ინდოეთის გრანპრის შემდეგ ცნობილმა ენციკლოპედიურმა ბაზამ - Forix-მა რამდენიმე საგულისხმო სტატისტიკური მონაცემი გამოაქვეყნა
ინდოეთის გრანპრის შემდეგ ცნობილმა ენციკლოპედიურმა ბაზამ - Forix-მა გამოაქვეყნა რამდენიმე საგულისხმო სტატისტიკური მონაცემი...

კვალიფიკაცია

- ინდოეთში პოული 35-ე აღმოჩნდა სებასტიან ფეტელის კარიერაში, 45-ე "რედ ბულის" ისტორიაში და 115-ე გერმანელი პილოტებისთვის. სებასტიანმა 48-ედ აიღო სტარტი პირველი რიგიდან და გაუთანაბრდა ამ მაჩვენებლით ჯიმ კლარკსა და ხუან-მანუელ ფანხიოს, რომლებიც მეხუთე ადგილს იყოფენ საერთო რეიტინგში.

- ფეტელმა და მარკ უებერმა მეთვრამეტედ აიღეს სტარტი პირველი რიგიდან - ამდენივე ჰქონდათ "მაკლარენის" პილოტებს - მიკა ჰაკინენსა და დევიდ კულტჰარდს გასულ ათწლეულში.

რბოლა

- პირველად კარიერაში, ერთ სეზონში ოთხი რბოლის მოგებით, სებასტიან ფეტელმა 13 ქულამდე გაზარდა უპირატესობა საერთო ჩათვლაში ფერნანდო ალონსოსთან. სებასტიანს ერთხელ აქვს ზედიზედ ოთხი რბოლა მოგებული, მაგრამ სხვადასხვა სეზონში - 2010 წლის ბრაზილიიდან 2011 წლის მალაიზიამდე.

- ფეტელის მოგება 150-ე იყო "რენოს" ძრავებიანი მანქანებით და 130-ე გერმანელი მრბოლელებისთვის.

- ინდოეთში მეორე ადგილზე გასვლით, ფერნანდო ალონსომ გააგრძელა სერია, რომელშიც ის პირველ ან მეორე ადგილზე მიდიოდა ფინიშთან ყველა ტრასაზე, რომელზეც კი სტარტზე გასულა. გარდა ამისა, ესპანელს ყველა ტრასაზე აქვს გავლილი მთელი დისტანცია.

- ალონსო - ერთადერთი იყო ინდოეთის გრანპრიზე პირველ შვიდ ადგილზე მისულ პილოტებს შორის, რომელმაც რბოლის მსვლელობისას გაიუმჯობესა პოზიცია - სტარტი მეხუთემ აიღო და მეორე ადგილზე გავიდა.

- ინდოეთის გრანპრი 140-ე იყო ალონსოს კარიერაში, რომელშიც მან ქულები დააგროვა - ამდენივე შედეგიანი ეტაპი ჰქონდა რუბენს ბარიკელოს. ამ რეიტინგში ლიდერობს მიხაელ შუმახერი - გერმანელს 220 შედეგიანი გრანპრი აქვს.

- მარკ უებერმა დაკარგა მეორე ადგილი KERS-ის სისტემის მწყობრიდან გამოსვლის გამო, მაგრამ შეძლო ფინიშამდე მისვლა, რითაც გაიმეორა მიხაელ შუმახერის სარეკორდო სერია - ზედიზედ 58 რბოლა მექანიკური პრობლემის გარეშე.

- უებერი შარშანდელი სეზონის შემდეგ პირველად ავიდა ზედიზედ ორ რბოლაში პოდიუმზე. კარიერაში პოდიუმების რაოდენობით (34) ის გაუთანაბრდა ფელიპე მასას და მასთან 23-ე ადგილს იყოფს საერთო რეიტინგში.

- "მაკლარენმა" გაიმეორა "ფერარის" სარეკორდო სერია (მალაიზია 1999 - მალაიზია 2003) - ზედიზედ 55 შედეგიანი რბოლა. უნდა აღინიშნოს, რომ "ფერარის" სერია მაშინ დაფიქსირდა, როცა ქულებს ფინიშზე ექვსი ან რვა პილოტი იღებდა და არა ათი, როგორც დღეს არის.

- პირველად კარიერაში მიხაელ შუმახერმა ვერ შეძლო ზედიზედ ოთხ რბოლაში ქულის მოპოვება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა