მსოფლიოს თასის 2015 წლის გათამაშების ჯგუფური ტურნირის წილისყრა 3 დეკემბერს ლონდონში გაიმართება
მსოფლიოს თასის 2015 წლის გათამაშების ჯგუფური ტურნირის წილისყრა 3 დეკემბერს ლონდონში გაიმართება.

საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელები იმ 12 გუნდს, რომელმაც შარშან ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის შედეგების მიხედვით ავტომატურად მოიპოვა მომდევნო შეჯიბრებაში ასპარეზობის უფლება, იმ დროისთვის არსებული რეიტინგის მიხედვით გაანაწილებენ ოთხ ჯგუფში.

იქვე გაირკვევა საქართველოს ნაკრების სავარაუდო სამი მეტოქის ვინაობაც. მართალია, "ბორჯღალოსნებს" მსოფლიოს თასის საგზური ჯერ კიდევ მოსაპოვებელი აქვთ, მაგრამ ჩვენი გუნდი ამ ბარიერს აუცილებლად რომ დაძლევს, ამაში ეჭვიც არ გვეპარება. მთავარი ისაა, მეტოქედ ვის გვარგუნებს ფორტუნა.

წილისყრა დღეს რომ ტარდებოდეს, პირველ ნომრებად ჯგუფებში რეიტინგის ოთხი საუკეთესო გუნდი დაჯდებოდა. ესენია: ახალი ზელანდია (92,91 ქულა), ავსტრალია (86,37), სამხრეთ აფრიკა (84,69) და ინგლისი (83,09). მეორე ნომრები იქნებოდნენ: საფრანგეთი (83,03), უელსი (82,26), ირლანდია (79,85), არგენტინა (78,63). მესამე ნომრებად, ალბათ, ყველა შემთხვევაში განაწილდებიან: შოტლანდია (77,97), სამოა (76,23), იტალია (76,03) და ტონგა (74,79).

მესამე ნომრებს ნოემბრის ტესტებისას, ვფიქრობთ, დაწინაურებისა და საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვედრის შანსი არ აქვთ.

მოწინავე რვაში კი ნოემბრის ბოლოს შესაძლოა სულ სხვა განლაგება ვიხილოთ. ამ წყობით კი საქართველოს ნაკრებისთვის შემდეგ მეტოქეებს ვისურვებდით: 1. ავსტრალია, 2. არგენტინა, 3. იტალია, მე-4 ჩვენი გუნდი იქნება, მეხუთე კი ვინც გინდათ, იყოს.

რატომ ავსტრალია? პირველი ნომრებიდან ვინ შეგვხვდება, მნიშვნელობა არ აქვს, ღირსეულად ვიბრძოლებთ, მაგრამ დიდი ალბათობით, მაინც წავაგებთ. სამხრეთ აფრიკასთან და ინგლისთან უკვე გვითამაშია.

ავსტრალიასთან - არა. არ გვითამაშია ახალ ზელანდიასთანაც, თუმცა, ვფიქრობთ, რომ "ოლ ბლექსთან" ჩვენი ჯახი ჯერ ადრეა.

მეორე ნომრებში ყველას ისევ კარგად ნაცნობი არგენტინა გვირჩევნია, რომელსაც დაახლოებით ისეთივე თამაშის სტილი აქვს, როგორიც ჩვენ.

მართალია, "პუმები" ოთხი ერის გათამაშებაში ასპარეზობენ, რაც მათ წინსვლას და პროგრესს გამოიწვევს. თუმცა არ იცვლება თამაშის მანერა.

არგენტინა შეტევის ჩაშლაზე ორიენტირებული გუნდია და ამას კი ნამდვილად კიდევ უფრო დახვეწენ და განავითარებენ. მაინც გვგონია, რომ თუ შევძელით და ახალ ზელანდიაში ერთი ტაიმი მოვუგეთ, ინგლისში ორივეში დავამარცხებთ.

მესამე ნომრებში იტალიის ნაკრები, ვფიქრობთ, ყველაზე სასურველია. არა, "სკუადრა აძურა" ხელწამოსაკრავი გუნდი სულაც არ არის.

მეტიც, ის შეიძლება ამ ოთხეულში მინიმუმ ერთს, ტონგას ნაკრებს ჯობდეს კიდეც, მაგრამ ჩვენთვის მათთან თამაში უფრო უპრიანია, ვიდრე რომელიმე კუნძულელთან. ამაში თბილისში ფიჯის ნაკრების სტუმრობაც დაგვარწმუნებს. მათ თავიანთი, გამორჩეული თამაშის მანერა აქვთ, რომლითაც ნებისმიერ გუნდს დიდ პრობლემებს უქმნიან.

გამორიცხული არ არის, ჩვენს ჯგუფში ისევ აღმოჩნდეს შოტლანდიის ნაკრები. ცუდი ვარიანტი არც ეს იქნება. "სკოტებსაც" უკვე კარგად ვიცნობთ, მწვრთნელი ისევ ის ჰყავთ, ვინც ახალ ზელანდიაში უთავკაცა. "ნარშავები", ისევე, როგორც სხვებიც, ცხადია, ვითარდებიან, წინ მიდიან, მაგრამ მათთან გამარჯვებისთვის ბრძოლა სამი წლის თავზე, ვფიქრობთ, შესაძლებელი იქნება.

თუმცა, ყველას მაინც იტალია სჯობია. მათი დამარცხებით ორ კურდღელს დავიჭერთ. ერთი - მომდევნო მსოფლიოს თასის გათამაშების საგზურს დავიბევებთ და მეორე, ბოლოს და ბოლოს დავამტკიცებთ, რომ ჩვენი ადგილი ექვს ერშია.

ჩვენი განსჯით, საუკეთესო ვარიანტი შემოგთავაზეთ, თუმცა, გამორიცხული არ არის, ბევრად უარეს ვითარებაშიც აღმოვჩნდეთ. მაგალითად: 1. ახალი ზელანდია, 2. საფრანგეთი, 3. სამოა. ასეთ ჯგუფში მოხვედრაც სავსებით რეალურია და მსგავსი რამ, შესაძლოა, ყველაზე საშინელ სიზმარშიც ვერ ნახოთ.

მსოფლიოს რეიტინგი

1. ახალი ზელანდია - 92,91 ქულა 2. ავსტრალია - 86,37. 3. სამხრეთ აფრიკა - 84,69. 4. ინგლისი - 83,09. 5. საფრანგეთი - 83,03. 6. უელსი - 82,26. 7. ირლანდია - 79,85. 8. არგენტინა - 78,63. 9. შოტლანდია - 77,97. 10. სამოა - 76,23. 11. იტალია - 76,03. 12. ტონგა - 74,79. 13. კანადა - 72,30. 14. ფიჯი - 70,60. 15. საქართველო - 67,95. 16. იაპონია - 67,93. 17. აშშ - 66,61. 18. რუმინეთი - 64,54. 19. რუსეთი - 62,05. 20. ესპანეთი - 61,63.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ramo
ესე უაზროდ ძირითადად ფეხბურთზე ლაპარაკობენ. ამიტომაც ვართ სადღაც ********* ალბათ უკვე რაგბის ჩამოფეხბურტობის დრო მოდის.
zaza
დზალიან მინდა ჩვენმა ნაკრებმა მსოპლიოზე ორი ტამაში მოიგოს
"ეს მარიხუანას გამო მოხდა... ვისაც დავეხმარე, იმან გამყიდა" - შარიქაძემ dailymail-თან დისკვალიფიკაციის მიზეზზე ისაუბრა
მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ მერაბ შარიქაძე 11-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
Rousing The Kop: "ლივერპულს", შესაძლოა, მამარდაშვილის დაკარგვასთან შეგუება მოუწიოს, ვიდრე ის ისეთი პრობლემა არ გახდება, რომელსაც ვერ მოაგვარებენ
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა