სტამბულში გამართული წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში სერენა უილიამსმა მარია შარაპოვა 6:4, 6:3 დაამარცხა
სტამბულში დასრულდა ქალთა პროფესიული ტურის სეზონი. ფინალში ამ მომენტისთვის ორი საუკეთესო ჩოგბურთელი შეხვდა ერთმანეთს. თუმცა, სანამ გადამწყვეტ შეხვედრაზე ვისაუბრებდეთ, ნახევარფინალები უნდა მიმოვიხილოთ.

რა თქმა უნდა, გამორჩეული იყო მატჩი მარია შარაპოვასა და ვიქტორია აზარენკას შორის. ბელორუსმა წელს ბევრჯერ გაამწარა რუსი. ამიტომაც მარიას თავისი ანგარიშები ჰქონდა მსოფლიოს პირველ ჩოგანთან.

შარაპოვამ თავის სტილში დაიწყო - შეტევაზე გადავიდა, ხშირად რისკავდა და ამან თავიდან ბევრი შეცდომა გამოიწვია. პირველი ოთხი გეიმიდან მან ორი დაძაბულ ბრძოლაში აიღო, ორიც ნულზე წააგო, მაგრამ შემდეგ შარაპოვამ დაალაგა თამაში თავის მოწოდებაზე, აზარენკა კი ხშირად ეხმარებოდა მეტოქეს არაზუსტი დარტყმებით.

თუმცა ტურნირის დაწყებიდან ჩანდა, რომ აზარენკა არ იყო ფორმის პიკზე. შედეგად, შარაპოვამ ბელორუსის დახმარებით ბრეიკი გააკეთა მეხუთე გეიმში და შეძლო მინიმალური უპირატესობის შენარჩუნება - 6:4.

მეორე სეტში მარიას ბრწყინვალე სტარტი გამოუვიდა - რუსმა რამდენიმე შესანიშნავი შეტევა განახორციელა და მაშინვე გააკეთა ბრეიკი, შემდეგ კი მეორედ აიღო მეტოქის მოწოდება. ვიქტორიამ 0:4-ზე შეძლო შარაპოვას შეჩერება, როცა თავისი გეიმი ბრეიკ-პოინტიდან გადაარჩინა.

შემდეგ გეიმში აზარენკამ ბრეიკისთვის ბევრი იბრძოლა და ჩოგბურთელებმა მატჩში ყველაზე ხანგრძლივი გეიმი ითამაშეს. ვიქტორიას მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა; სამაგიეროდ, რვა გეიმბოლი მოიგერია, თუმცა მარიამ მაინც აიღო თავისი მოწოდება და 5:1 დაწინაურდა.

რთული სათქმელია, როგორ განვითარდებოდა მატჩში მოვლენები, აზარენკას ამ გეიმში ბრეიკი რომ გაეკეთებინა. ამის შემდეგ რუსმა იოლად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე - 6:4, 6:2.

ამ წაგების მიუხედავად, აზარენკამ მთავარ მიზანს მიაღწია - ჯგუფში ორი მატჩი მოიგო და ამით წლის ბოლომდე შეინარჩუნა რეიტინგში პირველი ადგილი.

მეორე ნახევარფინალში სერენა უილიამსი და აგნიეშკა რადვანსკა ხვდებოდნენ ერთმანეთს. დღევანდელ ქალთა ტურში რთულია იპოვო ჩოგბურთელი, რომელიც ოპტიმალურ ფორმაში მყოფ ამერიკელს წინააღმდეგობას გაუწევს. ვერც აგნიეშკამ შეძლო ამის გაკეთება.

ბრძოლა მხოლოდ თითოეული სეტის საწყის გეიმებში იყო, ისიც ამერიკელის უნებლიე შეცდომების გამო. ხუთი გეიმის განმავლობაში უილიამსმა 12 უნებლიე შეცდომა დაუშვა, დარჩენილ 10 გეიმში კი - მხოლოდ ხუთი.

როგორც კი სერენამ თამაში გამოასწორა, მისი უპირატესობა აქტიურობასა და სისწრაფეში ძალიან სერიოზული იყო. თანაც პოლონელმა ბოლომდე ვერ მოასწრო აღდგენა მარია შარაპოვასთან და სარა ერანისთან უმძიმესი მარათონების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფურ რაუნდში პოლონელმა ჩოგბურთელმა 9 კილომეტრი ირბინა, ამერიკელმა - მხოლოდ 3.6.

შედეგად, უილიამსმა დამაჯერებლად აიღო პირველ სეტში დარჩენილი გეიმები, მეორეში კი საწყის გეიმებში მცირე მოდუნების შემდეგ კიდევ ერთი სპურტი განახორციელა - 6:2, 6:1.

28 ოქტომბერს გაიმართა ფინალური მატჩი. რა თქმა უნდა, ფავორიტი სერენა უილიამსი იყო, რომელმაც ბოლოს შარაპოვასთან 2004 წელს, სწორედ წლის შემაჯამებელ ტურნირზე წააგო და მას შემდეგ ზედიზედ რვაჯერ დაამარცხა რუსი. თანაც, ძირითადად, ამას ძალიან დამაჯერებლად აკეთებდა. მაგალითად, წლევანდელ ოლიმპიადაზე მარიამ მხოლოდ ორი გეიმის აღება მოახერხა.

სტამბულის ფინალი ორივე ჩოგბურთელმა თავის მოწოდებაზე დამაჯერებელი თამაშით დაიწყო. მოწოდებისას ამერიკელი არ აძლევდა მეტოქეს ისეთ საჩუქრებს, როგორც ეს ჯგუფურ ეტაპზე ხდებოდა. სეტის შუაში კი სერენამ მიღებაზეც გამოასწორა თამაში და ამან მას ბრეიკი მოუტანა. მარიას კი უილიამსის გეიმებზე არანაირი შანსი არ ჰქონდა. ამერიკელის სეტზე ჩაწოდებისას მან ორ სეტბოლი მოიგერია, მაგრამ მესამეზე ეისი დაფიქსირდა - 6:4.

შარაპოვამ მეორე სეტში ბევრი ვერაფერი შეცვალა. მის მოწოდებაზე პირველივე გეიმი ამერიკელს ერგო. მეტოქის მოწოდების აღების ერთადერთი შანსი მას მეოთხე გეიმში მიეცა, როცა 30:0 დაწინაურდა, მაგრამ უილიამსმა მაშინვე მოუმატა თამაშს და შეტევაში ზედიზედ რამდენიმე ქულა აიღო.

ოლიმპიადის ფინალისგან განსხვავებით, შარაპოვამ განადგურება არ დაუშვა, რადგან შედარებით კარგად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე, მაგრამ მიღებაზე ერთი ბრეიკ-პოინტიც ვერ მოიპოვა. სერენამ უმაღლესი დონის ჩოგბურთი აჩვენა. მისი სტატისტიკა თითქმის იდეალური იყო - 14 უნებლიე შეცდომა და 40 ვინერსი! ბოლო გეიმში კი უილიამსმა სამი ეისი შეასრულა - 6:4, 6:3!

ასე რომ, სერენამ მესამედ მოიგო წლის შემაჯამებელი ტურნირი; აგრეთვე, ამერიკელი სეზონის ლიდერი გახდა ტიტულების რაოდენობით (7), მაგრამ რეიტინგში მესამე ადგილზე დარჩა აზარენკასა და შარაპოვას უკან.

WTA Championships

სტამბული (თურქეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 4 900 000 დოლარი

1/2-ფინალი

მარია შარაპოვა (რუს, 2)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 1) 6:4, 6:2; სერენა უილიამსი (აშშ, 3)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 4) 6:2, 6:1.

ფინალი

სერენა უილიამსი (აშშ, 3)-მარია შარაპოვა (რუს, 2) 6:4, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა