"...პირველ რიგში, იმ ადამიანს ვცემ პატივს, ვინც დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ხელმძღვანელობს"
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არავინ იცის, დაინიშნება თუ არა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები, სფფ-ის მოქმედი თავკაცის - ზვიად სიჭინავას სავარაუდო კონკურენტების ვინაობა უკვე ცნობილია.

სხვებთან ერთად, ქართული ფეხბურთის პირველკაცობის მსურველთა შორის ლევან კობიაშვილის გვარიც დასახელდა.

შეგახსენებთ, ნაკრების აწ უკვე ყოფილი წევრი და რეკორდსმენი (ეროვნულ გუნდში 100 მატჩი აქვს ჩატარებული. - ავტ.) ამჟამად დისკვალიფიკაციას იხდის და ბერლინის "ჰერტაში" თამაშის უფლება მხოლოდ ბუნდესლიგის მეორე წრიდან ექნება. ამ მნიშვნელოვანი დღისთვის ქართველი ვეტერანი ჩვეულ რეჟიმში, კლუბთან ერთად ემზადება.

წინა კვირის ბოლოს ლევან კობიაშვილი თბილისს ერთი დღით ესტუმრა და "დინამო"-"ზესტაფონის" მატჩსაც დაესწრო, თუმცა, მასთან ინტერვიუს ჩაწერა გერმანიიდან გამომგზავრებამდე "მოვასწარით".

- გერმანიის ჩემპიონატის პირველი წრის ბოლომდე ვერ ვითამაშებ. მეორე წრიდან, ანუ 2013 წლის იანვრის ბოლოდან კი უკვე შემიძლია ოფიციალურ მატჩებშიც მივიღო მონაწილეობა.

- როგორ ფორმაში ხარ?

- რაც მთავარია, ჯანმრთელად ვარ და "ჰერტასთან" ერთად ყოველდღიურად ვვარჯიშობ. რამდენიმე ამხანაგურ მატჩშიც მივიღე მონაწილეობა.

უბრალოდ, კვირის ბოლოს, როცა გუნდს თამაში აქვს, მე მხოლოდ ინდივიდუალურად ვემზადები. ფეხბურთელისთვის გაცილებით ადვილია, როცა თამაში ყოველკვირა უწევს და საფეხბურთო რიტმიდან ამოვარდნილი არ არის, მაგრამ არჩევანის საშუალება არ მაქვს.

- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების შესახებ ჯერ მხოლოდ მოსაზრებები ისმის, მაგრამ რამდენიმე სავარაუდო კანდიდატის და მათ შორის - შენი გვარიც უკვე დასახელდა...

- დღესდღეობით ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას და ამ თემაზე ლაპარაკი არასერიოზული იქნება.

ქვეყანაში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ცვლილებებს ბევრი ელის, მათ შორის - ფეხბურთშიც, მაგრამ მე გარკვევით ვთქვი - პირველ რიგში, იმ ადამიანს ვცემ პატივს, ვინც დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ხელმძღვანელობს.

მისი შეცვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ამიტომაც ჩემს თავს ნამდვილად არ მივცემ უფლებას, რაღაცები ვილაპარაკო.

არ დავმალავ - მაქვს სურვილი, ქართულ ფეხბურთში დავბრუნდე, ის გამოცდილება და ცოდნა, რაც წლების განმავლობაში გერმანიაში თამაშის დროს დამიგროვდა, ჩემს ქვეყანას მოვახმარო, მაგრამ ვიმეორებ - ამჟამად ეს თემა აქტუალური არ არის.

თუ რაღაც შეიცვლება და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება, მაშინ უფრო კონკრეტულად შემეძლება ამაზე ლაპარაკი.

- მით უმეტეს, "ჰერტასთან" კონტრაქტი გაქვს და იმის შემდეგ, რაც კლუბმა შენთვის გააკეთა, ყველაფრის მიტოვება უმადურობაც იქნებოდა...

- ამ წლების განმავლობაში კარგად ვისწავლე, რა არის საჭირო ფეხბურთის განვითარებისა და წარმატებისთვის. შესაბამისად, იმის სურვილი და უნარიც მაქვს, ჩემს ქვეყანას გამოვადგე. თუმცა, ახლა არ ვიცი, მომავალში სად ვიქნები და ვიმუშავებ. ჩემთვისაც ძნელი იქნება, იმხელა ნდობის შემდეგ, რაც "ჰერტაში" გამომიცხადეს, ვუთხრა - დიდი მადლობა, მაგრამ მივდივარ-მეთქი. თუმცა, თუ ასე მოხდება, დარწმუნებული ვარ, ამასაც სწორად გაიგებენ.

- ზვიად სიჭინავას პრეზიდენტობის ვადა 2015 წელს იწურება. შენი აზრით, მუშაობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე უნდა დასცალდეს, თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს?

- არ ვიცი, ვინ იყო იმ დროს აღმასკომში, მაგრამ ეს ადამიანი აირჩიეს და რაკი ასე მოხდა, მუშაობაც უნდა აცალონ. რა თქმა უნდა, თუ თავისი სურვილით გადადგება, ამ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება.

მეორე მხრივ, იმ ადამიანებისაც მესმის, ვინც ამბობს, რომ ის არჩევნები უსამართლო იყო და სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებაა აუცილებელი.

- რას გრძნობს ნაკრებს მიღმა დარჩენილი ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ გუნდში 100 მატჩი აქვს ჩატარებული?

- ნაკრები ჩემთვის ოჯახივით არის და მიუხედავად იმისა, რომ წარმატებებით ვერ დავიკვეხნიდით, ეროვნულ გუნდში სათამაშოდ ყოველთვის სიხარულით და იმედიანად მივდიოდი. ამიტომაც ნაკრების თამაშებისთვის "შორიდან" ყურება ძალიან მიჭირს. მით უმეტეს, როცა წარუმატებლად თამაშობენ.

ადრეც გითხარით: ეროვნულმა გუნდმა ლევან კობიაშვილის სახით დაკარგა მოთამაშე, მაგრამ ამავე დროს, მისი სახით კიდევ ერთი გულშემატკივარი შეიძინა და მინდა, ბიჭებს წარმატება ვუსურვო!

- ფინეთსა და ბელორუსთან ჩატარებულ მატჩებზე რას იტყვი?

- ამ ციკლის საწყისი შესარჩევი მატჩების შემდეგ მეც, ისევე, როგორც ყველა გულშემატკივარი, კმაყოფილი ვიყავი და კიდევ უფრო მეტი წარმატების იმედიც მქონდა, თუმცა, ფინეთსა და ბელორუსთან ჩატარებულმა გასვლითმა მატჩებმა იმედი გამიცრუა. განსაკუთრებით ეს ითქმის ფინელებთან მატჩზე - 1:0-ს ვიგებდით, მეტოქის ფეხბურთელი გააძევს, მაგრამ...

საქმისადმი არასერიოზული მიდგომის გამო მასპინძლებს, ფაქტობრივად, ვაჩუქეთ ორი ქულა.

ამის მიუხედავად, იმედიანად ვარ და მინდა, ეროვნული გუნდის ხელმძღვანელობას და ყველა მოთამაშეს წარმატება ვუსურვო.

- შენ და ალექსანდრე იაშვილი ნაკრებთან ასეთი ფორმით დამშვიდობებას რომ არ იმსახურებდით, თავად ქეცბაიამაც აღიარა...

- ამ თემასთან დაკავშირებით უკვე ყველაფერი ვთქვი და აღარ მივუბრუნდები. თემურმა იცის, გულნატკენი ვიყავი და დღესაც მიმაჩნია, რომ სხვაგვარად უნდა მოქცეულიყო, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა. მეტიც - ბელორუსთან თბილისში გამარჯვების შემდეგ დავურეკე და წარმატება მივულოცე.

ასე რომ, ჩვენი ურთიერთობა ძველებურად გაგრძელდება. ქართული ფეხბურთი ერთი ოჯახივით უნდა იყოს და ყველა ერთად იდგეს - წარმატებას მხოლოდ ასე მივაღწევთ. ელემენტარული რაღაცების გამო ერთმანეთთან დაპირისპირება კარგს არაფერს მოგვიტანს.

(იხილეთ სრულად)

რატი შელეგია

გაზეთი "კვირის პალიტრა"

ასევე იხილეთ:

სფფ-ის პრეზიდენტობის უკვე ცნობილი და მოულოდნელი კანდიდატები

თემურ ქეცბაია: კობიაშვილთან და იაშვილთან, ალბათ, დამნაშავე ვარ

ლევან კობიაშვილი და საქართველოს ნაკრები: დაერეკათ და პირდაპირ ეთქვათ!

Jigaro
კობი მოედანზე საერთოდ რომ არ გავიდეს და სათადარიგო სკამზე იჯდეს, მარტო ამისათვის ღირს მისი გუნდში ყოლა.კაცი რმელსაც ნებისმიერ ადგილას ათამაშებ რცა გიჭირს და ერთ ტაიმს მაინც ისე ჩაატარებს ბევრს შეშურდება.ქეცბაიას მაგის ტვინი სადა აქვს...უაზრო ფეხბურთს ათამაშებს ბიჭებს,თორემ არავისზე ნაკლები ფეხბურთელები არ გვყავს.
fsdf
xo shen imeno gesmis rasac ambob kai :D:D:D zviad
ჯემალი
კობი,შენი და ხიზანას ყურება სტადიონზე ბევრად მძიმეა გულშემატკივრისთვის დამიჯერე;)
zviadi
fdsdf, რაც სახელი,კომენტარიც ისეთი. ფეხბურთის გაგებაში არ ხარ ჯიგარო. გეტყობა შემთხვევით წაიკითხე ინტერვიუ და ვითომ აკომენტარებ.
fdsdf
au torre exa ro iyavi xo agvashene
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...