29 ოქტომბერს ფუტსალის ფედერაციის წევრებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც პორტუგალიის ნაკრებთან ამხანაგური მატჩები შეაფასეს
29 ოქტომბერს ფუტსალის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან ცქიტიშვილმა, გენერალური მდივანმა ბექა კვიციანმა, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა და საპატიო პრეზიდენტმა კახაბერ დევდარიანმა პრესკონფერენცია გამართეს.

ჟურნალისტებთან შეხვედრის მთავარი თემა ეროვნული ნაკრების პორტუგალიაში გამართული ამხანაგური მატჩების შეფასება და სამომავლო გეგმები იყო.

შეგახსენებთ, რომ 24 და 25 ოქტომბერს საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა პორტუგალიაში ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. პირველი მატჩი ჩვენმა გუნდმა ანგარიშით 4:2 მოიგო, რაც ქართველი ქომაგისთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო (იხილეთ ვიდეო).

მეორე მატჩი კი საქართველოს ნაკრებმა დიდი ანგარიშით, 0:8 წააგო.

ავთანდილ ასათიანი: "პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო ჩვენი ბიჭების გამარჯვება. მთავარია, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ თამაში შეგვიძლია, ვირწმუნეთ საკუთარი ძალების და ბიჭებს გარჯა დაუფასდათ.

მართალია, მეორე შეხვედრა წავაგეთ, მაგრამ ამაზე გაჩერება არ ღირს და გვსურს, რომ მომავალშიც გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი".

კახა დევდარიანი: "პირველ რიგში, ვულოცავ საქართველოს ნაკრებს ამ მოგებას. ასეთი გამარჯვებები ჯერ არ გვქონია, ამიტომ ეს რომ განმეორდეს, აუცილებლად გვჭირდება განვითარება.

ხოლო ამისთვის კი დახმარება გვჭირდება. არ გვაქვს დარბაზი, სადაც ნაკრები მოემზადება. ვაპირებთ ამ საკითხის დაყენებას და შეძლებისდაგვარად ყველაფერს ვიზამთ, რომ საქართველოში ფუტსალი უფრო მეტად განვითარდეს და წინ წავიდეს".

ლევან ცქიტიშვილი: "მინდა ბიჭებს წარმატება მივულოცო. ასეთ ნაკრებთან გამარჯვება ნამდვილად არაა იოლი. ამჟამად ჩვენი საქმე წინ მიიწევს და გაჩერებას არ ვაპირებთ".

ბექა კვიციანი: "პორტუგალიის ფუტსალის ფედერაცია ძალიან გვეხმარება. ჩვენი ბოლო ვიზიტის დროს პორტუგალიელებმა სპორტული ინვენტარი გვაჩუქეს და მუდამ მხარში გვიდგანან.

ასევე, მინდა გითხრათ, რომ პორტუგალიის ნაკრები საქართველოში აპირებს ჩამოსვლას და ამხანაგური მატჩების გამართვას. პორტუგალიელები სავარაუდოდ აპრილში ჩამოვლენ".

თორნიკე დვალის ფოტო

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე