მარკოიშვილისგან განსხვავებით, ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკიმ" სტუმრად "ბიელა" გაანადგურა
სენსაციით დავიწყოთ. გიორგი შერმადინის "მაქაბის" თამაშებს ებრაული საიტების მეშვეობით ვადევნებთ თვალს. კარგად დაკვირვების შედეგად ამჯერადაც აღმოვაჩინეთ, რომ ერთმა გუნდმა მეორე 81:64 დაამარცხა.

როგორც წესი, 81 თელ-ავივის "მაქაბისა" უნდა ყოფილიყო, რადგან მისი ტოლ-სწორი მთელ ისრაელში არ მოიძებნება. თუმცა ეს აბზაცი სიტყვა სენსაციის ხსენებით დავიწყეთ და ამიტომ აქვე განგიმარტავთ: თელავიველთა მძლეველი კვირას გამოჩნდა - დედაქალაქში რიშონის "მაქაბიმ" ჩემპიონატის ფავორიტს შანსი არ დაუტოვა.

რიშონელები, ფაქტობრივად, 7 კალათბურთელით თამაშობდნენ, მერვემ და მეცხრემ შესაბამისად, 5 და 2 წუთი ითამაშეს. მწვრთნელმა დევიდ ბლატმა კი 11 კალათბურთელი ათამაშა, მაგრამ რა შედეგიც "მოიმკო", უკვე გითხარით.

საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა "მაქაბის" შემადგენლობაში მოედანზე 9 წუთი გაატარა, 4 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა. გიორგიმ 2-დან 1 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა.

მატჩის ბომბარდირები რიშონელები, უტერი და რაითი გახდნენ. ორივემ 22-22 ქულა მიითვალეს.

29 ოქტომბერს, ღამით ითამაშა ჩვენი ნაკრების კიდევ ერთი წევრის, ჯეიკობ პულენის "ჰაპოელმა", თუმცა მატჩი გვიან დასრულდა და ამიტომ მის მონაგარს ცხრილში წაიკითხავთ.

"გალილ გილბოა" სტუმრად 92:88 დაამარცხა ჰოლონის "ჰაპოელმა". არ გეგონოთ, ჰოლონელთა მატჩის შედეგი იმიტომ გაგაცანით, რომ მასში ქართველი თამაშობს. საქმე ისაა, რომ "ჰაპოელი" მომდევნო კვირას ჩვენს "არმიას" უმასპინძლებს.

ევროჩელენჯის გახსნითი მატჩი ისრაელში 7 ნოემბერს გაიმართება. ჰოლონური კლუბის შემადგენლობაში ხუთი ამერიკელი ირიცხება და "გალილ გილბოასთან" ხუთივე სასტარტო ხუთეულში იყო.

საერთოდ კი, მატჩში მონაწილეობა 8 კაცმა მიიღო. ორმაგი დუბლი შეასრულა ფრენკ ჰასელმა (22 ქულა, 11 მოხსნა), ხოლო ჯერომ დეისონი ბომბარდირი გახდა - 27 ქულა.

უკრაინა

გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკი" ოქტომბერში უკრაინის ჩემპიონატზე კვირაში ორ მატჩს ატარებდა.

მომდევნო კვირიდან შიდა სარბიელზე კვირის განმავლობაში გასამართი შეხვედრების რაოდენობა განახევრდება. მიზეზი საპატიოა: "ბუდიველნიკი" ევროთასის გათამაშებაში ჩაერთვება.

6 ნოემბერს უკრაინელები ჩეხეთში "ნიმბურკს" "დაეჭიდებიან". მის გარდა, A ჯგუფში ითამაშებენ ლიტვის "რუდუპისი" და იერუსალიმის "ჰაპოელი". ეს ის ჰაპოელია, რომელშიც ჯეიკობ პულენი გამოდის.

დავუბრუნდეთ უკრაინის პირველობას, რომელშიც წარმატებული სტარტის შემდეგ მესამე მატჩი წააგო "ბუდიველნიკმა". კვირას კიეველებმა "დნიპრო-აზოტს" უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში 89:93 დათმეს.

თავი გამოიდო ამერიკელმა მალკოლმ დილეინიმ, რომელმაც 32 ქულას მოუყარა თავი, მაგრამ ეს წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ცინცაძემ მხოლოდ 14 წუთი ითამაშა და 2-2 ორქულიანი და სამიანი გაუცუდდა.

დანარჩენს ცხრილში იხილავთ. აქ მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ გიორგი ცინცაძეს უკრაინის პირველობაზე საშუალოდ 2.1 ჩაჭრა აქვს და პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებს აზოტელ როლანდ დევისთან.

"ბუდიველნიკი" უახლოეს შეხვედრას 31 ოქტომბერს გამართავს. მისი მეტოქე ჩემპიონობის კიდევ ერთი მაძიებელი "დონეცკი" იქნება. სხვათა შორის, სწორედ ამ გუნდში ირჯება ექს-კანტუელი დორონ პერკინსი, რომელმაც გასულ სეზონში საქართველოს ნაკრებში თამაშის მიწვევა მიიღო.

იტალია

გასულ კვირას ევროლიგაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ". ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკის" კი მალაგაში თითქმის მოგებული ჰქონდა: მეოთხე პერიოდში 14 ქულითაც დაწინაურდა, მაგრამ მეტოქეს ჯერ ანგარიშის გათანაბრების უფლება მისცა, შემდეგ ოვერტაიმში წააგო.

თუმცა სამი მარცხის მიუხედავად, სიენელებს ჯგუფიდან გასვლის შანსი მაინც აქვთ. მათ ჯერ არ უთამაშიათ ორ აუტსაიდერთან, ფრანგულ "შალონთან" და პოლონურ "პროკომთან". ექვსგუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე ბოლო ორი გუნდი ვერ გადის.

29 ოქტომბერს მარკოიშვილმა და სანიკიძემ იტალიის ჩემპიონატში ითამაშეს, თუმცა ეს შეხვედრები გვიან დაიწყო და ისევე, როგორც პულენის სტატისტიკას, ქართველ-იტალიელთა მონაგარსაც ცხრილში იხილავთ.

აშშ

"ატლანტას" მიერ გამართულ ბოლო საკონტროლო შეხვედრაში ზაზა ფაჩულიას არ უთამაშია. ამის მიზეზი კოჭის ტრავმაა. ექიმების თქმით, ქართველ ცენტრს მტკივანი კოჭი პირველ ოფიციალურ შეხვედრამდე უნდა მოეშუშებინა, მაგრამ "როტოვორლდის" ინფორმაციით, გახსნით მატჩში ზაზას მოედანზე გამოსვლა საეჭვოა.

თუმცა 2 ნოემბრამდე დრო არის და იმედი დავიტოვოთ, რომ "ჰიუსტონთან" მატჩში ზაზას მოედანზე ვიხილავთ.

თორნიკე შენგელიას "ბრუკლინი" NBA-ს ახალ სეზონს 1 ნოემბერს "ნიუ იორკთან" მატჩით გახსნის. გამოცემა "ბლიჩერ რეპორტზე" გამოქვეყნდა რამდენიმე კითხვა "ბრუკლინთან" დაკავშირებით, რომლებსაც ჟურნალისტები პასუხობენ.

ერთი კითხვა ასე ჟღერს: რას უნდა ველოდეთ ტელეტოვიჩისა და შენგელიასგან მომავალ სეზონში?

პასუხი: "ბრუკლინელებმა ორი ევროპელი კალათბურთელი აიყვანეს, მირზა ტელეტოვიჩი და თორნიკე შენგელია. წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ ორივე სათადარიგო იქნება. ტელეტოვიჩი მძიმე ფორვარდად ითამაშებს და მწვრთნელი უფრო ისეთ მატჩებში გამოიყენებს, რომლებშიც პერიმეტრიდან მეტოქის შეწუხება ენდომება, რადგან სათადარიგო მძიმე ფორვარდი რეჯი ევანსი უფრო მოხსნებზეა ორიენტირებული. სასტარტო მეოთხე ნომერი კრის ჰამპრისია.

რაც შეეხება შენგელიას, იგი მწვრთნელს უფრო მსუბუქ თავდამსხმელად დასჭირდება. თორნიკე ახალგაზრდაა და ეს სეზონი გამოცდილების მოგროვებას უნდა შეალიოს. წინასწარ ვერც იმას ვიტყვით, დაახლოებით რამდენი სათამაშო დრო დაეთმობა ქართველს."

ამერიკაში გადასულ ბრიტანულ დღესასწაულთან დაკავშირებით თორნიკე შენგელია და რეჯი ევანსი ორგანიზაცია "ბავშვები, მომავლის იმედს" ეწვივნენ.

პატარებს პიცა ჩამოურიგეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

მოთამაშე

გუნდი

თარიღი

შეჯიბრება

VS

ანგარიში

წუთი

ქულა

მოხსნა

პასი

ჩაჭრა

დაფარება

ზაზა ფაჩულია

ატლანტა (NBA)

26.10

NBA

დეტროიტი VS

104:88

არ უთამაშია

თორნიკე შენგელია

ბრუკლინი (NBA)

24.10

NBA

VS ნიუ იორკი

95:97

12

3

5

0

0

0

მანუჩარ მარკოიშვილი

კანტუ (იტ)

26.10

ევროლიგა

VS ხიმკი (რუს)

67:54

29

6

4

4

3

0

29.10

იტალიის ჩემპ.

ვარეზე VS

77:73

24

17

0

1

0

0

ვიქტორ სანიკიძე

მონტეპასკი (იტ)

26.10

ევროლიგა

VS

უნიკახა (ესპ)

91:89

დ.დ

27

8

13

1

0

0

29.10

იტალიის ჩემპ

ბიელა VS

56:81

22

2

4

2

0

0

გიორგი შერმადინი

მაქაბი (ისრ)

25.10

ევროლიგა

შალონი (საფ) VS

61:90

13

3

5

0

0

0

28.10

ისრაელის ჩემპ.

VS მაქაბი (რიშორი)

64:81

9

4

4

0

0

0

გიორგი ცინცაძე

ბუდიველნიკი (უკრ)

26.10

უკრაინის ჩემპ

VS

დნიპრო

96:79

20

10

1

5

3

0

28.10

უკრაინის ჩემპ

VS

დნიპრო აზოტი

89:93

14

0

1

2

2

0

ბექა ბურჯანაძე

კახასოლი (ესპ)

27.10

ესპანეთის ჩემპ.

ბლუსენსი VS

82:61

9

0

1

1

0

0

ჯეიკობ პულენი

ჰაპოელი (ისრ)

29.10

ისრაელის ჩემპ.

ნეთანია VS

77:74

23

5

2

2

1

0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
თორნიკე შენგელიამ შეიძლება "რეალთან" ითამაშოს
როგორია შენგელიას მდგომარეობა - ესპანური მედია ინფორმაციას ავრცელებს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ტრავმირებულ პსჟ-ში "კვარა" დაიწყებს - "მამარდა" "სიტის" წინააღმდეგ!
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება