14 ნოემბერს ამხანაგურ შეხვედრას ბრაზილიის ნაკრები გამართავს, რომლის მეტოქეც კოლუმბია იქნება
არგენტინის ნაკრების მსგავსად, 14 ნოემბერს ამხანაგურ შეხვედრას ბრაზილიის ნაკრებიც გამართავს, რომლის მეტოქეც კოლუმბია იქნება.

აღსანიშნავია, რომ ეს მატჩი მე-1000 იქნება ბრაზილიის ეროვნული გუნდისთვის. ამ საიუბილეო შეხვედრისთვის, რომელიც ნიუ ჯერსიში გაიმართება, მანო მენეზეშმა 21 ფეხბურთელი გამოიძახა.

კვლავ ნაკრებშია კაკა, რომელიც "რეალში” ბევრს არ თამაშობს, მაგრამ როდესაც მოედანზეა, თავისი უმაღლესი კლასის დემონსტრირებას ყოველთვის ახერხებს.

მიუხედავად ჟურნალისტების აქტიური მოთხოვნისა, მანომ არც რონალდინიო გამოიძახა, არც ფრედი და არც ლუიშ ფაბიანო. ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა განაცხადა, რომ არ სურს მათ კლუბებს ბრაზილიის ჩემპიონატში საქმე გაუფუჭოს და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ირიბად ჩაერიოს, მაგრამ მიუხედავად ამ განცხადებისა, "ფლუს” მეორე ლიდერს, ტიაგო ნევეშს მაინც უხმო...

"პენტაკამპეონთა” რიგებში დებიუტანტი არავინ არის, მაგრამ გამოძახებულნი არიან ფაბიო სანტოსი და ლეანდრო კასტანი, რომელთაც ნაკრებში მხოლოდ თითო-თითო მატჩი აქვთ ჩატარებული.

კოლუმბიასთან სათამაშოდ მოემზადებიან:

მეკარეები: ჟეფერსონი (ბოტაფოგო), დიეგო ალვეში (ვალენსია).

მცველები: დანიელ ალვეში (ბარსელონა), ტიაგო სილვა (პსჟ), ადრიანო (ბარსელონა), დავიდ ლუისი (ჩელსი), რევერი (ატლეტიკო მინეირო), ფაბიო სანტოსი (კორინთიანსი), ლეანდრო კასტანი (რომა).

ნახევარმცველები: კაკა (რეალი), რამირესი (ჩელსი), ლუკას მოურა (სან პაულო), ოსკარი (ჩელსი), სანდრო (ტოტენჰემი), ჟულიანო (დნიპრო), პაულინიო (კორინთიანსი), ტიაგო ნევეში (ფლუმინენსე), არუკა (სანტოსი).

თავდამსხმელები: ნეიმარი (სანტოსი), ჰალკი (ზენიტი), ლეანდრო დამიაო (ინტერნასიონალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
ესენი იმედია ვერაფერს ვერ მოიგებენ ეხლა იმაზეა საუბარი რონალდინიო რატო არ არის ნაკრებსჰი არადა ძალიან კარგად ასპარეზობს და ეს კაკ კიდე განაცხადშიც არ შეყავთ იმდენად Bანძია და გამოიძახეს რა უნდა მოიგონ ამ გუნდით მაგასაც ვნახავთ ქალიშვილების კამანდა.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...