ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მსოფლიოს გუნდური პირველობა - სამი ქართული განზომილება ბრაზილიაში

მსოფლიოს გუნდური პირველობა - სამი ქართული განზომილება ბრაზილიაში

ბრაზილიაში ირაკლი ცირეკიძის ხვედრი ბრინჯაოს მედალი აღმოჩნდა
მოგეხსენებათ, 29 ოქტომბერს, გამთენიისას, ბრაზილიურ სალვადორში დასრულდა მსოფლიოს გუნდური პირველობა ძიუდოში, რომელშიც ქალთა შეჯიბრება იაპონელთა, ვაჟთა კი რუსთა ზეობით წარიმართა, ჩვენი ვაჟთა ნაკრები კი მესამეზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ რუსებისთვის ეს პირველი ჩემპიონობა იყო, ჩვენებმა კი ორჯერ მოიგეს - 2006 წელს პარიზულ ფინალში სწორედ რუსებს აჯობეს, მეორე წარმატებას კი ტოკიოში მიაღწიეს, როცა ფინალში უზბეკებს 4:2 სძლიეს.

გუნდმა ორივე წარმატებას შოთა ხაბარელის ხელში მიაღწია, რომელიც ზუსტად მეორე გამარჯვების შემდეგ გაუშვეს თანამდებობიდან.

საერთოდ, ამ ტურნირის ისტორია 1994 წლიდან იწყება. წლეულს მეცხრედ გაიმართა, ჩემპიონობა კი აქამდე სულ სამად-სამ გუნდს ეზეიმა - იაპონია 4-ჯერ ფლობდა უძლიერესის წოდებას, ჩვენ და საფრანგეთი კი - 2-2-ჯერ, თუმცა ფრანგებმა ორივეჯერ შინაურ კედლებში მოიგეს.

რუსებმა მთელი ტურნირი ძალიან ძლიერად ჩაატარეს. ვერ გეტყვით, რა სისხლი გადაუსხა ამ გუნდს იტალიელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ეციო გამბამ, მაგრამ ლონდონის ოლიმპიადაზე მოპოვებული ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ გუნდი კვლავაც აგრძელებს წარმატებას.

აკი წერენ კიდეც რუსები, ეს ოქრო ოლიმპიური მიღწევის გაგრძელებააო. არადა, ნაოლიმპიადევი ხალხიდან ამჯერად მხოლოდ მსოფლიო სამგზის მძიმეწონოსანი ჩემპიონი, ლონდონური ფინალის მონაწილე ალექსანდრ მიხაილინი ჭიდაობდა, თორემ დანარჩენ წონებში სულ სხვები აჭიდავეს.

იმათგანაც ტიტულოვანი მხოლოდ ევროპის ორგზის ჩემპიონი სირაზუდინ მაგომედოვი (81) იყო, თუმცა ამ გუნდითაც კი დიდ წარმატებას მიაღწიეს. რუსებმა ყველა შეხვედრაში ძლიერად იჭიდავეს და უმეტესად დამაჯერებლად მოიგეს.

წარმატების საიდუმლო გამბას სავარჯიშო სისტემაში და ახლებურ მიდგომებში უნდა ვეძებოთ - ის თავის გამოჩენის შანსს ყველას აძლევს, ჩვენი სათადარიგოები კი შეჯიბრებებით ასე განებივრებულნი ვერ არიან.

ამიტომ გვიჭირს ლიდერთა სრულფასოვანი შეცვლა, როცა ამის საჭიროებაა. თუმცა იმას არ ვამბობთ, თითქოს ამჯერად მეორე ნომრებმა ვერ გაამართლეს. პირიქით - კიდევ ერთხელ ვადასტურებთ გუშინდელ ნათქვამს, რომ ბევრმა მათგანმა ადრინდელზე უკეთ იასპარეზა და სიურპრიზი შემოგვთავაზა.

წლეულს ჩვენმა ნაკრებმა ჩელიაბინსკში გამართული ევროპის პირველობა მოიგო - ფინალში იქაც რუსებს აჯობეს, თუმცა სეზონში დუბლი ვეღარ გაახერხეს.

ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან 5-დან ორ წონაში უპირველესი ლიდერების გარეშე ვჭიდაობდით - 66 კილოგრამში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ჯერაც თიაქარის ოპერაციის შემდგომ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის, მძიმე წონაში კი ლიდერთა შეკრება ობიექტურ-სუბიექტური მიზეზების გამო ვერა და ვერ მოხერხდა.

საბოლოოდ ჩვენები იაპონიასთან დამარცხდნენ და 2:2-ზე გადამწყვეტი სწორედ მძიმეწონოსანთა შერკინება გამოდგა. არ გვინდა, ვინმემ ისე გაგვიგოს, რომ თითქოს ამ შეხვედრაში მარცხისთვის ახალგაზრდებში ევროპის წლევანდელ ჩემპიონ ლევან მატიაშვილს ვაკრიტიკებთ, მით უფრო, მეტოქედ მსოფლიოს ჩემპიონი დაიკი კამიკავა ჰყავდა, მაგრამ ვფიქრობთ, ადამ ოქრუაშვილსაც და ზვიად ხანჯალიაშვილსაც მასთან მეტი შანსი ექნებოდათ - მოგებისა თუ არა, ფრედ დასრულებისა მაინც; მერე კი შეხვედრის ბედს დამატებითი მაჩვენებლები გადაწყვეტდა.

სავარაუდოდ, იქ ჩვენებს უპირატესობა ექნებოდათ ნუგზარ ტატალაშვილისა (73) და ვალერი ლიპარტელიანის (90) ორი წმინდა მოგების გამო.

ამ ტურნირის დაწყებამდეც ვწერდით, რომ ეს შეჯიბრება სადებიუტო იქნებოდა ორი ქართველი მწვრთნელისთვის - ჩვენს ვაჟებს პირველად გაუძღვებოდა ირაკლი ცირეკიძე, რუს ქალებს კი ასევე პირველად დამოძღვრავდა თეა დონღუზაშვილი; ოღონდ ცირეკიძე თუ ერთპიროვნული მმართველია, დონღუზაშვილი გამბას ხელმძღვანელობით მუშაობს.

ბრაზილიაში ცირეკიძის ხვედრი ბრინჯაოს მედალი აღმოჩნდა, დონღუზაშვილს კი იქამდე ერთი მოგება დააკლდა - რუსი ქალები დამამშვიდებლის ფინალში კუბელებთან დამარცხდნენ და მეხუთეზე დარჩნენ.

ამდენად, ცირეკიძისთვის დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა, როგორც მისი შეგირდის - ავთანდილ ჭრიკიშვილისთვის (81), რომლის გდებაც (პირველ წრეში) საუკეთესოდ აღიარეს.

დასასრულს, გუშინდელ წერილში გაპარულ ერთ უზუსტობაზე, რაც ნაწილობრივ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზითაც მოხდა, რადგან ოფიციალურ საიტზე კონკრეტულ შეხვედრებში მონაწილეთა ვინაობა არ იწერებოდა - ჩვენი გუნდიდან 73 კილოგრამში ტატალაშვილმაც და ზებედა რეხვიაშვილმაც 2-2 შეხვედრა ჩაატარეს და არა 3:1, როგორც გვეწერა. აქედან ორივემ თითო მოიგო და თითო წააგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ავთანდილ ჭრიკიშვილმა მეტოქე ტატამზე კისრით დაარჭო! [VIDEO]

• nika

სხვამაც მოიგოს ეგრე შემთხვევით და ქართულ სპოტსაც ეშველება.მეტი კი არაფერი გვინდა

• leonide_010

წაგეშალათ სადაც ზებედა რეხვიაშვილის ორივე ჭიდაობა იყო და ორივეში იმარჯვა,არამედ,თქვენი შეცდომა უნდა გამოგესწორებინათ.კიდევ ერტხელ ვდებ ლინკს http://212.227.28.227/live/index.php 1:30-ზეა პირველი ჭიდაობა ხოლო მეორე 5:23 საათზე.

• tiko

მაგარიი შედეგია.ულოცავ ირაკლის და მის გუნდს.კიდე ბევრჯერ დაამტკიცებს რო თუ რა შეუზლიააა....გილოცავთ ბიჭებოო!

• burgal

ძალიან სუსტი იყო მაგ მარტიაშვილი. საერთოდ მძიმე წონაში სუსტი ფალავნები გვყავს. ადამ ოქრუაშვილმა ოლიმპიადაზე რომ ზალიან სუსტად იჭიდავა ეგ ალბათ ახსოვს ყველას. აღსანიშნავია ისიც რომ ჩვენი ნაკრები ძალიან სუსტად გამოვიდა ამ ჩემპიონატზე და ეიფორიაში ნუ ჩავვარდებით შემთხვევით მოგებული ბრინჯაოს გამო...

• luno

როგორ თუ ერთპიროვნული,ჩვენს ქალებსაც ცირეკიძე წვრთვნის?

[VIDEO] ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე - ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა

[VIDEO] ავსტრიის გრან-პრიზე ქართული ფინალი შედგება

[VIDEO] პირველი დღე უმედლოდ - მარგველაშვილი ავსტრიის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის