უკრაინის თასის მერვედფინალურ მატჩებში კიევის "არსენალმა" და ლვოვის "კარპატიმ" ქართველთა გოლებით გაიმარჯვეს
უკრაინაში თასის მერვედფინალები გაიმართა და ორ მატჩს ქართველი გმირი ჰყავს. ალექსანდრე კობახიძის "არსენალმა" სტუმრად 1:0 სძლია ქვედალიგელ "ავანგარდს", გამარჯვების გოლი კი 81-ე წუთზე სწორედ კობახიძემ გაიტანა (იხილეთ ვიდეო).

მეოთხედფინალში ლევან ყენიას გოლით გავიდა ლვოვის "კარპატი". "კარპატისა" და "მეტალისტის" მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, დამატებითი დროის მე-17 წუთზე კი ქართველი ნახევარმცველი ინდივიდუალური ოსტატობით გავიდა მეტოქის მეკარესთან პირისპირ და "მეტალისტის" კარი დალაშქრა (იხილეთ ვიდეო).

ყენია მოედანზე გოლამდე ორიოდე წუთით ადრე შევიდა, მურთაზ დაუშვილმა კი "კარპატის" რიგებში 120 წუთი დაჰყო.

ქართველები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს "დნიპროსა" და "ილიჩევეცის" შეხვედრაში, რომელიც დნეპროპეტროვსკელებმა 2:0 მოიგეს. "დნიპროს" შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ჯაბა კანკავამ. "ილიჩევეცის" რიგებში ასევე სრული მატჩი ჩაატარა დავით თარგამაძემ, თორნიკე ოქრიაშვილი კი 81-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა.

"დნიპრომ" ორივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანა, თარგამაძემ კი 55-ე წუთზე გაფრთხილება მიიღო.

ჰოლანდიის თასის მეთექვსმეტედფინალში "ვიტესმა" ქვედალიგელ "სტაპჰორსტს" უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა. მასპინძელთა რიგებში მათმა კაპიტანმა გურამ კაშიამ სრულად ითამაშა, გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი კი არნემელთა განაცხადში არ ყოფილან.

დანიის თასის მერვედფინალში მარცხი განიცადა ქართველთა "ორჰუსმა", რომელმაც სტუმრად "ლუნგბიუსთან" 2:3 წააგო. მე-8 წუთზე გოლი გაიტანა დავით დევდარიანმა, რომელმაც ანგარიში 1:1 გახადა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა