რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უარი თქვა რუსეთის კალათბურთის ფედერაციასთან კონტრაქტის გაფორმებაზე

რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დევიდ ბლატმა უარი თქვა რუსეთის კალათბურთის ფედერაციასთან კონტრაქტის გაფორმებაზე და დატოვა თავისი პოსტი.

როგორც რუსული პრესა წერს, 53 წლის ამერიკელი სპეციალისტის წასვლის მიზეზად დაღლილობა გამოცხადდა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის დევიდ ბლატს.

ამ მწვრთნელმა რუსეთის ნაკრები 2006 წელს ჩაიბარა. 2007 წელს გუნდმა მისი ხელმძღვანელობით ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა, თუმცა შემდეგი რამდენიმე წელი სერიოზული წარმატებისთვის არ მიუღწევია.

2010 წელს ბლატმა განაცხადა, რომ რუსეთის ნაკრების დატოვება სურს, მაგრამ ფედერაციის ხელმძღვანელობამ გადააფიქრებინა ამის გაკეთება.

ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრებმა ბლატის ხელმძღვანელობით ბრინჯაოს მედალი მოიგო, 2012 წელს, ლონდონის ოლიმპიადაზე კი, გუნდმა ნახევარფინალამდე მიაღწია და იქ ესპანეთთან დამარცხდა, მესამე ადგილისთვის მატჩში კი არგენტინა დაამარცხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"