"ოქროს ბურთის" მაძიებელი ხუთი ბარსელონელია, მაგრამ ეს რეკორდი არ არის - "რეალს" ექვსი ნომინანტი ჰყავს
შაბათს, 27 ოქტომბერს 25 წლის ლეო მესიმ კარიერაში მე-300 გოლი გაიტანა (შემდეგ 301-ეც). ახლა არგენტინელის ანგარიშზე 270 გოლია "ბარსელონას" მაისურით და 31 არგენტინის ნაკრების.

ამასთან, ლეომ 2012-ში უკვე 73 გოლი გაიტანა და ორიღა აკლია პელეს რეკორდამდე (1959 წელს "სანტოსში" და ბრაზილიის ნაკრებში).

მესი ერთპიროვნული ლიდერია ლა ლიგის ბომბარდირებში 13 გოლით. კვირას მან შარშანდელ სეზონში მოგებული "ოქროს ბუცი" ჩაიბარა და ახლა "ოქროს ბურთს" ელის.

მოკლედ, მესი მართლაც სხვა განზომილებაა.

ყველაზე საოცარი კი ისაა, რომ მასთან ტოლ-სწორად ჭიდილი ერთ ფეხბურთელს გამოსდის - კრიშტიანო რონალდოს, რომელმაც კარიერაში 287 გოლი გაიტანა, "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლა მცირედით წააგო მესისთან და ახლა "ოქროს ბურთს" ელის, რომელმაც ამ ტურში პირადი რეკორდი დაამყარა - ზედიზედ მე-8 მატჩში გაიტანა...

ბარსა-რეალობა

"ბარსელონამ" და "რეალმა" სინქრონულად იმარჯვეს. ორივე გრანდმა სტუმრად 5:0 მოიგო. მეტიც, მათმა ლიდერებმა ლიონელ მესიმ და კრიშტიანო რონალდომ 2-2 გოლი გაიტანეს.

მათ შორის სხვაობა ისევ 8 ქულაა, მაგრამ "სამეფო კლუბი" უკვე მე-4 ადგილზეა. როგორც ჩანს, მისი ჩამოწერა ნაადრევი იყო.

მესი VS რონი

ლიონელ მესიმ 90 წუთი ითამაშა "რაიო ვალეკანოსთან" 5:0 მოგებულ მატჩში. მან კარისკენ 7-ჯერ დაარტყა, 3-ჯერ ზუსტად, გაიტანა 2 გოლი და მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

კრიშტიანო რონალდომ 90 წუთი ითამაშა "მალიორკასთან" 5:0 მოგებულ მატჩში. მან კარისკენ 7-ჯერ დაარტყა, 4-ჯერ ზუსტად, გაიტანა 2 გოლი, გააკეთა საგოლე პასი. მის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდნენ, თავად კი 2-ჯერ მოხვდა თამაშგარე მდგომარეობაში.

პორტუგალიელს ოდნავი, მაგრამ არა გადამწყვეტი უპირატესობა აქვს. ამიტომ ამ დუელში 1:1-ია, ხოლო ანგარიში 6:5 გახდა მესის სასარგებლოდ.

იცით თუ არა, რომ...

* გონსალო იგუაინმა "რეალის" მაისურით ორი ან მეტი გოლი უკვე 17 თამაშში გაიტანა. ამ სეზონში არგენტინელმა ეს პირველად მოახერხა.

* ზუსტად 10 წელი შესრულდა ანდრეს ინიესტას დებიუტიდან "ბარსელონაში".

* "ოქროს ბურთის" 23 ნომინანტს შორის 11 "რეალისა" და "ბარსელონას" ფეხბურთელია.

* "ესპანიოლიდან" "ხეტაფეში" გადასულ ფორვარდ ალვარო ვასკესს პირველი გოლის გასატანად 990 წუთი დასჭირდა.

* სერხიო გარსიამ (ესპანიოლი) ლა ლიგაში მე-200 მატჩი ჩაატარა.

* როგორც კი მესი პელეს შედეგს მოხსნის, მისი ამოცანა გერდ მიულერის მიღწევის დაძლევა იქნება: 1972 წელს გერმანელმა ფორვარდმა 85 გოლი

გაიტანა (72 "ბაიერნში" და 13 გფრ-ის ნაკრებში).

* ზედიზედ ორი ტურია, რაც "ბარსელონა" ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით ვერ პირველობს.

ტურის ფრაზები

ტიტო ვილანოვა: "რა თქმა უნდა, მესის გოლები მომეწონა, მაგრამ ყველაზე მეტად მომხიბლა ერთმა ეპიზოდმა, როცა მან 89-ე წუთზე, 5:0-ზე სპრინტი მოაწყო, მცველებს დაეხმარა და ბურთი კუთხურზე მოიგერია", - თავკაცი შეგირდის შესახებ.

ლიონელ მესი: "პელეს რეკორდამდე 2 გოლი რჩება. ჩემთვის დიდი პატივია ასე ახლოს ყოფნა ისეთი დიდი ფეხბურთელის მიღწევასთან, როგორიც პელე იყო, მაგრამ მისი რეკორდის დამხობაზე ყველაზე ნაკლებად ვფიქრობ", - "ლა პულგა" კიდევ ერთხელ ამბობს, რომ მისთვის ინდივიდუალური ჯილდო ცოტას ნიშნავს.

ტიტო ვილანოვა: "ჩემი მსოფლმხედველობა, კონცეფცია და მუშაობის პრინციპები არ შეიცვლება. ძალიან კარგად მესმის ისიც, რომ ყველა ეს შექება, რაც ახლა მესმის, შეიძლება წარსულში დარჩეს ", - "ბარსელონას" თავკაცი კლუბის ისტორიაში საუკეთესო სტარტზე.

რადამელ ფალკაო: "თავში არასოდეს მომსვლია "ატლეტიკოს" დატოვების იდეა", - კოლუმბიელი ფორვარდი გავრცელებულ ჭორებზე, თითქოს იანვარში სხვაგან გადავა.

ჟერარდ პიკე: "ჩემს შვილიშვილებს სიამაყით მოვუყვები, რომ მესის გვერდით ვთამაშობდი, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის", - პიკე მხარს უჭერს მესის კანდიდატურას "ოქროს ბუცზე", თუმცა თავადაც ნომინანტებშია.

მიროსლავ ჯუკიჩი: "ვალიადოლიდმა" საშინელი ფეხბურთი აჩვენა. ჩემი ფეხბურთელები საკუთარ ძალებში არ იყვნენ დარწმუნებულნი, ძალიან ბევრს სცოდავდნენ და გაუაზრებლად მოქმედებდნენ", - სერბმა კრიტიკის ქარიშხალი დაატეხა თავის შეგირდებს.

ჟოზე მოურინიო: "ესიენი იქ ითამაშებს, სადაც მე ვეტყვი", - "რეალის" თავკაცი ესიენის შეცვლილ პოზიციაზე.

მიჩელი: "ფეხბურთი ძალიან უსამართლოა "სევილიისადმი", - მორიგი მარცხის მერე.

ხოაკინ კაპაროსი: "რეალთან" ბრძოლა პირველივე გოლის გაშვებისას დავასრულეთ", - "მალიორკას" თავკაცი.

მარსელო ბიელსა: "ცხრილში ჩვენი მდგომარეობა ყველაფერზე მეტყველებს", - "ბილბაოს" დაღონებული თავკაცი.

მაურისიო პელეგრინო: "პირველად მოხდა, რომ ჩემმა გუნდმა საშინლად ითამაშა", - "ვალენსიას" არგენტინელი თავკაცი.

ტურის მსხვერპლ(ნ)ი

კარლოს გურპეგი (ბილბაო)

"ბილბაოს" კაპიტანი პედრო ლეონთან ბრძოლისას დაშავდა. გურპეგიმ მარცხენა კოჭი დაიშავა.

ტურის საუკეთესო გოლი

პატრიკ ებერტი (ვალიადოლიდი) "რეალ სოსიედადის" კარში

ტურის საუკეთესო პასი

ხუან კარლოს ვალერონი (დეპორტივო) საგოლე პასი ხუან დომინგესს.

ტურის სტატისტიკა

31 გოლი ტურში (3,1 მატჩში). 4 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 3 ფრედ დასრულდა და 3 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 59 ყვითელი ბარათი და 1 წითელი დაარიგეს.

ჰეთ თრიკი: არავინ

დუბლი: ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი), ობაფემი მარტინსი (ლევანტე), გონსალო იგუაინი (რეალი), ანტუან გრიზმანი (რეალ სოსიედადი).

ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: რუბენ გარსია (ლევანტე, 19 წლის).

ყველაზე მეტი მაყურებელი: 43 000 - "ვისენტე კალდერონი"

ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 13 200 - "სიუტატ დე ვალენსია"

ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 21 - ბილბაო

ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 11 - ბილბაო

ყველაზე მეტი ჯარიმა: 21 - მალაგა

ყველაზე მეტი კუთხური: 10 - დეპორტივო

ყველაზე მეტი თამაშგარე: 8 - ბარსელონა

ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 65% - რეალი

მე-12 ფეხბურთელი: ელდერ პოშტიგა (სარაგოსა)

სიმბოლურში ხუთი დებიუტანტია, მათ შორის, მართლაც ძალიან პერსპექტიული ნახევარმცველი მადრიდის "ატლეტიკოდან" - კრისტიან "სებოლა" როდრიგესი.

პირველად მოხვდა რჩეულთა შორის "ბარსას" ახალგაზრდა მარჯვენა მცველი მარტინ მონტოია. ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომ "ბარსელონაში" დანი ალვეშის მზე თანდათან ჩაესვენა.

ლიონელ მესი მეექვსედ მოხვდა რჩეულთა შორის, რაც რეკორდია.

ტურის გმირი

გონსალო იგუაინი (რეალი)

არგენტინელმა ერთის გარდა ყველა გოლში მიიღო მონაწილეობა, 2 გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. სწორედ მან გახსნა ანგარიში, რის მერეც ყველაფერი ძალიან იოლად წარიმართა "სამეფო კლუბისთვის".

ბომბარდირები

13 - ლიონელ მესი (ბარსელონა)

11- კრიშტიანო რონალდო (რეალი)

10 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

ასისტენტები

7 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)

4 - ლიონელ მესი (ბარსელონა)

4 - ბენიატ ეჩებარია (ბეტისი)

გოლი+პასი

17 - ლიონელ მესი (ბარსელონა)

12 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)

11 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

მომდევნო ტური

3 ნოემბერი

მალაგა-რაიო ვალეკანო, ბარსელონა-სელტა, რეალი-სარაგოსა, ვალენსია-ატლეტიკო.

4 ნოემბერი

რეალ სოსიედადი-ესპანიოლი, დეპორტივო-მალიორკა, ოსასუნა-ვალიადოლიდი, გრანადა-ბილბაო, სევილია-ლევანტე.

5 ნოემბერი

ხეტაფე-ბეტისი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ესპანეთი. ლა ლიგა. IX ტური: შავი ღრუბლები არგენტინელთა თავზე

"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
მიქაუტაძის "ვილიარეალმა" კანადის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?