ამ კვირას მამაკაცი ჩოგბურთელები წლის შემაჯამებელი ტურნირის წინ ბოლო რეპეტიციას გაივლიან
ამ კვირას მამაკაცი ჩოგბურთელები ბოლო რეპეტიციას გაივლიან წლის შემაჯამებელი ტურნირის წინ, რომელიც მომავალ ორშაბათს აიღებს სტარტს. ამჟამად ATP-ის თითქმის ყველა წამყვანი მოთამაშე პარიზშია ჩასული, სადაც წლის ბოლო "მასტერსი" იმართება.

29 ოქტომბერი. ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის დედაქალაქში ვერ ითამაშებს ამ ტურნირის შარშანდელი ჩემპიონი, მსოფლიოს პირველი ჩოგანი როჯერ ფედერერი. შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა წლის შემაჯამებელი ტურნირისთვის ერთკვირიანი პაუზის აღება გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ როჯერმა გასულ კვირას ბაზელის ტურნირზე ითამაშა და იქ სამ სეტში წააგო ფინალური მატჩი არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროსთან.

"პარიზში არ ჩავალ და ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ერთი წლის წინ მე აქ შესანიშნავი ტურნირი ვითამაშე და არ მინდოდა, ამჯერად გამეწბილებინა საფრანგეთში საკუთარი გულშემატკივრები.

ამ მომენტისთვის გარკვეული პრობლემები მაქვს და ლონდონის სტარტის წინ არ მინდოდა რისკზე წასვლა", - განუცხადა სააგენტო AP-ს შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა.

ამ ინფორმაციიდან გამომდინარეობს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ამბავი - პარიზში ფედერერის უთამაშებლობა იმას ნიშნავს, რომ 2012 წლის შედეგების მიხედვით, ამ სეზონს პირველი ჩოგანის რანგში დაასრულებს სერბი ნოვაკ ჯოკივიჩი.

როჯერს აღარ აქვს პირველობის შენარჩუნების შანსი, რადგან მან ვერ დაიცვა ბაზელში მოპოვებული შარშანდელი ქულები და ათას ქულას დაკარგავს პარიზში არჩასვლის გამო.

ასე რომ, ჯოკოვიჩი ზედიზედ მეორედ დაასრულებს წელს პირველი ჩოგანის რანგში. მან რეიტინგში პირველი ადგილი 53-კვირიანი ლიდერობის შემდეგ, 9 ივლისს დაკარგა და მომავალი ორშაბათიდან ისევ დაიბრუნებს პირველ პოზიციას.

აქვე შეგახსენებთ იმ ჩოგბურთელთა სრულ სიას, რომლებმაც წლების მიხედვით პროფესიული ტურის სეზონი პირველი ნომრის რანგში დაასრულეს:

2012 ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი)

2011 ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი)

2010 რაფაელ ნადალი (ესპანეთი)

2009 როჯერ ფედერერი (შვეიცარია)

2008 რაფაელ ნადალი (ესპანეთი)

2007 როჯერ ფედერერი (შვეიცარია)

2006 როჯერ ფედერერი (შვეიცარია)

2005 როჯერ ფედერერი (შვეიცარია)

2004 როჯერ ფედერერი (შვეიცარია)

2003 ენდი როდიკი (აშშ)

2002 ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრალია)

2001 ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრალია)

2000 გუსტავო კუერტენი (ბრაზილია)

1999 ანდრე აგასი (აშშ)

1998 პიტ სამპრასი (აშშ)

1997 პიტ სამპრასი (აშშ)

1996 პიტ სამპრასი (აშშ)

1995 პიტ სამპრასი (აშშ)

1994 პიტ სამპრასი (აშშ)

1993 პიტ სამპრასი (აშშ)

1992 ჯიმ კურიე (აშშ)

1991 სტეფან ედბერგი (შვედეთი)

1990 სტეფან ედბერგი (შვედეთი)

1989 ივან ლენდლი (ჩეხეთი)

1988 მატს ვილანდერი (შვედეთი)

1987 ივან ლენდლი (ჩეხეთი)

1986 ივან ლენდლი (ჩეხეთი)

1985 ივან ლენდლი (ჩეხეთი)

1984 ჯონ მაკინროი (აშშ)

1983 ჯონ მაკინროი (აშშ)

1982 ჯონ მაკინროი (აშშ)

1981 ჯონ მაკინროი (აშშ)

1980 ბიორნ ბორგი (შვედეთი)

1979 ბიორნ ბორგი (შვედეთი)

1978 ჯიმი კონორსი (აშშ)

1977 ჯიმი კონორსი (აშშ)

1976 ჯიმი კონორსი (აშშ)

1975 ჯიმი კონორსი (აშშ)

1974 ჯიმი კონორსი (აშშ)

1973 ილიე ნასტასე (რუმინეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე