოქსს" ფლობს, "ლივერპულის" ახლანდელ მეპატრონეთაგან გამოსყიდვას 300 მილიონ ფუნტად ცდილობს.

დალგლიშმა დასძინა: "ეჭვი არ მეპარება, რომ ფანების უმეტესობა კლუბის გაყიდვას მიესალმება, თუმცა მათთვის მეპატრონეთა ვინაობას იმდენი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენიც წარმატებას საფეხბურთო მოედანზე. ლივერპული ის ქალაქია, სადაც ჭიქა ნახევრად სავსე ჰგონიათ და არა ცრიელი. "ენფილდ როუდზე" საოცარი იუმორი სუფევს და შეუძლებელია სეთი სულისკვეთბის ქალაქსა და მის კლუბს წარმატებამ დიდხანს აქციოს ზურგი.

თუმცა, მედალს მეორე მხარეც აქვს: ტომ ჰიკსისა და ჯორჯ ჯილეტის სამწლიანმა "ბატონობამ" აქაურობას ღრმა კვალი დააჩნია და ნებისმიერი ახალი მეპატრონისთვის ძალიან მნიშვნევანი იქნება ლივერპულელი ფანების იმაში დარწმუნება, რომ ჯერ ერთი დიდხანს და ერთგულად აპირებს "ლივერპულში" მუშაობას და მეორეც დიდძალი ვალის გადამხდელია.

და კიდევ, არ ვიცი ახალ სტადიონს ააგებენ თუ "ენფილდ როუდის" ტევადობას გაზრდიან, მაგრამ თამაშებს მეტი ხალხი უნდა დაესწროს".

"ლივერპულის" ახალი მეპატრონის ხელში გადასვლაზე თავისი აზრი გამოთქვა გუნდის ესპანელმა მეკარემ პეპე რეინამაც. მან თქვა:

"ჯერ ძალიან ადრეა იმის თქმა, რომ "ლივერპულს" ახალი მეპატრონე ჰყავს. კლუბში დიდი ქაოსია და ამ ქაოსს დაწყნარება სჭირდება. მოკლედ, ძალიან ვღელავ. კლუბის ბედი მნიშვნელოვანწილად ამ მბებზეა დამოკიდებული, მაგრამ იმავდროულად არ მტოვებს შეგრძნება, რომ რამდენიმე თვეში ყველაფერი შემოტრიალდება. ჩვენ თამაშების მოგებას დავიწყებთ. მოკლედ, დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი...

თუ კლუბს მართლა გაკოტრებულად ცნობენ და ცხრილში 9 ქულას დააკლებენ, ეს დიდი დარტყმა იქნება. მართალია, მე ვფიქრობ, რომ 9 ქულის დაკლების შემთხვევაშიც კი ჩვენ შეგვიძლია ცხრილის ზედა ნაწილში დავკავოთ ადგილი, მაგრამ ამაზე ლაპარაკიც არ მინდა".

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა