საქართველოს ნაკრებისა და კიევის "არსენალის" ნახევარმცველმა ისაუბრა იმაზე, თუ რატომ ვერ გამოიჩინა თავი წინა გუნდებში
საქართველოს ნაკრებისა და კიევის "არსენალის" ნახევარმცველმა ალექსანდრე კობახიძემ უკრაინულ საიტ HotSport.ua-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც უკრაინის პრემიერლიგაში არსებულ სიტუაციასა და კიევურ კლუბში თავის ყოფაზე ესაუბრა.

საიტმა ჯერ ინტერვიუს შემოკლებული ვარიანტი გამოაქვეყნა, სრულ ვერსიას კი მოგვიანებით შემოგვთავაზებს.

შეგახსენებთ, რომ 13 ტურის შემდეგ კობახიძის გუნდს 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებს.

- სანდრო, როგორ შეაფასებთ თქვენი გუნდის თამაშს "კრივბასთან" და "ვოლინთან"? (რედ. ორივე შეხვედრა კიეველებმა ფრედ, 1:1 დაასრულეს)

- უკეთესადაც შეიძლებოდა. ბოლო წუთებზე გოლის გაშვება ყოველთვის უსიამოვნოა, მაგრამ ზედიზედ ორ შეხვედრაში... რაღაც-რაღაცეებზე სამუშაო გვაქვს.

- თუკი უკრაინის ჩემპიონატში არსებულ სიტუაციას მთლიანობაში განვიხილავთ, კმაყოფილი ხართ "არსენალის" მდგომარეობით?

- შეიძლება ითქვას, კმაყოფილი ვარ. სატურნირო ცხრილში მაღალი ადგილისთვის ისეთ გუნდებთან ჭიდილზე საუბარი, როგორიც "შახტარი", "მეტალისტი" და "დინამოა", ჩვენთვის ალბათ ჯერ კიდევ ნაადრევია, მაგრამ ცხრილის შუა ნაწილში მყოფ გუნდებთან სერიოზული ბრძოლა მოგვიწევს.

"არსენალისთვის" ჯერ ადრეა იმაზე ფიქრი, რომ ყველაფერი წესრიგშია - მთელი მონდომებით უნდა ვიზრუნოთ მაქსიმალურად ბევრი ქულის მოპოვებაზე.

- "დნიპროსა" და "კრივბასში" თავის გამოჩენა ვერ შეძელით, "არსენალში" კი წარმოჩინდით. რა არის ამის მიზეზი?

- იმ გუნდებში, სადაც "არსენალში" მოსვლამდე ვთამაშობდი, ჩემი მდგომარეობით ძალიან უკმაყოფილო ვიყავი. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, იმ გუნდებში სულ ვერ ვთამაშობდი, აქ კი მწვრთნელმა ჩემი ირწმუნა და მეც შევძელი მისი იმედების გამართლება.

ლეონიდ კუჩუკს აქვს თავისებური მიდგომა, რომელიც გეხმარება საკუთარი თამაშის პოვნაში და მეც ვცდილობ, როგორც ფეხბურთელი, განვვითარდე და წინ წავიდე.

- ანუ, შეიძლება ითქვას, რომ საქმე მწვრთნელებში იყო?

- მწვრთნელებშიც, გუნდებშიც და იმ ქალაქებშიც, სადაც ვიყავი. აქ კი თავს მართლაც კომფორტულად ვგრძნობ - მიხარია, რომ კიევში ვცხოვრობ და "არსენალში" ვთამაშობ.

ასევე იხილეთ:

სანდრო კობახიძე შესაძლოა "ალანიაში" გადავიდეს, თორნიკე ოქრიაშვილი კი "შახტარში"

უკრაინის თასზე სანდრო კობახიძემ და დავით თარგამაძემ გაიტანეს [VIDEO]

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...